მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54921.
ილია II | მზიანი ღამე
პატრიარქის აღსაყდრების 14 წლის თავზე, 1991 წელს, საქართველომ აღიდგინა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დაადგა განვითარებისა და აღმავლობის გზას.
In 1991, on the 14th anniversary of the Patriarch's enthroning Georgia restored its national independence and embarked on the road of development and progress.
54922.
ილია II | მზიანი ღამე
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და გვწამს, რომ იგი აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება ჩვენი პატრიარქის ლოცვით.
Georgia is a country fallen by lot to the Mother of God and we believe that it will be integral and will shine with the help of the Patriarch's prayers.
54923.
ილია II | მზიანი ღამე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ვლადიკავკაზში.
The Catholicos-Patriarch of All Georgia Ilia II was born on January 4, 1933 in Vladikavkaz, the North Caucasus.
54924.
ილია II | მზიანი ღამე
გიორგი შიოლაშვილი და ნატალია კობაიძე 1927 წელს დროებით გადასახლდნენ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთინი კუთხის — ხევის — სოფელ სნოდან, კოლექტივიზაციის ბოლშევიკური ექსპერიმენტისთვის თავის ასარიდებლად.
In 1927 Giorgi Shiolashvili and Natalia Kobaidze moved from mountainous Khevi, the village of Sno, to escape from the Bolshevik experiment of collectivization.
54925.
ილია II | მზიანი ღამე
ახალშობილს ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი მეფის, ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს.
The child was given the name Irakli – in honor of Erekle II, the last great King of Georgia.
54926.
ილია II | მზიანი ღამე
გადმოცემის თანახმად, წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს (V ს.), მოუნათლავს თავისი ერთგული თანამებრძოლის, სნოს ვაჟი ღუდუშა — ღუდუშაურების წინაპარი.
As the story goes, King Vakhtang Gorgasali (5th cent.) baptized the son of his faithful comrade in arms Sno - Ghudusha - an ancestor of Gudushauris.
54927.
ილია II | მზიანი ღამე
შიოლაშვილების გვარი კი ცნობილი ისტორიული პიროვნების, შიოლა ღუდუშაურისაგან იღებს სათავეს.
The name Shiolashvili originated from a well known historical person Shiola Ghudushauri.
54928.
ილია II | მზიანი ღამე
შიოლას დედა ბაგრატოვანთა სამეფო გვარს ეკუთვნოდა.
Shiola's mother belonged to the Royal House of Bagrationi.
54929.
ილია II | მზიანი ღამე
გიორგი და ნატალია შიოლაშვილებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ირაკლის გარდა, ოჯახში იყო კიდევ სამი ვაჟი: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი და ერთი ასული – ნინო.
Giorgi and Natalia Shiolashvili had five children: besides Irakli, there were three sons: Teimuraz, Shota, Viktor and one daughter - Nino.
54930.
ილია II | მზიანი ღამე
შიოლაშვილების ოჯახი გამოირჩეოდა მტკიცე სარწმუნოებითა და მოყვასის სიყვარულით.
The Shiolashvili family was distinguished for its strong faith and love of neighbours.
54931.
ილია II | მზიანი ღამე
ეკლესიის დევნის მიუხედავად, 1947 წელს მათ ვლადიკავკაზში ააშენეს ღვთისმშობლის საფარვლის ტაძარი.
Despite the persecution of the church, in 1947 they built in Vladikavkaz the shelter-church of the Virgin Mary.
54932.
ილია II | მზიანი ღამე
მათ ოჯახს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები.
Persecuted ecclesiastics found refuge in their family.
54933.
ილია II | მზიანი ღამე
ირაკლი შიოლაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას აგრძელებს ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, ხოლო შემდეგ სასულიერო აკადემიაში.
After finishing school, Irakli Shiolashvili continued his studies first at the Moscow Theological Seminary and then the Theological Academy.
54934.
ილია II | მზიანი ღამე
1960 წლის ივნისში მან წარმატებით დაიცვა საკვალიფიკაციო ნაშრომი თემაზე: "ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“ და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.
In June 1960 he successfully defended his qualification thesis on "The History of the Iviron Monastery on Mount Athos" and was awarded the degree of candidate of theology.
54935.
ილია II | მზიანი ღამე
1986 წელს წმ. ვლადიმირის სასულიერო სემინარიამ, 1998 წელს წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ და 2002 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Honoris Causa მას მიანიჭეს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
In 1986 he was awarded the degree of doctor of theology Honoris Causa by the Theological Seminary of St.Vladimir (USA), in 1998 by the St. Tikhon Theological Seminary and in 2002 by Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
54936.
ილია II | მზიანი ღამე
1996 წელს გელათის მეცნიერებათა აკადემიამ, ხოლო 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა ერვნულმა აკადემიამ კათოლი კოს-პატრიარქი ილია II თავის საპატიო აკადემიკოსად აირჩიეს.
In 1996 the Catholicos Patriarch Ilia II was elected Honory Academician of Gelati Academy, and in 2005 of the Georgian National Academy of Sciences.
54937.
ილია II | მზიანი ღამე
მოსკოვის (ზაგორსკის) სასულიერო აკადემიის პირველკურსელი ირაკლი შიოლაშვილი 1957 წელს თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით ბერად აღიკვეცა.
In 1957, in the church of Alexander Nevski, under the prayers and blessing of Patriarch Melkisedek III, Irakli Shiolashvili, a first-year student of Moscow (Zagorsk) Theological Seminary took the monastic vow.
54938.
ილია II | მზიანი ღამე
იგი ბერად აღკვეცა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგამ) და ილია უწოდა;
He was consecrated by Bishop Zinobi Mazhuga who gave him the name Ilia;
54939.
ილია II | მზიანი ღამე
იმავე წელს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ მას ხელი დაასხა იეროდიაკვნად;
In the same year the Catholicos Patriarch Melkisedek III consecrated him as Hierodeacon in Tbilisi Sioni Patriarchal Church.
54940.
ილია II | მზიანი ღამე
1959 წელს ზაგორსკის წმ. სერგი რადონეჟელის ლავრაში რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის წერილობითი თანხმობით, იეროდიაკვანი ილია მღვდელ მონაზვნად აკურთხა.
In 1959 in the Saint Sergei Radonezhski laura, under a written assent of the Catholicos-Patriarch of Georgia, Melkisedek III, the Patriarch of Russia, Aleksey I consecrated the Hierodeacon Ilia as Monastic Priest.