მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560201.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის ეს ორი ნაწილი ამჟამად 3.000 კილომეტრით დაშორებულია ოკეანით. გვიან პალეოზოურ და ადრეულ მეზოზოურ ერებში კი გაერთიანებული იყო.
These two parts of the world, now separated by 3,000 km of ocean, were joined together during the late Paleozoic and early Mesozoic eras.
560202.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების ცვლილება ორგანიზმების დღევანდელ განაწილებასთან დაკავშირებულ მრავალ კითხვაზე პასუხობს; მაგალითად, რატომ განსხვავდება ავსტრალიის ფაუნა და ფლორა დანარჩენი სამყაროს ფაუნისა და ფლორისგან?
Continental drift also explains much about the current distribution of organisms, such as why Australian fauna and flora contrast so sharply with those of the rest of the world.
560203.
ბიოლოგია | თავი XXVI
ავსტრალიის ეკოლოგიურ ნიშას ჩანთოსანი ძუძუმწოვრები ავსებენ, დანარჩენი კონტინენტების ეკოლოგიურ ნიშებს კი პლაცენტური ძუძუმწოვრები.
Marsupial mammals fill ecological roles in Australia analogous to those filled by eutherians (placental mammals) on other continents.
560204.
ბიოლოგია | თავი XXVI
სავარაუდოდ ჩანთოსნები დღევანდელი ჩრდილოეთი ამერიკის ტერიტორიაზე განვითარდნენ და ავსტრალიას სამხრეთი ამერიკისა და ანტარქტიკის გავლით მიაღწიეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ეს კონტინენტები ერთმანეთს უკავშირდებოდა.
Marsupials probably evolved first in what is now North America and reached Australia via South America and Antarctica while the continents were still joined.
560205.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების შემდგომმა დაცილებამ ავსტრალია ჩანთოსნების „მოტივტივე“ დიდ კიდობნად გადააქცია.
The subsequent breakup of the southern continents set Australia "afloat" like a great ark of marsupials.
560206.
ბიოლოგია | თავი XXVI
ავსტრალიაში ჩანთოსნების მრავალფეროვანი სახეობები განვითარდნენ, სხვა ძუძუმწოვრები კი გადაშენდნენ. სხვა კონტინენტებზე კი პირიქით მოხდა; ჩანთოსნების უმეტესობა გადაშენდა და განთავისუფლებული ადგილი პლაცენტური ძუძუმწოვრების მრავალფეროვანმა სახეობებმა დაიკავა.
In Australia, marsupials diversified, and the few early eutherians that lived there became extinct; on other continents, most marsupials became extinct, and the eutherians diversified.
560207.
ბიოლოგია | თავი XXVI
ახალმა ინფორმაციამ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სიცოცხლის ხის შესახებ.
New information has revised our understanding of the tree of life.
560208.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორც 25-ე თავში ვთქვით, სისტემატიკა მათ შორის ანალიტიკური მიდგომაა, რომელსაც სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების ევოლუციური ნათესაური კავშირების დასადგენად ვიყენებთ.
As we discussed in Chapter 25, systematics is an analytical approach to reconstructing the evolutionary relationships of life's diverse forms.
560209.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბოლო ათწლეულებში მოლეკულურ-გენეტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად სიცოცხლის ხის ყველაზე უცნობ განშტოებებზე წარმოდგენა შეიცვალა. მიმდინარე კვლევების მასალებზე დაყრდნობით მიმდინარეობს სიცოცხლის ხის განშტოებების მუდმივი გადასინჯვა.
In recent decades, molecular data have provided new insights regarding the deepest branches of the tree of life, and ongoing research spurs biologists to continually revise the finer divisions of these branches.
560210.
ბიოლოგია | თავი XXVI
წარსულის ტაქსონომიური (კლასიფიკაციის) სისტემები.
Previous Taxonomic Systems.
560211.
ბიოლოგია | თავი XXVI
უფროსი თაობა ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ ორ სამეფოს, მცენარეებსა და ცხოველებს იცნობდა. ადამიანი ძირითადად დედამიწის მაკროსკოპულ სამყაროს იკვლევს და იშვიათად აკვირდება იმ ორგანიზმებს, რომლებიც არც მცენარეები და არც ცხოველებია.
Many of us grew up with the notion that there are only two kingdoms of life-plants and animals-because we see a macroscopic, terrestrial realm and rarely notice those organisms that do not fit neatly into a plant-animal dichotomy.
560212.
ბიოლოგია | თავი XXVI
ფორმალურ ტაქსონომიაში ცოცხალი სამყაროს ორ სამეფოდ დაყოფას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს; ლინე სიცოცხლის ყველა ფორმას ცხოველებსა და მცენარეებს მიაკუთვნებდა.
The two-kingdom scheme also had a long tradition in formal taxonomy; Linnaeus divided all known forms of life between the plant and animal kingdoms.
560213.
ბიოლოგია | თავი XXVI
მიკროორგანიზმების მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენის შემდეგაც ცოცხალი ორგანიზმების ორ სამეფოდ დაყოფის სისტემა მაინც არსებობდა.
Even with the discovery of the diverse microbial world, the two-kingdom system persisted.
560214.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტაქსონომისტებმა ბაქტერიები მცენარეთა სამეფოს მიაკუთვნეს, ვინაიდან მათ უჯრედებს მკვრივი გარსი აქვს.
Taxonomists placed bacteria in the plant kingdom, citing the rigid cell walls of bacteria as justification.
560215.
ბიოლოგია | თავი XXVI
ქლოროპლასტების მქონე ერთუჯრედიანი ევკარიოტებიც მცენარეებში მოხვდნენ.
Eukaryotic unicellular organisms with chloroplasts were also considered plants.
560216.
ბიოლოგია | თავი XXVI
სოკოებს ფოტოსინთეზის უნარი არა აქვს და აგებულებითაც მცენარეებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მაგრამ ისინიც მცენარეებს მიაკუთვნეს, ვინაიდან მათ უმრავლესობას, ისევე როგორც მცენარეების უმრავლესობას, გადაადგილება არ შეუძლია.
Fungi, too, were classified as plants, partly because most fungi, like most plants, are unable to move about, even though fungi are not photosynthetic and have little in common structurally with plants.
560217.
ბიოლოგია | თავი XXVI
ერთუჯრედიანი ორგანიზმები, უმარტივესები, რომლებიც გადაადგილდებიან და საკვებს ითვისებენ ცხოველთა სამეფოში შეიყვანეს.
In the two-kingdom system, unicellular organisms that move and ingest food-protozoans-were called animals.
560218.
ბიოლოგია | თავი XXVI
გადაადგილებისა და ფოტოსინთეზის უნარი მქონე ევგლენა როგორც ბოტანიკოსების, ასევე ზოოლოგების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამიტომ ის როგორც ცხოველების, ასევე მცენარეების სამეფოში გვხვდება.
Microbes such as Euglena that move and are photosynthetic were claimed by both botanists and zoologists and showed up in both kingdoms.
560219.
ბიოლოგია | თავი XXVI
1969 წლამდე ორზე მეტი სამეფოს მქონე ტაქსონომიური სქემები ბიოლოგებში პოპულარულობით არ სარგებლობდა. 1969 წელს რობერტ ჰ. უიტეკერმა (კორნელის უნივერსიტეტი) კარგად არგუმენტირებული სისტემა შექმნა. ამ სისტემაში ხუთი სამეფო შედიოდა: მონერა, უმარტივესები, მცენარეები, სოკოები და ცხოველები.
Taxonomic schemes with more than two kingdoms did not became popular with the majority of biologists until 1969, when Cornell University's Robert H. Whittaker argued effectively for a system consisting of five kingdoms: Monera, Protista, Plantae, Fungi, and Animalia.
560220.
ბიოლოგია | თავი XXVI
უიტეკერი უჯრედების ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ტიპს, პროკარიოტებს და ევკარიოტებს გამოყოფდა. მან პროკარიოტები ევკარიოტებისგან ცალკე, მონერას ჯგუფში მოათავსა.
Whittaker's system recognized the two fundamentally different types of cells, prokaryotic and eukaryotic, and set the prokaryotes apart from all eukaryotes by placing them in their own kingdom, Monera.