მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55581.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ეს ყოველივე მესამე და მეოთხე საუკუნეებიდან მეღვინეობის განსაკუთრებული განვითარების მიზეზი გახდა, რაც კარგად ჩანს საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებშიც.
All this gave special impetus to the development of viticulture particularly from the third and fourth centuries.
55582.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ქალაქის ტერიტორიაზედაც კი, სადაც მჭიდრო დასახლების გამო ტერიტორიული გაჭირვებაა, მარნებისათვის მაინც საკმაოდ ვრცელი ადგილებია გამოყოფილი.
Even in the city area where land was always scarce owing to dense settlement, fairly vast areas seem to have been allotted for wine cellars.
55583.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
პირველ რიგში შეიძლება დავასახელოთ ურბნისის ნაქალაქარი, რომელიც ერთ-ერთი ძველი ქართული ქალაქის ნაადგილარია, წარმოდგენილი ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის ძეგლებით.
In the first place we can name the Urbnisi city site the location of one ancient Georgian city with Classical and early Christian remains in evidence.
55584.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
აქ მარანი ჩანს ახ.წ.-ის პირველი საუკუნეებიდან, წარმართული ტაძრის მახლობლობაში, რომელსაც მემკვიდრეობით ქრისტიანული ტაძარი დაპატრონებია.
A wine cellar here seems to have existed from the opening centuries of the new era, in the neighbourhood of a pagan temple, the latter being taken over by a Christian church.
55585.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ამ დროიდან ის უფრო ვრცელია და მაშტაბური.
From this time, it became vaster and larger in scale.
55586.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
მთლიანად ნაქალაქარში რამდენიმე მარანია დადასტურებული.
Several wine cellars are recorded on the entire city site.
55587.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
სხვათა შორის, მარნისა და ტაძრის ურთიერთობა უძველესი ხანიდან ჩანს, გამოკვეთილად კი ძვ.წ.-ის V-IV საუკუნეებიდან.
The relationship of the wine cellar and the church is seen from the earliest time, becoming more pronounced from the fifth-fourth centuries B.C.
55588.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ღვინო კულტმსახურების ერთ-ერთი კომპონენტი იყო და თუ უძველეს ძეგლებში მხოლოდ ღვინის ჭურჭელს ვხვდებით.
Wine was one of the components of cult and whereas the oldest remains feature only a wine vessel.
55589.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
V-IV ს-დან უკვე გამართული მარნები გვაქვს რიცხვმრავალი ქვევრებით.
In the fifth-sixth centuries we have well-appointed wine cellars with numerous wine jars.
55590.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ციხია-გორის ტაძართან არსებულ მარანში 54 დიდ-პატარა ქვევრია დადასტურებული.
The wine cellar near the Tsikhiagora church counted 54 large and small wine jars.
55591.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
ახ.წ.-ის მეოთხე საუკუნიდან მარნები თითქმის ყველა ნაქალაქარზე ჩანს.
From the fourth century A.D. wine cellars are in evidence on almost all city sites.
55592.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ნეკრესის მარანი.
Special mention should be made of the Nekresi wine cellar.
55593.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
მას საკმაოდ დიდი სივრცე ეკავა: 200 კვ.მ.-ის მკვრივად ნაგები დარბაზი, რომელიც ადრე სასახლეს წარმოადგენდა, IV ს.-ში კი მარნად გადაუკეთებიათ.
Occupying a fairly large space: a solidly built hall of 200 sq.m, which had earlier been a palace, was converted into a wine cellar in the fourth century.
55594.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
კედლების გასწვრივ ქვით ნაშენი ხუთი საწნახელი იყო მოწყობილი, სადაც ერთბაშად ათიოდე ტონა ყურძნის დაწურვა იქნებოდა შესაძლებელი.
Five wine-presses were built of stone along the walls, with the probable capacity of pressing up to ten tons of grapes at one time.
55595.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
სამწუხაროდ, ქვევრების დიდი ნაწილი ქალაქის განადგურების შედეგად მოისპო, ნაწილიც ამოუღიათ და წაუღიათ, ადგილზე ათიოდე დამტვრეული ქვევრიღაა შემორჩენილი.
Unfortunately a large part of the jars was destroyed as the result of the destruction of the city, some were dug out and taken away, up to a dozen broken jars have survived.
55596.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
სხვათა შორის, ნეკრესშიც ისეთივე სურათია.
Incidentally, in Nekresi the picture appears to have been similar.
55597.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
მეოთხე საუკუნემდე აქაც ყოფილა ქვევრები, ერთ მათგანზე საინტერესო ქართული წარწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი, რომლითაც ირკვევა, რომ ქვევრი მითრას სახელზე ყოფილა ჩადგმული.
Wine jars had been here before the fourth century too; on one jar a Georgian inscription has survived, pointing to it having been buried in the name of Mithra.
55598.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
აღნიშნული პერიოდიდან ქვევრების სიუხვეს თან ახლავს საღვინე ჭურჭლის მრავალფეროვნება.
From this period, the abundance of wine jars is accompanied by a diversity of wine vessels.
55599.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
პირველ ყოვლისა შეიძლება გამოვყოთ პატარა ზომის ხელადები, ჭინჭილები, რომლებიც კარგად დამუშავებული თიხისგანაა დამზადებული და პრიალა ან წითლად შეღებილი ზედაპირით გამოირჩევა.
In the first place we may mention small jugs, chinchilas or made of well-treated clay, with the surface polished or painted red.
55600.
ვენახი, ღვინო და ქართველები | "მე ვარ ვენახი..."
აღმოჩენილია სხვა საღვინე ჭურჭელიც, მაგალითად, ქვევრიდან ღვინის ამოსაღები თიხის ქილები.
Other wine vessels have also been found, e.g. clay jars for drawing wine from the wine jar.