მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560181.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის ისტორიის საათი ჩვეულებრივი საათი რომ ყოფილიყო, ადამიანი გაჩენიდან მხოლოდ ერთი წამი გავიდოდა.
If the clock of Earth's history were rescaled to represent an hour, humans appeared only one second ago.
560182.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების გადაადგილება.
Continental Drift.
560183.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწაზე სიცოცხლის გავრცელების ამ მიმოხილვაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ევოლუცია როგორც დროში ასევე სივრცეში მიმდინარეობდა.
As we close this overview of the evolution of life on Earth, note that evolution has dimension in space as well as in time.
560184.
ბიოლოგია | თავი XXVI
დარვინი და უოლესი სიცოცხლის განვითარებას მრავალ ადგილებში იკვლევდნენ, რამაც დასაბამი მისცა სიცოცხლის ევოლუციის მოძღვრების ჩამოყალიბებას. ამჟამად ეს ბიოგეოგრაფიის საგანია.
Indeed, it was biogeography that first nudged Darwin and Wallace toward an evolutionary view of life.
560185.
ბიოლოგია | თავი XXVI
გლობალურად რომ ვიმსჯელოთ, კონტინენტების გადაადგილება ის მთავარი ფაქტორია, რომელიც სიცოცხლის სივრცეში განაწილებას განსაზღვრავს.
On a global scale, the major geographic factor that correlates with the spatial distribution of life is continental drift.
560186.
ბიოლოგია | თავი XXVI
დედამიწის კონტინენტები მოძრაობს. ისინი დედამიწის ზედაპირის გარშემო, მისი ქერქის უზარმაზარ სიბრტყეზე (ფილებზე) გადაადგილდება. ფილები მანტიის ქვეშ მოქცეულ გავარვარებულ ლავაზე ტივტივებენ.
This term refers to the fact that Earth's continents are not fixed; they drift across our planet's surface on great plates of crust that float on the hot, underlying mantle.
560187.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხშირ შემთხვევაში ეს სიბრტყეები ერთმანეთს შორდება ან უახლოვდება და ეჯახება კიდევაც.
In many cases, these plates pull away from or push against other plates where they meet each other.
560188.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპა ამჟამად ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით, წელიწადში 2 სმ სიჩქარით, გადაადგილდება და კალიფორნიის, ცუდი რეპუტაციის მქონე სან ანდრეასის ბზარი, იმ საზღვრის ნაწილია, რომელზეც ორი ფილა ერთმანეთის მიმართ მოძრაობს.
For example, North America and Europe are presently drifting apart at a rate of about 2 cm per year, and California's infamous San Andreas Fault is part of a border where two plates slide past each other.
560189.
ბიოლოგია | თავი XXVI
ფილების გადაადგილება ნელ-ნელა ცვლის გეოგრაფიას. ამ პროცესის საბოლოო ეფექტი ძალზე შთამბეჭდავია.
Plate movements rearrange geography slowly, but their cumulative effects are dramatic.
560190.
ბიოლოგია | თავი XXVI
მრავალი მნიშვნელოვანი გეოლოგიური პროცესი, მაგალითად მთებისა და კუნძულების წარმოქმნა, ფილების საზღვარზე ან უშუალოდ მათ სუსტ ადგილებში ხდება.
Many important geologic processes, including the building of mountains and islands, occur at plate boundaries or at weak points in the plates themselves.
560191.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების ცვლილების ორ მომენტს სიცოცხლის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
Two chapters in the continuing saga of continental drift had especially strong influences on life.
560192.
ბიოლოგია | თავი XXVI
დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ, პალეოზოური ერის ბოლოს, დედამიწის ქერქის სიბრტყეების გადაადგილების შედეგად მთელი ხმელეთი ერთ კონტინენტად შეერთდა. ამ კონტინენტს პანგეა უწოდეს, რაც „მთელ ხმელეთს“ ნიშნავს.
About 250 million years ago, near the end of the Paleozoic era, plate movements brought all the previously separated landmasses together into a supercontinent that has been named Pangaea, meaning "all land".
560193.
ბიოლოგია | თავი XXVI
ოკეანის ღრმულები უფრო გაღრმავდა, რამაც წყლის დონე დაწია და მცირე სანაპირო ზღვების დრენაჟი გამოიწვია.
Ocean basins became deeper, which lowered sea level and drained shallow coastal seas.
560194.
ბიოლოგია | თავი XXVI
წყალმარჩხ ადგილებში მაშინაც მრავალი ზღვის ორგანიზმი ცხოვრობდა. პანგეას ჩამოყალიბებამ ამ ორგანიზმების საარსებო გარემო მნიშვნელოვნად დაარღვია.
At that time, as now, most marine species inhabited shallow waters, and the formation of Pangaea destroyed a considerable amount of that habitat.
560195.
ბიოლოგია | თავი XXVI
ვრცელი კონტინენტის შიდა რეგიონები ცივი და მშრალი იყო. ალბათ იქ უფრო მკაცრი საარსებო პირობები იყო, ვიდრე დღეს ცენტრალურ აზიაში გვაქვს.
The interior of the vast continent was cold and dry, probably an even more severe environment than that of central Asia today.
560196.
ბიოლოგია | თავი XXVI
პანგეას ჩამოყალიბებამ დიდი გავლენა იქონია ბიოლოგიური მრავალფეროვნების ზრდაზე. ზოგი სახეობა გადაშენდა. გადარჩენილი ტაქსონებისთვის კი განვითარების ხელშემწყობი ახალი პირობები შეიქმნა.
The formation of Pangaea had a tremendous environmental impact that reshaped biological diversity by causing extinctions and providing new opportunities for taxonomic groups that survived the crisis.
560197.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების ცვლილების ისტორიის მეორე თავი დაახლოებით 180 მილიონი წლის წინ, მეზოზოურ ერაში „დაიწერა“.
The second chapter in the history of continental drift was written about 180 million years ago, during the Mesozoic era.
560198.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტები ერთმანეთს შორდებოდნენ და ორგანიზმების საარსებო გარემო უფრო მრავალფეროვანი გახდა, რამაც მცენარეების და ცხოველების განვითარების შესაძლებლობა გაზარდა.
As the continents drifted apart, each became a separate evolutionary arena, with lineages of plants and animals that diverged from those on other continents.
560199.
ბიოლოგია | თავი XXVI
კონტინენტების გაერთიანებისა და დაცილების სქემა ბიოგეოგრაფიის მრავალი გამოცანის ახსნის შესაძლებლობას იძლევა.
This pattern of continental mergings and separations provides the solution to many biogeographic puzzles.
560200.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, განასა (დასავლეთი აფრიკა) და ბრაზილიაში პალეონტოლოგებმა მტკნარი წყლის რეპტილიების ერთ-ერთი სახეობის პერმული პერიოდის ნამარხები აღმოაჩინეს.
For example, paleontologists have discovered fossils of the same species of Permian freshwater reptiles in Ghana (West Africa) and Brazil.