მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54861.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამ კავშირით აისსნება იხტეანური და შელინგიანური ელემენტების არსებობა ს. დოდაშვილის კონცეფციაში.
The presence of Fichtean and Schellingian elements in S. Dodashvili's conception is accounted for by this relationship.
54862.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილის შრომებმა ქართულ ფილოსოფიაში გზა გაუხსნეს იდეათა ახალ ნაკადს — კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიას, ეს მისი უდავო დამსახურებაა.
S. Dodashvili's works paved the way for a new stream of ideas of German philosophy in Georgian philosophy, this being his doubtless contribution.
54863.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მაგრამ ამასთან ერთად არ შეიძლება არ შევჩერდეთ მის კიდევ ერთ წვლილზე, რომელსაც ახალგაზრდა მოაზროვნის ნებისა და გონების არანაკლები ძალისხმევა სჭირდებოდა.
Here we cannot bypass one more contribution made by him, calling for no less effort of will and reason on the part of the young thinker.
54864.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ეს არის მისი თხზულებების საერო სტილი.
That's the secular style of his writings.
54865.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ის, რაც ევროპაში ორი-სამი საუკუნის წინ იქნა მიღწეული — სქოლასტიკური ჩარჩოებისაგან, დოგმატიზმისაგან აზროვნების განთავისუფლება - საქართველოში მე-19 ს-ში ს. დოდაშვილის შრომების გავლენით იწყებს შემოსვლას.
What had been achieved in Europe some two or three centuries earlier – the liberation of thought from dogmatism – began to enter Georgia in the 19th century through S. Dodashvili's works.
54866.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ქართველ ფილოსოფოსთა შორის ს. დოდაშვილი პირველია, ვის შრომებშიც ფილოსოფიური ან სამეცნიერო პრობლემების ღირებულება მათი თეოლოგიურ-რელიგიური მნიშვნელობით კი არ იზომება, არამედ მხოლოდ მათი საკუთარი შინაარსითა და ადგილით ცოდნის სისტემაში.
Among Georgian philosophers S. Dodashvili was the first in whose writings the value of philosophical or scientific problems is measured not by their theological-religious significance but by their own content and place in the system of knowledge.
54867.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
1827 წ. ს. დოდაშვილი უამრავი ჩანაფიქრით ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობას თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ასწავლის ქართულ სიტყვიერებას, რიტორიკას, ლოგიკას, გეოგრაფიას.
Filled with ideas, S. Dodashvili returned to Georgia in 1827 and took up teaching Georgian literature, rhetoric, logic, and geography at the Tbilisi school for noble children.
54868.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ჩანაფიქრთა შორის უპირველესი იყო ფილოსოფიის დაწყებული კურსის დასრულება.
Completion of the course of philosophy, which he had started, was foremost among his plans.
54869.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
საქართველოს ანექსია 1801 წ. და რუსეთის პროვინციად მისი გადაქცევა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური აქტი.
The annexation of Georgia in 1801 and the turning her into a Russian province constituted not only a political act.
54870.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მართალია შეწყდა უცხოელთა თარეში და შინაომები, მაგრამ გაუარესდა ხალხის მდგომარეობა: ჩვეულ ფეოდალურ ვალდებულებებს დაემატა ახალი გადასახადები, სამხედრო სამსახური რუსეთის არმიაში და ბეგარა, სასამართლო და სახელმწიფო საქმეების წარმოება ხალხისათვის გაუგებარ ენაზე.
True, foreign inroads and internecine wars ceased, but the conditions of the people deteriorated: on top of the customary feudal obligations there came new taxes, service in the Russian army and dues, and the conduct of court and administrative business in a language unknown to the population.
54871.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამის შედეგად საქართველოში ქრება ტრადიციული ყოფა, მას ცვლის უცხო სოციალურ და სამართლებრივი ურთიერთობები, აღზრდისა და განათლების სისტემა.
The traditional way of life in Georgia died out, being superseded by alien social and legal relations, and system of education.
54872.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ქართული ენა ჰკარგავს საჯარო ფუნქციებს.
The Georgian language lost its public functions.
54873.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
რუსეთიდან და რუსეთის გზით ევროპიდან შემოსვლას იწყებს უცხოური კულტურული ღირებულებები და ტექნოლოგიური მიღწევები.
Foreign cultural values and technological achievements began to enter the country from Europe via Russia.
54874.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ქართული კულტურა ჩვეულებრივი ადამიანის თვალში პროვინციულ იერს იძენს.
In the eyes of ordinary people Georgian culture assumed a provincial colour.
54875.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მოსახლეობის ინტელიგენტური კერა, რომელსაც უნდა გადაემუშავებინა და აეთვისებინა უცხო კულტურის ნაკადი, შეეთავსებინა ის მშობლიურ კულტურასთან, თითქმის აღარ არსებობდა, რადგან იგი, ნაწილი ნებით, ნაწილი ძალით, საქართველოს გარეთ ცხოვრობდა.
The intellectual stratum of the population, which should have reworked and assimilated the stream of foreign culture and adjust it to the native culture, was almost non-existent, for the intelligentsia resided outside of Georgia - some by their own free will, and some were forced to stay away.
54876.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ყოველივე ამის შედეგად დაქვეითდა საზოგადოების სულიერი ძალები, გაბატონდა გულგრილობა შემოქმედებითი შრომის მიმართ, ადამიანთა უპირველეს საზრუნავად ყოველდღიურობა იქცა.
This resulted in a decline of the society's spiritual powers and indifference to intellectual work, priority being given to the cares of everyday life.
54877.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ხალხში იქმნება ,,კულტურული არასრულფასოვნების“ განცდა.
The feeling of "cultural inferiority" took root in the people.
54878.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილმა ღრმად შეიგრძნო, რომ ამ ვითარებაში მხოლოდ ლოგიკის ან თუნდაც წმინდა ფილოსოფიის კვლევა მეტისმეტი ფუფუნება იქნებოდა მისთვის.
S. Dodashvili was fully aware that, under these conditions, study of logic alone, or even pure philosophy, would be too much of a luxury for him.
54879.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ერთგული თავისი სულიერი მამის იონა ხელაშვილის სიტყვებისა „მამულისა საქმეში არაღის პირველი აღასრულეთ“, აკეთებს არჩევანს – იწყებს ქართული კულტურას, ფილოსოფიისა და ლიტერატურის პროპაგანდას, საგანმანათლებლო და საგამომცემლო მოღვაწეობას.
Loyal to the words of his spiritual father Iona Khelashvili, "Always do the business of our fatherland first", S. Dodashvili made his choice: he started the popularization of Georgian culture, philosophy and literature, engaged in educational and publishing activity.
54880.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამტკიცებს, რომ წარსულის ქართველ მოაზროვნეთა ორიენტაცია ყოველთვის განისაზღვრებოდა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით, რომ ევროპულ კულტურასთან ურთიერთობა ამდიდრებს ქართულ კულტურას, ავსებს მას ახალი ძალებით, უქმნის მას ახალ შესაძლებლობებს და ამიტომ თანამედროვე ცხოვრებაში ქართული კულტურის განვითარების უნარი და ღირებულება გადაფასებას არ ექვემდებარება.
He argued that the orientation of Georgian thinkers of the past had always been determined by universal values, that contacts with European culture breathed new powers into Georgian culture, creating fresh opportunities for it, and hence the ability and value of the development of Georgian culture in contemporary life were not subject to revision.