მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559801.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეკოლოგები, რომლებიც ტორფის ჭაობებს სწავლობენ, წუხან, რომ მათ მაღაროების მშენებლობა (სამთო საქმიანობა) და სოფლის მეურნეობა ანადგურებს. მაგალითად შტოშის წარმოება.
Ecologists who study peat bogs are concerned about the disruption of peat bogs for mining or for agricultural uses such as cranberry production.
559802.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტორფის ჭაობების არეალის შემცირება ხელს უწყობს გლობალური დათბობის ეფექტის მოახლოებას. ტორფის ჭაობები ძალიან დიდ როლს თამაშობს კლიმატის რეგულაციაში.
By reducing the area of peat bogs, which play such an important role in regulating climate, we may be accelerating global warming.
559803.
ბიოლოგია | თავი XXVI
დოქტორ გრეჰემ, როგორ დაიწყეთ სამეცნიერო მოღვაწეობა? რატომ დაინტერესდით მცენარეებით?
How did you get started in science, Dr. Graham, and how did that interest turn to plants?
559804.
ბიოლოგია | თავი XXVI
დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სკოლებში რამდენიმე არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა. მათ განავითარეს ჩემში მეცნიერების ინტერესი.
I had some wonderful schoolteachers when I was in elementary school, middle school, and high school-teachers who stimulated my interest in science.
559805.
ბიოლოგია | თავი XXVI
კერძოდ, ჩემი ქიმიის მასწავლებელი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია.
In particular, I had a female chemistry teacher who was a wonderful role model.
559806.
ბიოლოგია | თავი XXVI
ის განათლებული და თვითდაჯერებული ადამიანია. მის გაკვეთილებზე ვიფიქრე, რომ მეც შემიძლია მეცნიერი გავხდე.
She was intelligent and confident, and I got the idea from being in her class that I could be a scientist too.
559807.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიკროსკოპი ყოველთვის მიზიდავდა და შინაგანი სტრუქტურების საოცრებას კარგად აღვიქვამდი.
I have always been attracted to microscopes and being able to see the wonders of intricate structures.
559808.
ბიოლოგია | თავი XXVI
მცენარეების შინაგანი აგებულება ძალიან საინტერესოა. მათი ნათესავები, წყალმცენარეები, მიკროსკოპში ასევე ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.
Plants have very interesting internal organization, and their relatives, the algae, are also very beautiful under a microscope.
559809.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასე რომ, მიკროსკოპული აგებულებით გატაცებამ გამოიწვია ინტერესი მცენარეების მიმართაც.
So, my specific interest in plants mainly came from my fascination with microscopic structure.
559810.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ მოხდა, რომ ეს გატაცება გადაიზარდა ინტერესში ხმელეთის მცენარეების წარმოშობის მიმართ?
And how did that fascination become focused on the origin of land plants?
559811.
ბიოლოგია | თავი XXVI
გადამწყვეტი მომენტი ბოტანიკის ბოლო გამოცდისთვის სამზადისი იყო. მაშინ წმინდა ლუისის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი) ბაკალავრი ვიყავი.
That was a pivotal event that occurred while studying for a botany final exam when I was an undergraduate at Washington University in St. Louis.
559812.
ბიოლოგია | თავი XXVI
გამოცდის ერთ-ერთი საკითხი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი იყო. ამ სასიცოცხლო ციკლში მრავალუჯრედიანი ჰაპლოიდი და დიპლოიდი თაობები მონაცვლეობს.
One of the topics on the exam was the life cycles of plants, which have an alternation of multicellular haploid and diploid generations.
559813.
ბიოლოგია | თავი XXVI
რატომ ფიქრობთ, რომ ბაკალავრიატის სტუდენტი ბიოლოგისთვის პირველ წელსვე მნიშვნელოვანია სიცოცხლის მრავალფეროვნების, მათ შორის მცენარეების მრავალფეროვნების შესწავლა მაშინაც, თუ სტუდენტი მომავალში უჯრედულ ან მოლეკულურ ბიოლოგიაში სპეციალიზაციას, ან სამედიცინო სკოლაში გადასვლას აპირებს?
Why do you think it's important for first-year biology students to learn about the diversity of life, including plants, even if they plan to specialize in cellular or molecular biology or plan to go to medical school?
559814.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვისკონსინის უნივერსიტეტის კურიკულუმში ბიოლოგიური მრავალფეროვნების კურსის ჩართვის პირველი მიზეზია ის, რომ ეს შეიძლება სტუდენტი ბიოლოგისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ განათლების მიღების პერიოდში ორგანიზმების მრავალფეროვნებას გაეცნოს.
One reason we include biological diversity in our curriculum here at the University of Wisconsin is that we recognize that this may be the only point in the education of biology students that they will be exposed to the variety of organisms.
559815.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩვენ გვესმის, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცოდნა ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბიოლოგიური მრავალფეროვნება ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს.
And we recognize that biological diversity is important to all citizens because of its impact on human health.
559816.
ბიოლოგია | თავი XXVI
როცა სტუდენტები პროკარიოტებს, უმარტივესებს, მცენარეებს, სოკოებსა და ცხოველებს, მათ შორის უხერხემლოებს ეცნობიან, ისინი ამ მრავალფეროვანი ორგანიზმების ეკოსისტემაზე გავლენას ხვდებიან.
As students learn about prokaryotes, protists, plants, fungi, and animals, including invertebrates, they begin to see how these diverse organisms perform essential roles in ecosystems.
559817.
ბიოლოგია | თავი XXVI
და საბოლოოდ: ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ეკოსისტემის ჯანმრთელობაზე, რომელიც ადამიანს სხვადასხვა რესურსებით ამარაგებს. მაგალითად, სუფთა წყალით და სუფთა ჰაერით.
And ultimately, our own health depends on the health of these ecosystems, which sustain humans with such services as clean water and clean air.
559818.
ბიოლოგია | თავი XXVI
რომელ თემებს ანიჭებთ უპირატესობას პირველი კურსის განმავლობაში?
What other main points do you emphasize in your first-year courses?
559819.
ბიოლოგია | თავი XXVI
მე ვფიქრობ, რომ ბიოლოგიაში ყველაზე საინტერესოა სხვადასხვა იერარქიულ მიდგომას შორის კავშირი.
I think that one of the most interesting aspects of biology is the linkage that occurs between the different hierarchical approaches.
559820.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, მოლეკულური პროცესებისა და აგებულების გაცნობა ბევრს გვეუბნება ორგანიზმისა და ეკოლოგიურ დონეებზე მიმდინარე პროცესებზე.
For example, understanding molecular processes and structures tells us a lot about processes at the organismal level and also at the ecological level.