მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560141.
ბიოლოგია | თავი XXVI
რატომ იყო პროტეროზოული ერის ბოლომდე მრავალუჯრედიანი ევკარიოტების ზომა, გავრცელება და მრავალფეროვნება შედარებით შეზღუდული?
Why were multicellular eukaryotes relatively limited in size, diversity, and distribution until the late Proterozoic?
560142.
ბიოლოგია | თავი XXVI
გეოლოგიური მონაცემებით დადასტურდა, რომ მკაცრი გამყინვარების პერიოდი 750 მილიონი წლის წინ დაიწყო და 570 მილიონი წლის წინ დამთავრდა.
Geologic evidence indicates that a severe ice age occurred 750 to 570 million years ago.
560143.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ პერიოდის განმავლობაში დედამიწა პოლუსიდან პოლუსამდე ყინულით იყო დაფარული და ზღვებიც გაიყინა.
During this period, glaciers covered the planet's landmasses from pole to pole, and the seas were iced over.
560144.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწაზე, რომელიც ამ ჰიპოთეზის თანახმად ყინულის ბურთს ჰგავდა, სიცოცხლე ძირითადად ზღვებში, ღრმა კრატერებსა და ცხელ წყაროებთან ახლოს არსებობდა, ან ოკეანეში, ყინულის თხელი საფარის ადგილებში, სადაც მზის სხივებს შეღწევა შეეძლო.
According to the snowball Earth hypothesis, most life would have been confined to areas near deep-sea vents and hot springs or to those sparse regions of the ocean where enough ice had melted for sunlight to penetrate the surface waters.
560145.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალუჯრედიანი ევკარიოტების ნამარხების პირველი დიდი საბადო ყინულის დნობის პერიოდით თარიღდება.
The fossil record of the first major diversification of multicellular eukaryotes corresponds to the time when snowball Earth thawed.
560146.
ბიოლოგია | თავი XXVI
კოლონიური ორგანიზმები.
The Colonial Connection.
560147.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი მრავალუჯრედიანები კოლონიური ორგანიზმები იყვნენ ანუ უჯრედების ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მრავლდებოდა.
The first multicellular organisms were colonies, collections of autonomously replicating cells.
560148.
ბიოლოგია | თავი XXVI
დროთა განმავლობაში კოლონიის ზოგმა უჯრედმა სპეციფიკური ფუნქცია შეიძინა.
Some cells in the colonies became specialized for different functions.
560149.
ბიოლოგია | თავი XXVI
სპეციალიზაცია პროკარიოტულ ორგანიზმებში ადრეც არსებობდა.
The first such specializations had already appeared in the prokaryotic world.
560150.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, გვარი Nostoc-ის, ძაფისებრი ლურჯ-მწვანე წყალმცენარის ზოგიერთი უჯრედი დიფერენცირდება და აზოტის შეკავების ფუნქციას იძენს. ასეთ უჯრედს ჰეტეროციტს უწოდებენ.
For example, certain cells of the filamentous cyanobacterium Nostoc differentiate into nitrogen-fixing cells called heterocysts, which lose their ability to replicate.
560151.
ბიოლოგია | თავი XXVI
მან დაკარგა გამრავლების უნარი; არადიფერენცირებულ უჯრედებს კი ფოტოსინთეზისა და გამრავლების უნარი აქვს. გამრავლებისას დროს ძაფი გრძელდება და შემდეგ მცირე ზომის მონაკვეთებად იყოფა.
The undifferentiated cells are photosynthetic and capable of replicating, with the result that the filaments grow longer and eventually break into smaller filaments.
560152.
ბიოლოგია | თავი XXVI
Nostoc-ს 7 000-ზე მეტი გენი აქვს, ორჯერ მეტი, ვიდრე მონათესავე ერთუჯრედიან ორგანიზმებს, მაგალითად Synechocyt-ის. ამ გენების უმრავლესობა უჯრედების დიფერენცირების რეგულაციას უზრუნველყოფს.
Nostoc has more than 7,000 genes, twice as many as its close relatives that are singlecelled, such as Synechocystis, and many of the additional genes are involved in the regulation of developmental pathways that can lead to cellular differentiation.
560153.
ბიოლოგია | თავი XXVI
კოლონიების განვითარება და უჯრედული სპეციალიზაცია ევკარიოტებში მკვეთრად გამოხატულია.
The evolution of colonies and of cellular specialization was carried much further in eukaryotes.
560154.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნებისმიერი მრავალუჯრედიანი ევკარიოტი, მაგალითად, ცხოველი, სქესობრივი გამრავლების შედეგად ერთი უჯრედიდან, განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ანუ ზიგოტიდან, ვითარდება.
A multicellular eukaryote, such as an animal, generally develops from a single cellthe fertilized egg, or zygote, in the case of sexual reproduction.
560155.
ბიოლოგია | თავი XXVI
უჯრედების გაყოფისა და დიფერენცირების შედეგად ერთი უჯრედი მრავალუჯრედიან ორგანიზმად ვითარდება. ორგანიზმი კი მრავალი, სხვადასხვა ფუნქციების მქონე უჯრედებისგან შედგება.
Cell division and cell differentiation help transform the single cell into a multicellular organism with many types of specialized cells.
560156.
ბიოლოგია | თავი XXVI
უჯრედების მზარდი სპეციალიზაციის დახმარებით მრავალუჯრედიანმა ორგანიზმმა სასიცოცხლო ფუნქციები სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფებს შორის გაანაწილა, მათ შორის საკვების მიღება და გარემოს შეგრძნება.
Increasing cell specialization made it possible for multicellular organisms to divide particular life functions, such as obtaining nutrients and sensing the environment, among specific groups of cells.
560157.
ბიოლოგია | თავი XXVI
ევკარიოტულ ორგანიზმში ფუნქციების განაწილება ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ევოლუციას იწვევს.
This division of function eventually led to the evolution of tissues, organs, and organ systems in many eukaryotes.
560158.
ბიოლოგია | თავი XXVI
ერთუჯრედიანი ევკარიოტების ევოლუციის შედეგად უჯრედის აგებულების სირთულე გაიზარდა. მრავალუჯრედიანი ევკარიოტების განვითარებამ კი სტრუქტურული ორგანიზაციის ბარიერები გაარღვია და დასაბამი მისცა მრავალფეროვნების განვითარების ახალ ეტაპს.
Just as the evolution of unicellular eukaryotes increased the structural complexity of cells, the evolution of multicellular eukaryotes broke through another threshold in structural organization and provided the stock for new waves of diversification.
560159.
ბიოლოგია | თავი XXVI
უძველეს ევკარიოტებში მრავალუჯრედიანობის ევოლუცია რამდენჯერმე მოხდა. რის შედეგად წყალმცენარეების, ხმელეთის მცენარეების, სოკოებისა და ცხოველების სახეობები წარმოიშვა.
Multicellularity evolved several times among early eukaryotes, giving rise to several lineages of algae as well as to plants, fungi, and animals.
560160.
ბიოლოგია | თავი XXVI
„კემბრიული აფეთქება“.
The "Cambrian Explosion".