მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55541.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
საერთოდ დადასტურებულია, რომ სამონასტრო მეურნეობა ყოველთვის მაღალი დონით ხასიათდებოდა, რაც კარგად ჩანს ვარძიის მაგალითითაც.
At all times monastic economy was characterized by a high level, as seen well from the example of Vardzia.
55542.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
დაფიქსირებულია სარწყავი არხი 1,5 კმ.-ის მანძილზე, რომლითაც მონასტრის ვენახები ირწყვებოდა.
A 1.5 km long irrigation canal for the monastery vineyard has been attested.
55543.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
წყალი გვირაბით მიდიოდა სადაყუდებულოდან.
Water flowed through a conduit from the residence of the monks.
55544.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ვარძიის მონასტრის მსახურთ, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ასეული იყო, დიდი ჯაფა ადგათ: დღისით ფიზიკური შრომით, ღამით კი ლოცვითა და საეკლესიო სამსახურით.
The servants of the monastery of Vardzia, counting a few hundreds, were in great travail: manual labour by day, prayers and church service by night.
55545.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს მათი სულიერი მხნეობა და სიმშვიდე იმ დიდებული ფრესკების გვერდით, რომლებიც ამშვენებდნენ ვარძიის მონასტერს.
It is not hard to imagine their spiritual strength and serenity beside the magnificent frescoes adorning the Monastery of Vardzia.
55546.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
კერძოდ აქ იყო მაღალმხატვრულად შესრულებული სახეები გიორგი III-ის, თამარის, რატი სურამელის და წმინდანთა კომპოზიციები.
In particular, here were the images of Giorgi III, Tamar, Rati-Surameli and compositions of saints all executed in high artistic taste.
55547.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ანალოგიური სამონასტრო სამეურნეო ცხოვრება ჩანს სხვა ეკლესია-მონასტრებშიც: გარეჯში, გუდარეხში, გელათში და სხვა.
Analogous monastic-economy life is seen at other churches and monasteries too: Gareja, Gudarekhi, Gelati, etc.
55548.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ძალიან ხშირად მონასტრები შენდებოდა არცთუ სახარბიელო კლიმატური პირობების ადგილებში,
It should be borne in mind that very often than not monasteries were founded at places of rather poor climatic conditions.
55549.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
რის გამოც სამონასტრო მეურნეობის ორგანიზება დიდი სიძნელეების გადალახვის ფასად მიმდინარეობდა.
Owing to which organization of the monastic economy necessitated the surmounting of considerable difficulties.
55550.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ამის თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს გარეჯის ანსამბლში შემავალი ძეგლები.
The monuments of the Gareja ensemble provide a graphic illustration of this.
55551.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ქართველთა სამონასტრო ცხოვრების ადრეული კერები ჩანს საქართველოს ფარგლებს გარეთაც, კერძოდ პალესტინაში.
Early centres of Georgian monastic life are in evidence outside of Georgia too, in Palestine.
55552.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
აქ შეიძლება მოვიხსენიოთ არქეოლოგიური გათხრების წყალობით აღმოჩენილი ქართული მონასტერი ბეთლემის მახლობლად, ბირ-ელ-კუთ-თის მიდამოებში.
Here mention should be made of a Georgian monastery discovered through archaeological excavations in the vicinity of Bir-el-Cutt, near Bethlehem.
55553.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ის არის კვადრატული ფორმის ნაგებობათა კომპლექსი, ეკლესიითა და ეგვტერით, ორივე მოზაიკის იატაკითაა მოპირკეთებული.
It is a complex of square shaped structures, with a church and chapel, both with mosaic floor.
55554.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
იატაკზე ქართული წარწერა, დათარიღებულია მეხუთე საუკუნით.
The floor bears a Georgian inscription, datable to the fifth century.
55555.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ამშენებელია მირვანოს-პეტრე ქართველი.
It was built by Murvanos - Peter the Georgian.
55556.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
მონასტრის გვერდით აგებულია საღვინე და საზეთე.
A wine storage facility and one for storing oil are built near the monastery.
55557.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
აშკარაა, მონასტრის ქართველი ბერები ქართული ტრადიციისამებრ მონასტრის საჭიროებისათვის აწყობდნენ მარანს, რომელიც მთლიანად სამონასტრო კომპლექსში იყო ჩართული.
Obviously, the Georgian monks, following the tradition brought from Georgia, built a wine cellar for the needs of the monastery, which became an inalienable part of the monastic complex.
55558.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთიანი საქართველოს ძლიერების პერიოდში სამეფო კარი დიდ დახმარებას უწევდა როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ მოქმედ მონასტრებს.
It should be noted specially that in the heyday of united Georgia's might the royal court rendered great assistance to monasteries – both local and those functioning abroad.
55559.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
ასეთი ყურადღების გარეშე მათი არსებობა ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.
Without such help their existence would probably be impossible.
55560.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "შენ ხარ ვენახი..."
სამეფო კარი მათ გადასახადებიდანაც ათავისუფლებდა და მთელ რიგ შეღავათებს აძლევდა.
The royal court exempted them from taxes and granted them a number of privileges.