მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559821.
ბიოლოგია | თავი XXVI
მე ვფიქრობ, რომ დამწყები ბიოლოგებისთვის მნიშვნელოვანია ინტეგრირებული (რთული) აზროვნების ჩამოყალიბება. მათ უნდა ისწავლონ იერარქიული დონეების დაკავშირება.
I think that what I can contribute to beginning biologists is an appreciation for integrative thinking and thinking across hierarchical levels.
559822.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩემ კლასებში ვცდილობ ავხსნა, რომ ბიოლოგია არ არის დაყოფილი ცალკეულ “ოთახებად”. ყოველი თემა სხვა თემასთან დაკავშირებულია. მათი ერთმანეთისგან განცალკევება სრულყოფილ განათლებას არ მოგვცემს.
So in my classes, I try to point out that biological knowledge is not compartmented, but rather each topic is linked very tightly to other areas of biological inquiry.
559823.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვცდილობ პირველი კურსის სტუდენტების დაინტერესებას გლობალური თემებით და მნიშვნელოვან პრობლემებზე პასუხებით, თუნდაც მათზე პასუხის გაცემა ერთი ექსპერიმენტის ან ექსპერიმენტების ერთი სერიის შედეგად შეუძლებელი იყოს.
I also encourage first-year students to think about large issues and big questions-even if those big questions can't be answered by the application of a single experiment or a single set of observations.
559824.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩემი კვლევის სფეროში - მცენარეთა წარმოშობაში, უამრავი შეკითხვა არსებობს. უამრავი კითხვა უფრო გლობალურ თემაზე, სიცოცხლის წარმოშობაზე იბადება. მრავალი ადამიანი თვლის, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. ჩვენ ხომ ამ შემთხვევაში არ შეგვიძლია პირდაპირი დაკვირვება.
There are many questions in my personal research area, the origin of plants and extending back into the origin of life, that seem to some people to be unanswerable because they occurred so long ago that we can't perform direct observations.
559825.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ მე უნდა წავახალისო სტუდენტები, რომ ამ კითხვებზე პასუხი დედუქციისა და ინტეგრირებული აზროვნების მეშვეობით ცადონ.
But I would encourage students to expect that we can answer such questions by deduction and integrative thinking.
559826.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბიოლოგიის არსის ჩაწვდომას უფრო ფართო აზროვნება და სისტემების ცალკეულ დეტალებზე ნაკლები ფოკუსირება სჭირდება.
Thinking large and not focusing too much on the details of particular systems will prove useful in understanding all of biology.
559827.
ბიოლოგია | თავი XXVI
სიცოცხლის ხე.
The Tree of Life.
559828.
ბიოლოგია | თავი XXVI
შესავალი ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში.
An Introduction to Biological Diversity.
559829.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცვალებადი სიცოცხლე ცვალებად დედამიწაზე.
Changing Life on a Changing Earth.
559830.
ბიოლოგია | თავი XXVI
სიცოცხლე განუწყვეტელი პროცესია. ის დაიწყო პირველი ორგანიზმების წარმოქმნით და დღემდე გრძელდება. ამჟამად დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა არსებობს.
Life is a continuum extending from the earliest organisms to the great variety of species that exist today.
559831.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ნაწილში განვიხილავთ სიცოცხლის მრავალფეროვნებას და ევოლუციას.
In this unit, we will survey the diversity of life and trace the evolution of this diversity.
559832.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ წიგნში განხილული მრავალი თემიდან ერთ-ერთი მთავარია ორგანიზმებისა და მათი საარსებო გარემოს ურთიერთქმედება.
One of this book's themes is the interaction between organisms and their environments.
559833.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ თავში გავეცნობით ბიოლოგიურ ისტორიასა და გეოლოგიურ ისტორიას შორის კავშირს.
Throughout this unit, we will see examples of the connection between biological history and geologic history.
559834.
ბიოლოგია | თავი XXVI
გეოლოგიური მოვლენები გარემოზე ძლიერ მოქმედებს და ბიოლოგიური ევოლუციის მიმართულებასაც ცვლის.
Geologic events that alter environments change the course of biological evolution.
559835.
ბიოლოგია | თავი XXVI
როცა დიდი ტბა რამდენიმე მცირე ზომის ტბად იყოფა, დიდ ტბაში მობინადრე სახეობების პოპულაციები იზოლაციაში ხვდებიან და ახალ სახეობებს აძლევენ დასაბამს.
When a large lake subsides and forms several small lakes, for instance, some populations of organisms in the lakes become isolated and may evolve into different species.
559836.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამავე დროს ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმოქმედების შედეგად საკუთრივ პლანეტაც იცვლება.
Conversely, living things change the planet they inhabit.
559837.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, ფოტოსინთეზის უნარის მქონე ორგანიზმების ანუ იმ ორგანიზმების ევოლუციამ, რომლებიც ჰაერში ჟანგბადს გამოყოფენ, დედამიწის ატმოსფეროს შემადგენლობა განსაზღვრა.
For example, the evolution of photosynthetic organisms that released oxygen into the air had a dramatic impact on Earth's atmosphere.
559838.
ბიოლოგია | თავი XXVI
26.1 სურათზე გამოსახულია ორგანიზმები, რომლებიც ქვების მსგავსს სქელ მასას ქმნიდნენ. მათ შორის ალბათ პროკარიოტებიც იყვნენ.
The first of these organisms included prokaryotes similar to those in the dense mats that resemble stepping stones in Figure 26.1.
559839.
ბიოლოგია | თავი XXVI
ლინდა გრეჰემის ინტერვიუში ნახსენებია, რომ მცენარეების ხმელეთზე გამოსვლის შედეგად პირობები დედამიწაზე ისევ მკვეთრად შეიცვალა.
Another example of life changing Earth occurred when plants moved onto land, as Linda Graham explained in the interview.
559840.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ნაწილის თავებში განხილულია ევოლუციის ის მომენტები, რომლებსაც ბიოლოგიური მრავალფეროვნების ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
The chapters in this unit also emphasize key junctures in evolution that have punctuated the history of biological diversity.