მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54941.
ილია II | მზიანი ღამე
1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ მღვდელ-მონაზონი ილია აღყვანილ იქნა იღუმენის, 1961 წელს კი არქიმანდრიტის ხარისხში.
In 1960 the Catholicos-Patriarch Ephrem II raised him to the rank of Hegumen and in 1961 to the rank of Archimandrite.
54942.
ილია II | მზიანი ღამე
1963 წლის 25 აგვისტოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა მისი ხელდასხმა შემოქმედელ ეპისკოპოსად.
On August 25, 1963 In Svetitskhoveli Patriarchal Church he was consecrated as Bishop of Shemokmedi.
54943.
ილია II | მზიანი ღამე
1967 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.
On September 1, 1967 the Bishop Ilia was transferred as Head of the Tskhum-Abkhazia Eparchy.
54944.
ილია II | მზიანი ღამე
1969 წლის 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ ეპისკოპოსი ილია აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
On May 17, 1969 the Bishop Ilia was raised to the rank of Metropolitan by the Catholicos-Patriarch Ephrem II.
54945.
ილია II | მზიანი ღამე
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივი კრება, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.
On December 23, 1977 the XII local council of the Georgian Orthodox Apostolic Church was held in Tbilisi Sioni Patriarchal Church at which the Metropolitan of Tskhum-Abkhazia Ilia was unanimously elected Catholicos Patriarch of Georgia.
54946.
ილია II | მზიანი ღამე
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე მეთაურს ეწოდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II.
The 141st Head of the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church was given the name - His Holiness and Beatitude Catholicos-Patriarch of All Georgia, the Archbishop of Mtskheta-Tbilisi - Ilia II.
54947.
ილია II | მზიანი ღამე
1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრება.
On December 25, 1977 in Mtskheta, the enthroning of the Catholicos-Patriarch of the Georgian Apostolic Autocephalous Church Ilia II took place in the Svetitskhoveli Patriarchal Church.
54948.
ილია II | მზიანი ღამე
ცერემონიას მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთაგან დაესწრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ხოლო არამართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთაგან — ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქი-კათოლიკოსი ვაზგენ I.
Among the Heads of Orthodox churches the ceremony was attended by the Patriarch of Moscow and All Russia -Pimen and among the heads of non Orthodox churches the Highest Catholicos-Patriarch of all Armenians - Vazgen I was present.
54949.
ილია II | მზიანი ღამე
ხელისუფლებამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით მცხეთაში შემავალი საავტომობილო გზები გადაკეტა, მაგრამ ხალხი უდრტვინველად, ფეხით დაადგა მცხეთის გზას.
On the pretext of keeping civil order all the roads leading to Mtskheta were blocked but people still continued walking towards it.
54950.
ილია II | მზიანი ღამე
მილიციამ და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლებმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისკენ მიმავალ გზებზე დააყენეს კორდონები, ალყა შემოარტყეს ტაძრის გალავანსა და ტაძარს და ცდილობდნენ, სპეციალური საშვების მქონე პირთა გარდა ტაძარში არავინ შეეშვათ.
Police and state security forces erected cordons on the way to Svetitskhoveli Patriarchal Church, besieged the church wall and the church and tried not to allow anybody without pass enter the church.
54951.
ილია II | მზიანი ღამე
მაგრამ ხალხმა გაარღვია ყველა კორდონი, ალყა და გაავსო ტაძარიც, ტაძრის ეზოც და შემოგარენიც...
But the people broke all cordons and crowded the church and the environs...
54952.
ილია II | მზიანი ღამე
ამდენი ხალხი მცხეთას 1917 წლის 12(25) მარტის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღის შემდეგ არ სწვევია.
Mtskheta had never seen such a great number of people since the restoration of Autocephaly by the Georgian Church in March 12 (25), 1917.
54953.
ილია II | მზიანი ღამე
ცოცხალი პატრიარქის მიმართ ესოდენ მასობრივი თანადგომისა და სიყვარულის გამოხატვა საქართველოს ისტორიისათვის იშვიათი მოვლენას წარმოადგენდა.
It was an unusual event in the history of Georgia when the people displayed so much love and support for a living Patriarch.
54954.
ილია II | მზიანი ღამე
ილია II რელიგიური განათლების მისაღებად იძულებული გახდა გამგზავრებულიყო მოსკოვს, რადგან იმჟამად საქართველოში, გელათისა და იყალთოს აკადემიებისა და თბილისისა და თელავის სემინარიათა მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, არათუ სასულიერო აკადემია, ერთი სასულიერო სემინარიაც კი აღარ ფუნქციონირებდა (მათ შორის, 1817-1917 წლებში მოქმედი რუსულენოვანი თბილისის სასულიერო სემინარია).
To acquire religious education Ilia II had to leave for Moscow, as in Georgia at that time, despite its long traditions of having such Academies as Gelati and Iqalto and Tbilisi and Telavi Theological Seminaries, neither Theological Academy nor Theological Seminary functioned (including Tbilisi Russian Theological Seminary that functioned in 1817-1917).
54955.
ილია II | მზიანი ღამე
ილია II-ის ზეობამდე, შემოქმედის ეპისკოპოსად მისი ყოფნის ჟამს, 1963 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ისა და მისი ერთობლივი ძალისხმევით, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ხელისუფლების მხრიდან, გაიხსნა მცხეთის სასულიერო სემინარია, რომლის პირველი რექტორი 1972 წლამდე თავადვე იყო.
In 1963, before the enthroning of Ilia II while serving as Bishop of Shemokmedi, despite great opposition from the side of the government and with joint efforts and endeavors of the Catholicos-Patriarch Ephrem II and Ilia himself, the Mtskheta Theological Seminary was opened and Ilia was its first rector until 1972.
54956.
ილია II | მზიანი ღამე
უკვე ილია II-ის ზეობის პერიოდში გაიხსნა თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, სასულიერო სემინარიები თბილისში (1988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში იქნა გადმოტანილი), ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, ახალციხეში...
In the period of his being Catholicos-Patriarch Tbilisi and Gelati Theological Academies were opened, as well as Tbilisi Theological Institute (1994) and Theological Seminaries in Tbilisi (in 1988 Mtskheta Theological Seminary transferred to Tbilisi), Kutaisi, Batumi, Poti, Gori, Akhaltsikhe....
54957.
ილია II | მზიანი ღამე
თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს საღვთისმეტყველო განათლების საქმე, ცალსახად ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ იგი, მთელი თავისი მოუცლელობის მიუხედავად, 2003 წლიდან თავად არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.
The fact that since 2003 the Patriarch has been the rector of Tbilisi Theological Academy and Seminary shows that the Patriarch considers it extremely important to develop theological education among the Georgian population.
54958.
ილია II | მზიანი ღამე
უბრალო სტატისტიკური ჩამონათვალი ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდია მისი უწმიდესობის, ილია II-ის 30-წლიანი ღვაწლი საეკლესიო ცხოვრების აღორძინებაში.
Simple statistical listing shows how great is the contribution of His Holiness Ilia II to the renaissance of ecclesiastic life.
54959.
ილია II | მზიანი ღამე
1977 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აღსაყდრებულმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მემკვიდრეობად მიიღო: შვიდწევრიანი წმინდა სინოდი (პატრიარქის გარდა, მასში შედიოდა 6 მღვდელმთავარი: 3 მიტროპოლიტი და 3 ეპისკოპოსი); 34 მოქმედი ეკლესია და 4 მონასტერი; 15 ეპარქია (რომელთაგან, მხოლოდ ექვსს ჰყავდა მღვდელმთავარი, ხოლო ექვსში არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია); მოღვაწეობდა 80 სასულიერო პირი; 1 სასულიერო სემინარია.
On December 25, 1977, enthroned as Catholicos-Patriarch of All Georgia, His Holiness and Beatitude Ilia II inherited: A seven-member Holy Synod (besides the Patriarch it included 6 chief priests: 3 metropolitans and 3 bishops); 34 active churches and 4 monasteries; 15 eparchies (of which only six had bishops, in six of them there wasn't a single active church); 80 ecclesiastics; 1 theological seminary.
54960.
ილია II | მზიანი ღამე
2007 წლის 25 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 30 წლისთავზე, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლით: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი შედგებოდა 36 წევრისაგან (პატრიარქის გარდა მასში შედიოდა 35 მღვდელმთავარი: 16 მიტროპოლიტი, 10 მთავარეპისკოპოსი და 9 ეპისკოპოსი); 1500 მოქმედი ეკლესია და 140 მონასტერი; 37 ეპარქია (მათ შორის, ოთხი მოიცავს საქართველოს ოდინდელ ტერიტორიებსაც); მოღვაწეობდა 3200 სასულიერო პირი; 2 სასულიერო აკადემია და 6 სასულიერო სემინარია.
On December 25, 2007 on the 30th anniversary of the enthroning of the Catholicos-Patriarch of Georgia and due to the contribution of His Holiness and Beatitude, the Holy Synod of the Georgian Apostolic Church consisted of 36 members (apart from the Patriarch, it included 35 chief priests: 16 metropolitans, 10 archbishops and 9 bishops); 1500 active churches and 140 monasteries; 37 eparchies (four of them includes ancient territories of Georgia); 3200 ecclesiastics; 2 theological academies and 6 theological seminaries.