მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55301.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
დღეს უკვე მრავალათეული ხელოსნის სახელია ცნობილი და ცალკე კატალოგში შესული.
To date, the names of many dozens of artisans are known and entered in a separate catalog.
55302.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აღნიშნული სასმისები გამოიყენებოდა ასევე საპარსული წესით დამზადებული შარბათის სასმელად.
These drinking vessels were used also for drinking sherbet made according to the Persian recipe.
55303.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ამ სასმელს ქართველებიც მიიროთმევდნენ, თან ყალიონსაც აყოლებდნენ, რის შესახებაც ვახუშტი ბატონიშვილი დიდი გულისტკივილით აღნიშნავს.
Sherbet was followed by the smoking pipe, this being the habit or disgraceful practice, noted with a heavy heart by Prince Vakhushti.
55304.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
XVIII-XIX საუკუნეები საღვინე ჭურჭლის დიდი სიჭარბით გამოირჩევა, განსაკუთრებით ვერცხლის სასმისები იქცევს ყურადღებას.
The 18th-19th centuries are marked by an abundance of wine vessels – particularly silver drinking vessels.
55305.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მუზეუმშია დაცული მრავალფერი, მრავალსახა საღვინე ჭურჭელი: მათ შორის ყანწები, ხისგან გამოთლილი და გოგრის ტანისგან შექმნილი სასმისები.
Diverse and varied wine vessels are preserved in the Museum, including drinking horns, those carved out of wood and made of gourd.
55306.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყანწები სხვადასხვა ზომისაა და სხვადასხვა ცხოველების - ძროხის, ხარის, არჩვის, გარეული თხისა და ჯიხვის რქებისგან დამზადებული.
The drinking horns differ in size and are of different animals: those of cow and ox, chamois, wild goat, and ibex. However, ox and ibex.
55307.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
უფრო ფასობდა ხარისა და ჯიხვის რქები, რომლებსაც ხშირად ვერცხლისავე ძეწკვი ეკიდა.
Horns were valued more, frequently adorned with a silver chain.
55308.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქართველი მოქეიფე ახალგაზრდების საოცნებო საზრუნავს შეადგენდა კარგი დარახტული ცხენი, ქამარ-ხანჯალი, მორთულ-მოკაზმული ყანწი და ვერცხლის აზარფეშა, რომელიც ხშირად ქამარში ჰქონიათ გარჭობილი.
Georgian young banqueters dreamed of a well-harnessed horse, belt and dagger, ornamented drinking-horn and a silver drinking cup - often stuck in the belt.
55309.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
სასმისებიდან ძლიერ პოპულარული იყო კულა, რომელსაც ხისგან ან გოგრის ტანისგან აკეთებდნენ და ვერცხლით ჭედავდნენ.
Of drinking vessels kula was highly popular; it was of wood or gourd and silver mounted.
55310.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მუზეუმში დაცულია ვერცხლის აზარფეშების დიდი კოლექცია.
A large collection of silver drinking cups is preserved in the Museum.
55311.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ეს არის თასის მსგავსი სასმისი გრძელი სახელურით.
It is a bowl-like cup with a long handle.
55312.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
თასის ცენტრში მბრუნავი პატარა ფიგურა იყო დამაგრებული ირმის ან სხვა ცხოველის ტანის გამოსახულებით, რომელიც ბრუნავდა ღვინის სმის დროს.
A revolving figure was fixed in the centre of the cup, representing the body of a deer or some other animal, which revolved while drinking the wine.
55313.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ტარს ხშირად წარწერები ამკობდა.
The handle was often adorned with inscriptions.
55314.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ძლიერ პოპულარული იყო ყარყარა, ყელდაგრეხილი სამხვრელიანი სურა, მუცელგამობერილი და სადგრით დაბოლოებული.
Very popular was the qarqara – a bent-necked jug with three holes, with bulging-out belly and ending with a support.
55315.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
როგორც წესი, ის ვერცხლისგან მზადდებოდა.
As a rule it was made of silver.
55316.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
უცხოელი მოგზაურები და მისიონერები, რომლებიც მეფე-დიდებულთა ნადიმებს ესწრაფებოდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ქართველები სუფრაზე ოქრო-ვერცხლის სასმისებით სვამდნენ ღვინოს.
Foreign travallers and missionaries attending the banquets of kings and nobles note that wine at table was drunk out of gold or silver vessels.
55317.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
დიდი ნადიმების და ქორწილის დროს წესად იყო „მარნებით“ ღვინის სმა.
At great feasts and weddings it was customary to drink wine out of maranis.
55318.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
„მარანი“ რამდენიმე სასმისით არის შედგენილი, რომელსაც ერთი მილი აქვს ჩასასხმელად, მეორე კი დასალევად.
The marani is made of several cups, with a pipe for pouring wine in, and another for drinking.
55319.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ის მაინც საქორწილო სასმისი ჩანს და ღვინის მსმელთა ჭიდილის დროს გამოჰქონდათ.
It appears to have been a wedding drinking vessel, being brought out at a competition of wine drinkers.
55320.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ვერცხლის საღვინე ჭურჭლის დიდი ნაწილი საკულტო დანიშნულებისაა; სალოცავებისადმია შეწირული.
A large part of silver wine vessels are of cultic design - offered to houses of prayer.