მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54881.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილი ამაზე არ ჩერდება, იგი თვითონ როგორც ფილოსოფოსი-ლოგიკოსი, როგორც ლინგვისტი, როგორც ლიტერატორი და ისტორიკოსი ეწევა ინტენსიურ შემოქმედებით-კონსტრუქციულ მოღვაწეობას.
S. Dodashvili did not rest at that, but as a philosopher, logician, linguist, writer and historian engaged in constructive literary and public activity.
54882.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
1828 წლიდან ს. დოდაშვილი გაზეთ „ტფილისის უწყებანის“ საგამომცემლო კომიტეტის წევრია და ხელმძღვანელობს მისი ქართული ტექსტის გამოცემას.
From 1828 S. Dodashvili was a member of the newspaper Tiflisskiye Vedomosti, directing the publication of its Georgian text.
54883.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
1829 წლიდან იგი ამ გაზეთის რედაქტორია, აარსებს პირველ ქართულ ლიტერატურულ ჟურნალს „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებანი“.
From 1829 he was editor of the paper; he founded a new literary magazine Literary Parts of Tpilisis utsqebani.
54884.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ოცნებობს ბიბლიოთეკის შექმნაზე, სტამბის გახსნაზე.
He dreamt of creating a library and setting up a printing press.
54885.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
თითქოს ბედისწერის აჩქარებული ფესის ხმა ესმის, თავისუფალ დროს არ იტოვებს, ერთბაშად ბევრის გაკეთებას ცდილობს.
As if sensing the speedy approach of the end, he left himself no time for leisure, trying to do many things at once.
54886.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
შეადგინა და გამოსცა ,,შემოკლებული ქართული გრამატიკა“, გადაამუშავა „რიტორიკა“, თარგმნა წიგნი პროცესუალური სამართლის საკითხებზე, შეადგინა ქართული წიგნების კატალოგი (მოიცავს დაახლოებით 60 დასახელებას), ქრესტომათია მორალის საკითხებზე, ფილოსოფიურ ცნებათა ლექსიკონი.
He compiled and printed an Abridged Georgian Grammar, revised the Rhetoric, translated a book on questions of processual law, compiled a catalogue of Georgian books (listing about 600 titles), a text-book on moral questions, a dictionary of philosophical notions.
54887.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამავე დროს აქვეყნებს ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალებს, მხატვრულ ნაწარმოებებსაც კი, წერს და აქვეყნებს ქართული სიტყვიერების მოკლე ისტორიას, რომელშიც ქართული ლიტერატურის ისტორიის პირველი პერიოდიზაციაა მოცემული.
He published ethnographic and historical materials, even literary works, wrote and published a brief history of Georgian literature, giving the first periodization of it.
54888.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ეს ნარკვევი მაშინვე ქვეყნდება რუსულადაც მოსკოვში.
The latter essay was immediately published in Russian in Moscow.
54889.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ფონზე ს. დოდაშვილი, გონითი ინტერესებით აღვსილი, ევროპულად განათლებული ადამიანი, რომელსაც იმავე დროს ათვისებული აქვს ტრადიციული ქართული კულტურის მიღწევები, წარმოგვიდგება მძლავრ სულიერ ძალად, რომელიც ქმნის და შთააგონებს სხვებს.
Against the background of the social life of the period, S. Dodashvili a person full of intellectual interests, armed with European education and a good knowledge of the achievements of traditional Georgian culture – emerged as a powerful creative spiritual force that inspired others.
54890.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მაგრამ განგების მიერ მიცემული დრო იწურება.
But the time alotted by Providence was running out.
54891.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილი 27 წლისაა.
S. Dodashvili was 27 years old.
54892.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
9 დეკემბერს გამჟღავნდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება თბილისში.
On 9 December a plot against the autocracy was discovered in Tbilisi.
54893.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
თითქმის ერთი ღამის განმავლობაში დააპატიმრეს შეთქმულების ყველა მონაწილე, მათ შორის ს. დოდაშვილიც.
Almost overnight all the participants of the plot were arrested, including S. Dodashvili.
54894.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ეს შეთქმულება ერთი რგოლი იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტებისა და აჯანყებების იმ ჯაჭვში, რომელიც მოდებული იყო იმ პერიოდში საქართველოში.
The plot was a link in the chain of protests and uprisings against the Russian empire in Georgia.
54895.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამიტომ თვითონ შეთქმულებაში მოულოდნელი არაფერი იყო გარდა იმისა, რომ მასში მონაწილეობდა ახალი თაობა, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო.
Therefore, there was nothing unexpected in the conspiracy per se except that it involved the younger generation that had received education in Russia.
54896.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
საბჭოთა პერიოდშიც და უფრო ადრეც ამ შეთქმულების ახსნა-შეფასება ყოველთვის საცენზურო მოთხოვნების გათვალისწინებით ხდებოდა და ამის გამო ხშირად მხედველობიდან უშვებდნენ მთავარს — შეთქმულებს ჰქონდათ ერთი ურყევი და მაღალი მიზანი - საქართველოს თავისუფლება, მისი სასელმწიფოებრიობის აღდგენა.
In the Soviet period – and earlier too - the explanation and assessment of this plot always took the demands of censorship into account, owing to which the main point was often overlooked, viz. that the conspiracy had one unshakable and high goal: the liberation of Georgia and restoration of her statehood.
54897.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ეს მიზანი აერთიანებდა შეთქმულებაში მონაწილე მონარქისტებსა და რესპუბლიკელებს.
This purpose united both monarchists and republicans who participated in the conspiracy.
54898.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ისტორიკოსთა აზრით, უკანასკნელს მიეკუთვნებოდა ს. დოდაშვილიც.
In the view of historians, S. Dodashvili belonged to the latter.
54899.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილი მაშინდელ საქართველოში სიბრძნის სიმბოლო იყო და შეთქმულებაში მისი მონაწილეობა საზოგადოების თვალში შეთქმულთა ჰიმნების გონიერებასა და სიწმინდეს ადასტურებდა.
S. Dodashvili was a symbol of wisdom in the Georgia of that period, and in the public eye his participation in the plot proved the rationality and purity of the objectives of the conspirators.
54900.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
შესაძლოა, ამიტომაც ყველაზე მძიმე სასჯელი ს. დოდაშვილს ერგო.
Perhaps this was the reason why S. Dodashvili was punished most severely.