მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54961.
ილია II | მზიანი ღამე
პატრიარქ ილია II-ის ზეობის 30 წლის განმავლობაში აიგო მეტი ეკლესია, ვიდრე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 15 — საუკუნოვანი ისტორიის რომელიმე ცალკე აღებულ ასწლეულში, მათ შორის — სამების საკათედრო ტაძარი, ყველა დროის უდიდესი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში (იკურთხა 2004 წლის 23 ნოემბერს).
During the 30-year period of the Patriarch being in office more churches and cathedrals were built than in any other period of the 15-centennial history of the autocephaly of the Georgian church, including the greatest Trinity Church of all times (consecrated in November 23, 2004).
54962.
ილია II | მზიანი ღამე
პატრიარქ ილია II-ის ზეობის დროს აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია (1995 წლის 25 მაისი), პირველი მეცნიერებათა აკადემია მართლმადიდებლურ სამყაროში.
During the time of the Patriarch's being in office the Gelati Academy of Sciences was restored – the first Academy of Sciences in the Orthodox world.
54963.
ილია II | მზიანი ღამე
პატრიარქ ილია II-ის ზეობის დროს გადაწყდა ორი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბებით ისტორიული პრობლემა: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება და კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.
During his ministration two problems of vital importance for the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church were solved: International recognition of the restoration of the Autocephaly of the Georgian Apostolic Orthodox Church: Constitutional Agreement between the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church and the Government.
54964.
ილია II | მზიანი ღამე
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება.
International Recognition of the Restoration of the Autocephaly of the Georgian Apostolic Orthodox Church.
54965.
ილია II | მზიანი ღამე
1811 წლის 21 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით გაუქმდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
On June 21, 1811 under the order of the Emperor of Russia Alexander I, the autocephaly of the Georgian Apostolic Orthodox Church - enjoyed with full certainty from the 5th century – was abolished.
54966.
ილია II | მზიანი ღამე
ავტოკეფალია მას, სრული უეჭველობით V საუკუნიდან ჰქონდა და მისი აღდგენა მხოლოდ რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს იქნა შესაძლებელი.
Only after the overthrow of the Russian Empire on March 12 (25), 1917, did it become possible to restore the autocephaly.
54967.
ილია II | მზიანი ღამე
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წლის 31 ოქტომბერს აღიარა.
It was recognized by the Russian Orthodox Church only on October 31, 1943.
54968.
ილია II | მზიანი ღამე
მსოფლიო საპატრიარქო, ანუ კონსტანტინოპოლის ეკლესია, საქართველოს ეკლესიის აღდგენილ ავტოკეფალიას და მისი მეთაურის საპატრიარქო ტიტულს არ ცნობდა.
But the World Patriarchate, i.e. Constantinople Church, did not recognize the restored autocephaly or the title of the Patriarch.
54969.
ილია II | მზიანი ღამე
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირადი ისტორიული დამსახურებაა საქართველოს ეკლესიის წინაშე, რომ უძველეს ქრისტიანულ წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ცნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიაც და მისი საჭეთმპყრობლის საპატრიარქო ტიტულიც მათი ადრინდელი ფიქსირების დროიდან.
The Catholicos-Patriarch Ilia II's personal historical contribution to the Georgian Church is the fact that on March 4, 1990, on the basis of the old historical sources and documents, the World Patriarch Demetrius recognized the Autocephaly of the Georgian Apostolic Church and the patriarch's title from the original recorded usage.
54970.
ილია II | მზიანი ღამე
2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის.
On October 14, 2002, a Constitutional Agreement between the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church and the Georgian Government was signed in the Svetiskhoveli Patriarchal Church of Mtskheta.
54971.
ილია II | მზიანი ღამე
კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფომ ცნო არა მარტო ის, რომ ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, არამედ ისიც, რომ ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი არის განლაგებული და სხვ.; მათ შორის, სახელმწიფო მუზეუმებში, საცავებში დაცული საეკლესიო საგანძური, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობას სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად კისრულობენ.
The fact that the Church is considered to be historically the subject of public law has been recognized by the Government: in addition, all property, such as orthodox churches and monasteries - both functioning and non functioning - the lands where they are located, including religious treasures preserved in museums and repositories, belong to the Orthodox Church and the Government and the Church are jointly committed to care for them.
54972.
ილია II | მზიანი ღამე
კონსტიტუციური შეთანხმება რატიფიცირებულ იქნა როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის, ასევე, საქართველოს პარლამენტის მიერ.
The Constitutional Agreement was ratified by the Holy Synod of the Georgian Church and the Parliament of Georgia.
54973.
ილია II | მზიანი ღამე
დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წყალი.
Today we consecrated water.
54974.
ილია II | მზიანი ღამე
წყალკურთხევას ეწოდება დიდი აიაზმა.
Consecration of water is called great Aiazma.
54975.
ილია II | მზიანი ღამე
"აიაზმა“ ბერძნული სიტყვაა და "სიწმინდეს" ნიშნავს.
"Aiazma" is a Greek word meaning "purity".
54976.
ილია II | მზიანი ღამე
ეს არის, მართლაც, უდიდესი სიწმინდე.
This is really a great sacrament.
54977.
ილია II | მზიანი ღამე
მახსოვს, ჩემს ოჯახში ინახებოდა ჩემი დაბადების წელს აღებული აიაზმა და იგი ისეთივე იყო, როგორც ახლად აღებული წყალი.
I remember how my family kept holy water drawn in the year of my birth and the water was as fresh as freshly drawn water.
54978.
ილია II | მზიანი ღამე
საერთოდ, აიაზმის სასწაულს ადამიანის გონება ვერასდროს მისწვდება და ახსნის...
In general, the human mind can never gain an insight into and explain this mystery.
54979.
ილია II | მზიანი ღამე
ყოველ საღამოს მამაჩემი ლოცვას რომ წაიკითხავდა, ბოლოს აუცილებლად ყველას აიაზმას გვასხურებდა და დასაძინებლად მერე მივდიოდით.
Every evening father sent us to bed after reading the prayer and sprinkling holy water on us.
54980.
ილია II | მზიანი ღამე
ეს წესი ყოველ მართლმადიდებელ ოჯახში უნდა იყოს დანერგილი;
This rule should be established in every orthodox family;