მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559761.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს დასკვნა ნამარხი სპორებისა და მცენარეების სხვა ტიპის ნამარხების კვლევას ეფუძნება.
This conclusion is based on evidence from fossil spores and other types of fossilized plant material.
559762.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუმცა, ზოგი კოლეგა თვლის, რომ მცენარეები ხმელეთზე უკვე შუა კემბრიუმში ანუ 500 მილიონი წლის წინათ არსებობდნენ. ამას ნამარხი სპორების კვლევის საფუძველზე ასკვნიან.
However, some of my colleagues have found fossil spores that they believe to have originated from land plants that lived as far back as 500 million years ago, in the mid-Cambrian period.
559763.
ბიოლოგია | თავი XXVI
თქვენი აზრით რომელი თანამედროვე მცენარეები უფრო ჰგვანან ხმელეთის უძველეს მცენარეებს?
Which living plants do think are most similar to the earliest land plants?
559764.
ბიოლოგია | თავი XXVI
მოლეკულური მონაცემებით დასტურდება, რომ ხავსები (bryophyta): ღვიძლის ხავსი, რქაფოთოლა და ხავსები მცენარეების სამეფოს უძველესი შტოებია.
The molecular evidence indicates that the bryophytes-liverworts, hornworts, and mosses are the oldest branches of the plant kingdom.
559765.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუმცა ვიცით, რომ ხავსებს აქვს სპორები და სხვა რეზისტენტული (მდგრადი) მასალა.
However, I knew that bryophytes produced spores and suspected that they produced other resistant materials as well.
559766.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენ იმ იდეის შემოწმება გვინდოდა, რომ ხავსებსაც შეეძლოთ ნამარხების დატოვება.
So, we wanted to test the idea that bryophytes have materials that could fossilize.
559767.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ შეამოწმეთ ეს იდეა?
How did you do that?
559768.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენ გამოვიყენეთ მეთოდიკა, რომლის მეშვეობით დაშლის ეფექტის იმიტირება ვცადეთ. ასეთი დაშლა მცენარეს სიკვდილის და წყალში ჩავარდნის შემდეგ ხდება. მიკრობების მოქმედების შედეგად წყალში მცენარე ნაწილობრივ იშლება.
We used two techniques to try to mimic the effects of degradation that would occur when a plant dies and falls into a water body and becomes partially degraded by microbial action.
559769.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცოცხალი ხავსები პირველ რიგში ექსტრემალური მეთოდით დავამუშავეთ, რომელიც აცეტოლიზის სახელით ცნობილია. ამ დროს გამოსაკვლევ მასალაზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ძლიერი მჟავებით მოქმედებენ.
First, we treated living bryophyte material with an extreme technique known as acetolysis that combines high heat with strong acids.
559770.
ბიოლოგია | თავი XXVI
იგივე მეთოდს პალეობიოლოგებიც მიმართავენ როცა დანალექი ქანებიდან სპორებს ექსტრაგირებენ.
This is the same technique that the paleobotanists use to extract spores from rocks.
559771.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად ის მცენარეული მასალა, რომელიც ასეთ დამუშავებას გადაურჩება, ნამარხებშიც უნდა იყოს.
We hypothesized that any plant material that would survive such an extreme treatment was fossilizable and should appear in a fossil record.
559772.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი ჩვენი კოლეგა თვლიდა, რომ ამ დამუშავებით ჩვენ თვითონ ვქმნით რეზისტენტულ მასალას.
Some of our colleagues argued that we might actually be generating resistant materials by such extreme treatment.
559773.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამიტომ ჩვენ ამ მეთოდში ლპობის ფაქტორი ჩავრთეთ.
So we added rotting techniques to our repertoire.
559774.
ბიოლოგია | თავი XXVI
თვეების განმავლობაში ხავსის ცოცხალი მასალა სველ ნიადაგში დავტოვეთ. შემდეგ ამოვიღეთ და ვნახეთ, დარჩა იქ რამე, თუ არა.
We would leave our living bryophyte material in moist soil for months, and then retrieve the material and see what was left.
559775.
ბიოლოგია | თავი XXVI
აღმოჩნდა, რომ იმავე ტიპის რეზისტენტულმა ბიოლოგიური მასალამ, რომელმაც აცეტოლიზს გაუძლო, ლპობის უფრო ნაზ პროცესსაც გადაურჩა.
Amazingly, the same types of resistant bryophyte materials that stood up to acetolysis also survived the more gentle process of rotting.
559776.
ბიოლოგია | თავი XXVI
ის ნაწილები, რომლებიც ლპობასაც და აცეტოლიზსაც გადაურჩნენ, ძველი განამარხებული ორგანიზმების ფრაგმენტების მსგავსად გამოიყურებოდნენ. ადამიანი ერთი შეხედვით ვერ ცნობდა, რომ ოდესღაც ეს ფრაგმენტი მცენარე იყო.
And amazingly, those bits and pieces that survived rotting and acetolysis looked like some scrappy fossils of very ancient origin that people simply didn't recognize as being plant material.
559777.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ორგანიზმების ფრაგმენტებიდან არის თუ არა რომელიმე უფრო ძველი, ვიდრე ჭურჭლოვანი მცენარეები?
And some of those fossil fragments are older than vascular plants?
559778.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს ფრაგმენტები სპორებისგან, მილისმაგვარი სტრუქტურებიდან და უჯრედის ნაწილებისგან შედგება. აღმოჩნდა, რომ ისინი გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ჭურჭლოვანი მცენარეების ნარჩენები.
Those scrappy fossils consisting of spores, tubelike structures, and bits of cellular sheets were much older than the vascular plant fossils.
559779.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენ გვინდოდა დამტკიცება, რომ ხავსების მსგავსი მცენარეები ჭურჭლოვანი მცენარეების წარმოშობამდე გაცილებით ადრე არსებობდნენ. იმავეს მოწმობს მოლეკულური მონაცემებიც.
So we think that our work helps cement the idea that bryophyte-like plants were indeed present prior to the origin of vascular plants, as is supported by the molecular data.
559780.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ შეიცვალა ბიოსფერო ხმელეთზე უძველესი მცენარეების გავრცელების შედეგად?
How did the spread of these early land plants change the biosphere?