მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54981.
ილია II | მზიანი ღამე
იგი ხელს შეუწყობს სიმშვიდეს და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნას.
It will contribute to peace and the creation of an atmosphere of love.
54982.
ილია II | მზიანი ღამე
"ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან".
"Blessed are the merciful: for they shall obtain mercy".
54983.
ილია II | მზიანი ღამე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მშვიდობისმყოფელია.
The Catholicos-Patriarch of Georgia Ilia II is one of the greatest peacemakers of modern times.
54984.
ილია II | მზიანი ღამე
მისი ინტენსიური და ნაყოფიერი საერთაშორისო ურთიერთობანი მსოფლიო ეკლესიათა და რელიგიათა ლიდერებთან ჯერ კიდევ მისი ეპისკოპოსად კურთხევის დროიდან იღებს სათავეს.
His intensive and fruitful international relations with the religious and world leaders of the churches commenced from the time of his consecration as bishop.
54985.
ილია II | მზიანი ღამე
ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ერთდროულად, თუმცა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მოგვევლინენ ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ავტორებად.
From this point of view, the fact that the Catholicos Patriarch of All Georgia Ilia II and the President of the Islamic republic of Iran-Mohammad Khatami emerged as the initiators of the idea of a dialogue of civilizations independently of each other, is especially important and significant.
54986.
ილია II | მზიანი ღამე
მას, როგორც ცივილიზაციათა შეჯახების თეორიის ალტერნატივას, მრავალი მომხრე გამოუჩნდა მთელ მსოფლიოში რელიგიურ ლიდერთა, პოლიტიკოსთა, მეცნიერთა, ღვთისმეტყველთა თუ ხელოვანთა სახით.
This idea won many supporters among world religious leaders, politicians, scientists and scholars, theologians and artists as an alternative to the theory of a conflict of civilizations.
54987.
ილია II | მზიანი ღამე
ილია II-ის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ცივილიზაციათა დიალოგის საზღვრების დადგენაც.
The defining of the boundaries of the dialogue of civilizations goes to the credit of Ilia II.
54988.
ილია II | მზიანი ღამე
როცა ცივილიზაციათა შორის დიალოგის შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ არა მარტო კულტურათა შორის დიალოგს, არამედ რელიგიებს შორის დიალოგსაც.
When we speak about a dialogue between civilizations we of course do not mean only a dialogue between cultures but between religions as well.
54989.
ილია II | მზიანი ღამე
ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ დიალოგის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ დოგმატიკას, ჩვენს მრწამსს, რელიგიის არსს.
However, it is very important to bear in mind that during this dialogue we must by no means touch upon dogmatics, our faith, the essence of religion.
54990.
ილია II | მზიანი ღამე
რადგან თუ კი დავიწყებთ კამათს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის რელიგია, მაშინვე აღიმართება კედელი უშუალოდ ჩვენს შორის, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
For if we start an argument over what this or that religion is, a wall will immediately be erected between us, which may cause a conflict.
54991.
ილია II | მზიანი ღამე
ამიტომ ამგვარი საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო.
Hence, great care is needed during such dialogue.
54992.
ილია II | მზიანი ღამე
ილია II, როგორც დიდი მშვიდობისმყოფელი, არასოდეს ტოვებს სათანადო რეაგირების გარეშე რელიგიური თუ ეთნიკური შეუწყნარებლობის, ფაქტებს, მაშინაც კი, როდესაც ამა თუ იმ მოტივით ან მიზეზით სხვა რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები მათ მიმართ დუმილის პოლიტიკას ირჩევენ.
Ilia II, as a major peacemaker, is never indifferent to facts of religious or ethnic intolerance, even when other religious or political leaders prefer to keep aside.
54993.
ილია II | მზიანი ღამე
აი, მრავალთაგან ნებისმიერად არჩეული სამი მაგალითი:
Here are three examples chosen randomly:
54994.
ილია II | მზიანი ღამე
1978 წლის ნოემბერში ილია II-მ ხმა აღიმაღლა ლიბანში მემარჯვენე ქრისტიანთა მიერ ადგილობრივ სომეხთა მასობრივი დარბევისა და ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ.
In November 1978, Ilia II condemned the mass attacks and massacre of local Armenians by Lebanese right-wing Christians.
54995.
ილია II | მზიანი ღამე
1991 წლის 29 აპრილს ილია II-მ ხმა აღიმაღლა მსოფლიო პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პატივისა და ღირსების დასაცავად, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ გამოიძახა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოს I და მოუწყო მას დაკითხვა.
On April 29, 1991, Ilia II defended the honor and dignity of the World Patriarch and Constantinople Patriarchy when the government of Turkey summoned the World Patriarch for interrogation.
54996.
ილია II | მზიანი ღამე
ილია II-მ თურქეთის პრეზიდენტ თურგუთ ოზალისადმი მიწერილ წერილში დაგმო ეს ფაქტი და გამოთქვა რწმენა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარასოდეს განმეორდებოდა.
In his letter to the President of Turkey Turgut Ozal, expressing his belief that such an incident would never recur, Ilia II condemned this fact.
54997.
ილია II | მზიანი ღამე
2007 წელს ილია II-მ ხმა აღიმაღლა, დასავლეთში მუჰამადის კარიკატურების გამოქვეყნების გამო და დაგმო ის, როგორც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი ფაქტი.
In 2007 Ilia II raised his voice against the release of caricatures of Muhammad in the West, condemning it as an act insulting religious feelings.
54998.
ილია II | მზიანი ღამე
2004 წლის 23 ნოემბერს მოხდა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საზეიმო კურთხევა.
On November 23, 2004 solemn consecration of the St. Trinity Cathedral Church was held.
54999.
ილია II | მზიანი ღამე
ეს არის უდიდესი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში.
It is the greatest church structure in Georgia.
55000.
ილია II | მზიანი ღამე
მისი აგებით აღდგა და გაგრძელდა ოშკის, ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის მონუმენტურ კათედრალთა ტრადიცია.
Its restoration meant the restoration and continuation of monumental traditions of Oshki, Bagrat, Svetitskhoveli and Alaverdi.