მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559781.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველ რიგში მათი დახმარებით ადრეული ნიადაგი წარმოიქმნა.
First, they helped produce early soils.
559782.
ბიოლოგია | თავი XXVI
უძველესი მცენარეების შემადგენელ ზოგ ორგანულ მასალას მიკრობები არ შლიდა. იგივე ჩვენს ცდაშიც მოხდა.
Even the earliest plants had some organic materials that weren't easily degraded by microbes.
559783.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს დაუშლელი მასალა ნიადაგში ორგანულ ფენას ქმნიდა.
So these materials built up as an organic layer in the soil.
559784.
ბიოლოგია | თავი XXVI
მეორე, ფოტოსინთეზის შედეგად ნახშირბადის ორჟანგი რეზისტენტულ ორგანულ მასალად გადაიქცეოდა. ამას მოჰყვა ატმოსფეროში CO2- ის რაოდენობის შემცირება.
Second, by this photosynthetic conversion of carbon dioxide to resistant organic materials, early plants began to lower the amount of CO2 in the atmosphere.
559785.
ბიოლოგია | თავი XXVI
ატმოსფეროში CO2-ის შემცირების ტენდენციამ კულმინაციას ქვანახშირის პერიოდის განმავლობაში მიაღწია, როცა უძველესი ხეები ნახშირის საბადოებს ქმნიდნენ. ეს პერიოდი CO2-ის ყველაზე მცირე რაოდენობით ხასიათდება.
That started a trend that culminated in the lowest historic CO2 level as a result of the early woody plants of the coal swamps during the Carboniferous period.
559786.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამავე დროს, უძველესი მცენარეები ასინთეზებდნენ ორგანულ მჟავებს და ნიადაგიდან ფოსფატებს ათავისუფლებდნენ. ამის შედეგად ზღვისა და მტკნარი წყლის ეკოსისტემებში ალბათ გაიზარდა ფოტოსინთეზის უნარის მქონე მიკროორგანიზმების რაოდენობა.
In addition, by producing organic acids, early plants probably released phosphate from the soil, and the runoff of phosphate would have stimulated growth of photosynthetic microorganisms in marine and fresh water ecosystems.
559787.
ბიოლოგია | თავი XXVI
საბოლოოდ ხმელეთის უძველესმა მცენარეებმა ხმელეთის ეკოსისტემა შექმნეს, რომელიც საკმარისს ორგანულ პროდუქტს ქმნიდა. ასე რომ, ხმელეთის უძველეს ცხოველებს საკვების დეფიციტი არ ჰქონდათ.
Finally, early land plants established terrestrial ecosystems that eventually had sufficient organic productivity to support early land animals through food chains.
559788.
ბიოლოგია | თავი XXVI
თქვენ სწავლობთ ხმელეთის მცენარეების წარმოშობას. ამავე დროს ტორფის ჭაობების ეკოლოგიასაც იკვლევთ.
In addition to your interest in the origin of land plants, you also study the ecology of peat bogs.
559789.
ბიოლოგია | თავი XXVI
რას წარმოადგენს ტორფის ჭაობი და რატომაა ის მნიშვნელოვანი?
What are peat bogs, and why are they important?
559790.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტორფის ჭაობი დაჭაობებული ტერიტორიაა, რომელზეც დომინანტი მცენარე სფაგნუმია, ანუ “ტორფის ხავსი”.
Peat bogs are wetlands in which the dominant plant is Sphagnum, or "peat moss."
559791.
ბიოლოგია | თავი XXVI
სფაგნუმი ძალიან მნიშვნელოვანი ხავსია, ვინაიდან ის ეკოლოგიური ინჟინერია.
This is a particularly important moss because it is an ecological engineer.
559792.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტორფის ჭაობების სფაგნუმი ატმოსფეროდან დიდი რაოდენობის CO2-ს აბსორბირებს და ორგანული ნივთიერების სახით ინახავს. ამ ნივთიერებას მიკროორგანიზმები რთულად შლიან. იგივე ეხება უძველესი ხავსების ორგანულ ნივთიერებას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
The Sphagnum of peat bogs absorbs massive amounts of CO2 from the atmosphere and stores it in organic materials that are not easily broken down by microorganisms-much like the early bryophytes we just talked about.
559793.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტორფიანი ჭაობები მრავლადაა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ჩრდილოეთი რეგიონები ნაკლებად დასახლებულია, ამიტომ მრავალ ადამიანს არა აქვს წარმოდგენა ტორფის ჭაობების რაოდენობის შესახებ.
Peat bogs are very extensive across the Northern Hemisphere-far more than most people realize because the bogs are located in northern regions that are not heavily populated.
559794.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩრდილოეთი ამერიკის, ევროპისა და აზიის საკმაოდ დიდი ფართობი ტორფის დიდი ჭაობებით დაფარულია. აქ ნახშირბადის უზარმაზარი მარაგი ინახება.
Very large areas of North America, Europe, and Asia are covered by vast peat lands that store an enormous amount of carbon.
559795.
ბიოლოგია | თავი XXVI
ატმოსფერული CO2-ის რაოდენობის რეგულაციისას (რომელსაც ასევე სათბურის გაზს ეძახიან) ტორფის ჭაობები გლობალური თერმოსტატების როლს ასრულებენ.
By helping to regulate atmospheric CO2, which is a greenhouse gas, peat bogs function as a global thermostat.
559796.
ბიოლოგია | თავი XXVI
კლიმატის რეგულირებაში ხავსი გვეხმარება.
The moss helps stabilize the climate.
559797.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუ ტემპერატურა ოდნავ მაღლა იწევს, ხავსი იზრდება და ატმოსფეროდან მეტ CO2-ს შთანთქავს. ამის შედეგად პლანეტა ცივდება.
If the temperature rises just a little bit, then that will facilitate moss growth, which will pull more CO2 out of the atmosphere and help cool the planet.
559798.
ბიოლოგია | თავი XXVI
აცივებისას ხავსი ნელა იზრდება და მიკრობული დეჰიდრატაციის შედეგად მეტი CO2 თავისუფლება. ამიტომ კლიმატი უფრო თბილი ხდება.
If it gets too cool, the moss won't grow as much, and there is a net release of CO, due to microbial degradation, which helps to warm the climate.
559799.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასე რომ, ჩვენ ტორფის დიდ ჭაობებს უნდა ვუმადლოდეთ. ისინი ჩვენი პლანეტის თერმოსტატის ფუნქციას ასრულებენ.
So, we should be thankful for the vast peat lands that perform this thermostat function for our planet.
559800.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ უვლის ადამიანი ტორფის ჭაობების ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას?
And how are we treating this important peat bog ecosystem?