მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559861.
ბიოლოგია | თავი XXVI
ორგანული სინთეზისთვის საჭირო ენერგიას ალბათ სინათლე და ულტრაიისფერი გამოსხივება უზრუნველყოფდა.
The energy for this organic synthesis could have come from lightning and intense UV radiation.
559862.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჰელდენი ფიქრობდა, რომ პირველადი ოკეანეები ორგანული მოლეკულების ნარევი (პრიმიტიული ბულიონი) იყო, და სიცოცხლე სწორედ იქ წარმოიქმნა.
Haldane suggested that the early oceans were a solution of organic molecules, a "primitive soup" from which life arose.
559863.
ბიოლოგია | თავი XXVI
1953 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სტენლი მილერმა და ჰაროლდ ურეიმ ოპარინ-ჰელდენის ჰიპოთეზა ექსპერიმენტულად შეამოწმეს. მათ ადრეულ დედამიწაზე სავარაუდოდ არსებული პირობების მსგავსი პირობები ლაბორატორიაში შექმნეს.
In 1953, Stanley Miller and Harold Urey, of the University of Chicago, tested the Oparin-Haldane hypothesis by creating laboratory conditions comparable to those that scientists at the time thought existed on early Earth.
559864.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხელსაწყოების დახმარებით მოხერხდა თანამედროვე ორგანიზმებში არსებული მრავალი ამინომჟავას და სხვა ორგანული კომპონენტების მიღება ეს ექსპერიმენტი მრავალ ლაბორატორიაში გამეორდა.
Their apparatus yielded a variety of amino acids found in organisms today, along with other organic compounds.
559865.
ბიოლოგია | თავი XXVI
სხვადასხვა ექსპერიმენტებში განსხვავდებოდა ძირითადად ატმოსფეროს შემადგენლობა.
Many laboratories have since repeated the experiment using different recipes for the atmosphere.
559866.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგიერთი ექსპერიმენტის შედეგად ორგანული ნაერთები მართლაც მიიღეს.
Organic compounds were also produced in some of these modified models.
559867.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ გაურკვეველია იყო თუ არა ადრეული დედამიწის ატმოსფეროში საკმარისი მეთანი და ამონიუმი, რომ ის აღდგენითი ყოფილიყო.
However, it is unclear whether young Earth's atmosphere contained enough methane and ammonia to be reducing.
559868.
ბიოლოგია | თავი XXVI
ახლა ითვლება, რომ პირველადი ატმოსფერო ძირითადად აზოტისა და ნახშირორმჟავასგან შედგებოდა და არც დაჟანგვითი (ელექტრონების გამომყოფი) და არც აღდგენითი იყო.
Growing evidence suggests that the early atmosphere was made up primarily of nitrogen and carbon dioxide and was neither reducing nor oxidizing (electron-removing).
559869.
ბიოლოგია | თავი XXVI
როცა მილერ-ურეის ექსპერიმენტია ასეთ ატმოსფეროში ჩაატარეს, ორგანული მოლეკულები ვერ მიიღეს.
Miller-Urey-type experiments using such atmospheres have not produced organic molecules.
559870.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორც ჩანს, პირველადი ატმოსფეროს მცირე უბნებს (იმ უბნებს, რომლებიც ვულკანების კრატერებთან ახლოს იყო), აღდგენითი თვისებები ჰქონდა.
Still, it is likely that small "pockets" of the early atmosphere-perhaps near volcanic openings were reducing.
559871.
ბიოლოგია | თავი XXVI
შესაძლებელია, რომ პირველი ორგანული ნაერთები დედამიწაზე სინთეზირდებოდა არა ატმოსფეროში, არამედ წყალქვეშა ვულკანებთან და ზღვის ფსკერზე არსებულ დედამიწის ქერქის გახლეჩის ადგილებთან ახლოს.
Instead of forming in the atmosphere, the first organic compounds on Earth may have been synthesized near submerged volcanoes and deep-sea vents-weak points in Earth's crust where hot water and minerals gush into the ocean.
559872.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს რეგიონები მდიდარია არაორგანული გოგირდისა და რკინის შენაერთებით, რომლებიც თანამედროვე ორგანიზმებში ატფ-ის სინთეზის შემადგენელი ნაწილია.
These regions are also rich in inorganic sulfur and iron compounds, which are important in ATP synthesis by present-day organisms.
559873.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის ფარგლებს გარეთ არსებული ორგანული ნივთიერებების წყაროები.
Extraterrestrial Sources of Organic Compounds.
559874.
ბიოლოგია | თავი XXVI
შესაძლებელია, რომ პირველადი სიცოცხლის შემადგენელი ზოგიერთი ორგანული ნაერთი დედამიწაზე კოსმოსიდან მოხვდა.
Some of the organic compounds from which the first life on Earth arose may have come from space.
559875.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწაზე დაცემულ მეტეორიტებს შორის იყო ნახშირბადის შემცველი ქონდრიტებია ანუ ქვები, რომელთა მასის 1-2% ნახშირბადის ნაერთები შეადგენს.
Among the meteorites that land on Earth are carbonaceous chondrites, rocks that are 1-2% carbon compounds by mass.
559876.
ბიოლოგია | თავი XXVI
1969 წელს სამხრეთ ავსტრალიაში აღმოაჩინეს 4,5 მილიარდი წლის ასაკის ქონდრიტი, რომელიც 80 ამინომჟავას შეიცავს.
Fragments of a 4.5-billion-year-old chondrite collected in southern Australia in 1969 contain more than 80 amino acids, some in large amounts.
559877.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი ამინომჟავას რაოდენობა ქონდრიტში საკმაოდ დიდია.
Remarkably, the proportions of these amino acids.
559878.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ამინომჟავებს ქონდრიტი დედამიწაზე ვერ შეიძენდა (გაჭუჭყიანების შედეგად), ვინაიდან ისინი შედგებიან თანაბარი რაოდენობის D და L იზომერებისგან. ორგანიზმები, მცირე გამონაკლისის გარდა, ასინთეზებენ და იყენებენ მხოლოდ L იზომერებს.
The chondrite amino acids cannot be contaminants from Earth because they consist of an equal mix of D and L isomers; organisms make and use only the L isomers, with a few rare exceptions.
559879.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამინომჟავები, რომლებიც დედამიწაზე ქონდრიტთან ერთად მოხვდა, ალბათ შევიდა პირველადი ბულიონის შემადგენლობაში. მაგრამ უკანასკნელი კვლევების თანახმად მათი როლი სიცოცხლის წარმოქმნაში ძალიან უმნიშვნელო იყო.
Amino acids that reached early Earth aboard chondrites could have added to the primitive soup, but recent calculations suggest that this contribution was likely to have been small.
559880.
ბიოლოგია | თავი XXVI
სიცოცხლის ნიშნების ძიება დედამიწის გარეთ.
Looking Outside Earth for Clues About the Origin of Life.