მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559841.
ბიოლოგია | თავი XXVI
გეოლოგიურ და ბიოლოგიურ ისტორიაში ხდებოდა რევოლუციური ცვლილებები, რომლებიც სიცოცხლის განვითარებას ახალი გზებით წარმართავდნენ.
Geologic history and biological history have been episodic, marked by what were in essence revolutions that opened many new ways of life.
559842.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნებისმიერი ისტორიული დისციპლინა არ არის ზუსტი მეცნიერება. ის დამოკიდებულია თვალსაჩინო მასალაზე, მისი შენახვის ხარისხზე და წარსული მოვლენების ინტერპრეტაციაზე.
Historical study of any sort is an inexact discipline that depends on the preservation, reliability, and interpretation of past records.
559843.
ბიოლოგია | თავი XXVI
რაც უფრო ღრმად წარსულში ვიხედებით, მით ნაკლებად მისაწვდომია ნამარხები, რომლებიც ჩვენთვის ერთადერთი თვალსაჩინო მასალაა.
The fossil record of past life is generally less and less complete the farther into the past we delve.
559844.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამავე დროს, თანამედროვე ორგანიზმის მოლეკულების აგებულებაში, ნივთიერებათა ცვლის ფორმასა და ანატომიაში ევოლუციური ისტორიის ნაკვალევის პოვნა შეიძლება.
However, each organism alive today carries traces of its evolutionary history in its molecules, metabolism, and anatomy.
559845.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ შორეული წარსულის ევოლუციური მოვლენების უმეტესობა ბურუსით მოცული რჩება.
Still, the evolutionary episodes of greatest antiquity are generally the most obscure.
559846.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ თავს სიცოცხლის წარმოშობის განხილვით ვიწყებთ.
We will begin this chapter by discussing the origin of life.
559847.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბოლოს ვისაუბრებთ ბიოლოგების მიერ სიცოცხლის ხეების აგების ხერხებზე. ეს შესავალია 27-34 თავებში განხილულ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაში.
Finally, we will consider how biologists now understand the tree of life, a prelude to the survey of biological diversity presented in Chapters 27-34.
559848.
ბიოლოგია | თავი XXVI
ადრეულ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენისთვის ხელსაყრელი პირობები იყო.
Conditions on early Earth made the origin of life possible.
559849.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ სქემაში ბევრი დაუზუსტებელი მომენტია, მაგრამ შესაძლებელია ამ ჰიპოთეზის ლაბორატორიაში შემოწმება.
This scenario has many uncertainties, but it does lead to predictions that can be tested in the laboratory.
559850.
ბიოლოგია | თავი XXVI
აქ განვიხილავთ ამ ოთხი პუნქტის შესახებ არსებულ ზოგიერთ მოსაზრებას.
In this section, we will examine some of the evidence for each of these four stages.
559851.
ბიოლოგია | თავი XXVI
ორგანული კომპონენტების სინთეზი ადრეულ დედამიწაზე.
Synthesis of Organic Compounds on Early Earth.
559852.
ბიოლოგია | თავი XXVI
მზის სისტემაში შემავალი პლანეტების, მათ შორის დედამიწის ფორმირება დაახლოებით 4,6 მილიარდი წლის წინ მოხდა. ეს იყო ახალგაზრდა მზის ირგვლივ არსებული მტვრის უზარმაზარი ღრუბლისა და ნამსხვრევების კონდენსირების შედეგი.
Earth and the other planets of the solar system formed about 4.6 billion years ago, condensing from a vast cloud of dust and rocks that surrounded the young sun.
559853.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში დედამიწაზე სიცოცხლე ალბათ ვერ გაჩნდებოდა, ვინაიდან პლანეტაზე ქვებისა და ყინულის უზარმაზარი ლოდები ცვიოდა, რომლებიც მზის სისტემის ფორმირების შემდეგ სივრცეში დარჩა.
It is unlikely that life could have originated or survived on Earth for the first few hundred million years because the planet was still being bombarded by huge chunks of rock and ice left over from the formation of the solar system.
559854.
ბიოლოგია | თავი XXVI
შეჯახებებს თან სდევდა სითბოს უზარმაზარი რაოდენობის გამოყოფა, რაც მთელი წყლის აორთქლებას იწვევდა. ამიტომ ზღვები ვერ წარმოიქმნებოდა. ეს ფაზა დაახლოებით 3,9 მილიარდი წლის წინათ დამთავრდა.
The collisions generated enough heat to vaporize all the available water and prevent seas from forming, a phase that likely ended about 3.9 billion years ago.
559855.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის კლდეებიდან უძველესია გრენლანდიის, ისუას მხარის კლდეები, რომელთა ასაკი 3,8 მილიარდი წელია.
The oldest known rocks on Earth's surface, located at a site called Issua in Greenland, are 3.8 billion years old.
559856.
ბიოლოგია | თავი XXVI
მათი ასაკი დადგენილია ქიმიური დათარიღების მეშვეობით. შეიძლება ამ დროს დედამიწაზე სიცოცხლე უკვე არსებობდა, მაგრამ ამას ვერ დავასაბუთებთ, რადგან ამ ასაკის ნამარხები არ არის აღმოჩენილი.
Although certain chemical data from these rocks suggest that life may have existed then, this evidence is open to different interpretations, and no one has yet found fossils that old.
559857.
ბიოლოგია | თავი XXVI
ქვის უზარმაზარი ლოდებითა და ყინულით დედამიწის „დაბომბვა“თანდათან შენელდა. მაგრამ პლანეტაზე არსებული პირობები დღევანდელი პირობებისგან ძალიან განსხვავდებოდა.
As the bombardment of early Earth slowed, conditions on the planet were extremely different from those of today.
559858.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველადი ატმოსფერო ალბათ წყლის ორთქლით იყო გაჯერებული. მის შემადგენლობაში კიდევ სხვადასხვა ნივთიერებები შედიოდა, რომლებიც ატმოსფეროში ვულკანური ამოფრქვევების შედეგად მოხვდა. მათ შორის აზოტია და მისი მჟავები, ნახშირორჟანგი, მეთანი, ამონიუმი, წყალბადი და წყალბადის სულფიდები.
The first atmosphere was probably thick with water vapor, along with various compounds released by volcanic eruptions, including nitrogen and its oxides, carbon dioxide, methane, ammonia, hydrogen, and hydrogen sulfide.
559859.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის გაციებასთან ერთად წყლის ორთქლის კონდენსირდებოდა ოკეანეებში, წყალბადის ჭარბი რაოდენობა კი გარემოში იფანტებოდა.
As Earth cooled, the water vapor condensed into oceans, and much of the hydrogen quickly escaped into space.
559860.
ბიოლოგია | თავი XXVI
1920 წელს რუსმა ქიმიკოსმა ი. ოპარინმა და ბრიტანელმა მეცნიერმა ჟ. შ. ჰელდენმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წამოაყენეს იდეა, რომ დედამიწის პირველადი ატმოსფერო აღდგენითი (ჭარბი ელექტრონების შემცველი) გარემო იყო, რომელშიც მარტივი მოლეკულებიდან ორგანული კომპონენტების ფორმირება ხდებოდა.
In the 1920s, Russian chemist A. I. Oparin and British scientist J. B. S. Haldane independently postulated that Earth's early atmosphere had been a reducing (electron-adding) environment, in which organic compounds could have formed from simple molecules.