მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55481.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
აჭარაში 26 ჯიშია დაფიქსირებული.
In Achara 26 varieties are recorded.
55482.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
უფრო გავრცელებული ჯიშებია: ხარისთვალა, ცხენისძუძუ, ჩხავერი, ჯინეში, საწური, ჭოდი, შავი ყურძენი, შავშური, ხოფათური, კლარჯული, მწვანე, ბაღის ყურძენი, ბროლა, თეთრი ყურძენი, ხევარდული, მელისკუდა, სორექი, გორგოული.
Of which more widespread are: Kharistvala, Tskhenis dzudzu, Chkhaveri, Jineshi, Satsuri, Chodi, Shavi Qurdzeni, Shavshuri, Khopaturi, Klarjuli, Mtsvane, Bagis qurdzeni, Khevarduli, Meliskuda, Sareki, Gorgouli.
55483.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
შავშეთ-კლარჯეთში გადარჩენილია 26 ვაზის ჯიში, მათგან ცნობილია: ბუტკო, ცხენისძუძუ, შიშველი, საფერავი, ხალთური, ახალაკი, ჯინეში.
In Shavshet-Klarjeti 26 varieties have survived among them famous are: Butko, Tskhenis dzudzu, Shishveli, Saperavi, Khalturi, Akhalaki, Jineshi.
55484.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ზემოთ ჩამოთვლილი ვაზის ჯიშების ჩამონათვალიდან ცხადი ხდება, თუ როგორი მდიდარი საწარმოო ბაზა გააჩნდა საქართველოს მეღვინეობას.
The above list of grape varieties points to the rich production basis of Georgian wine-making.
55485.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ჯიშების რაოდენობა ზოგ რეგიონში ისლამის მოძალების გამოა საგრძნობლად შემცირებული.
The number of varieties appreciably diminished in some areas, owing to the dominance of Islam.
55486.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ყველა კუთხეს ჰქონდა თავმოსაწონი ყურძენიცა და ღვინოც, მაგრამ თავისი მაღალი ხარისხით და პოპულარობით მაინც კახური ღვინო ფასობდა.
Every region had grapes and wine to be proud of, however, Kakhetian wine was prized most for its high quality and popularity.
55487.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
სწორედ კახურმა ღვინომ მოიპოვა პირველი სააზღვარგარეთული აღიარება და საგანგებო ჯილდო პარიზის 1900 წლის საერთაშორისო გამოფენაზე.
It was Kakhetian wine that won first recognition abroad and a special award at the international exhibition in Paris in 1900.
55488.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
კახური ღვინოებიდან კარგად იყო ცნობილი რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინოები.
Of Kakhetian wines best known were those made from Rkaktsiteli and Saperavi grapes.
55489.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ადგილწარმოების მიხედვით კი კარდენახული, გავაზური, მანავის მწვანე, კონდოლური, მუკუზნური, წარაფები და სხვ.
According to localities: Kardenakhi, Gavazi, Manavis mtsvane, Kondoluri, Mukuzani, Tsarapebi, etc.
55490.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
მათთან ერთად განთქმული ქართული ღვინოებიდან შეიძლება დასახელდეს ოჯალეში, ცოლიკოური, ალექსანდროული, ალადასტური, ხიხვი, ატენური, ჩხავერი და სხვ.
Along with these, Ojaleshi, Tsolikauri, Aleksandrouli, Aladasturi, Khikhvi, Atenuri, Chkhaveri, etc. may be named among famous Georgian wines.
55491.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
საუკუნეების განმავლობაში მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გზით არაერთი ვაზის ჯიში გადიოდა საქართველოდან.
Over the centuries many varieties of vine left Georgia through her trade and economic contacts with neighbouring countries.
55492.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ქართული ღვინის ექსპორტიც საკმაოდ მასშტაბური იყო და, ცხადია, ასეთი ურთიერთობა შესაძლოა სახელებშიც იყოს არეკლილი.
The export of Georgian wine too was of a fairly large scale, which found reflection in their names too.
55493.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ეს კარგად ჩანს საქართველოს შიდა რაიონების ვაზის ჯიშების განხილვისას: საფერავი, რქაწითელი, ხიხვი და სხვ. თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება.
This is seen well in reference to the grape varieties of Georgia's inner regions: Saperavi, Rkatsiteli, Khikhvi, etc. occur in almost all regions.
55494.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ეს მომენტი ადგილდასახელების ჯიშებზეც ვრცელდება: არაგვისპირული, გაღმამხრული, გორულა, კასპური, კლარჯული და სხვ.
It is reflected in names as well: Aragvispiruli, Gaghmamkhruli, Gorula, Kaspuri, Klarjuli, etc.
55495.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართლში გავრცელებული ჩინური და კახეთში კარგად ცნობილი შირაზული.
Special attention should be given to the Chinuri variety, spread in Kartli, and the Shirazuli, well-known in Kakheti.
55496.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
ჩინური ალბათ ძნელად მიესადაგება ჩინეთს და იქიდან გადმოსულ ჯიშს, ის უფრო ჩინთან კავშირი მოიაზრება და ჩინებულს უნდა ნიშნავდეს.
Chinuri can hardly stem from China or a variety coming from that country; it must rather denote "excellent", "perfect".
55497.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
რაც შეეხება შირაზულს, ცხადია, ის ირანის ცნობილ ქალაქ შირაზთანაა დაკავშირებული.
As to Shirazuli, it must be linked to Iran's well-known city.
55498.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
შირაზი ქართველებისათვის სევდით არის დასამახსოვრებელი იმ უბედურების გამო, რომელიც აქ 1624 წლის 12 სექტემბერს შაჰ-აბასმა დაატრიალა, როცა წამებით ამოხადა სული ქეთევან დედოფალს.
To Georgians Shiraz is sadly remembered for the tragedy caused there by Shah Abbas on 12 September in 1624, who had Ketevan the Queen tortured to death.
55499.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
იქ, როგორც ჩანს, ქართველებიც ცხოვრობდნენ, 1616-20 წწ-ში კახეთიდან ძალით გადასახლებულნი, რომელთაც სამშობლოდან ვაზიც თან წაუღიათ.
Georgians too appear to have lived in this city: the group deported from Kakheti in 1616-20 took vines with them.
55500.
ვენახი, ღვინო და ქართველები | ჯიშმრავალი ვაზი
შირაზის მიწაზე გახარებული ვაზი სადაურობის მაჩვენებელი ქართული „ულ”-ით გავრცელებულა.
Grown on the soil of Shiraz, the name of the variety spread with the Georgian suffix of provenance "uli".