მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560221.
ბიოლოგია | თავი XXVI
უიტეკერმა მრავალუჯრედიანი ევკარიოტების სამი, მცენარეების, სოკოებისა და ცხოველების სამეფო გამოყო. ეს კლასიფიკაცია ძირითადად კვების თავისებურებებს ეფუძნებოდა.
Whittaker distinguished three kingdoms of multicellular eukaryotes-Plantae, Fungi, and Animalia-partly on the criterion of nutrition.
560222.
ბიოლოგია | თავი XXVI
მცენარეები ავტოტროფებია, რომლებიც თავიანთ საკვებს ფოტოსინთეზის გზით ქმნიან.
Plants are autotrophs, making their food by photosynthesis.
560223.
ბიოლოგია | თავი XXVI
სოკოები და ცხოველები ჰეტეროტროფებია.
Fungi and animals are heterotrophs.
560224.
ბიოლოგია | თავი XXVI
სოკოების უმრავლესობა რედუცენტის (დამშლელი). ის საკვებ ობიექტში იჭრება, საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს გამოყოფს და მონელებული საკვების მცირე მოლეკულებს იწოვს.
Most fungi are decomposers that invade their food source, secreting digestive enzymes and absorbing the small organic molecules produced by digestion.
560225.
ბიოლოგია | თავი XXVI
ცხოველების უმრავლესობა საკვებს გარემოდან იღებს და ორგანიზმში არსებულ სპეციალურ ღრუში ინელებს.
Most animals ingest (eat) food and digest it within a specialized body cavity.
560226.
ბიოლოგია | თავი XXVI
უიტეკერის ხუთი სამეფოს სისტემაში უმარტივესების სამეფო შედარებით ბუნდოვნად განსაზღვრულია.
The kingdom Protista was not as clearly defined in Whittaker's five-kingdom system.
560227.
ბიოლოგია | თავი XXVI
უმარტივესების სამეფოში ყველა ევკარიოტი შედიოდა, რომლებიც მცენარეების, სოკოებისა ან ცხოველების განსაზღვრას არ შეესაბამებოდა.
Protista consisted of all eukaryotes that did not fit the definitions of plants, fungi, or animals.
560228.
ბიოლოგია | თავი XXVI
უმარტივესთა უმრავლესობა ერთუჯრედიანია, მაგრამ მათი სამეფოს საზღვრები გააფართოვეს და მასში ზოგიერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმიც მოათავსეს, მაგალითად ზღვის წყალმცენარეები, რომლებიც ერთუჯრედიანი უმარტივესების ნათესავებია.
Most protists are unicellular, but the boundaries of Protista were expanded to include some multicellular organisms, such as seaweeds, because of their relationships to certain unicellular protists.
560229.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხუთი სამეფოს სისტემამ ბიოლოგიაში 20 წელზე მეტი იარსება.
With such refinements, the five-kingdom system prevailed in biology for more than 20 years.
560230.
ბიოლოგია | თავი XXVI
სიცოცხლის ხის აღდგენა. სამუშაო გრძელდება.
Reconstructing the Tree of Life: A Work in Progress.
560231.
ბიოლოგია | თავი XXVI
ტაქსონომიური სისტემები ადამიანის შექმნილია. ეს სიცოცხლის მრავალფეროვნების სქემის შექმნის მცდელობაა. ასეთი სქემა ფილოგენეტიკურ კავშირებს ასახავს და ხმარებაში მოსახერხებელია.
Taxonomic systems are human constructs-attempts to order the diversity of life in a scheme that is useful and that reflects phylogenetic relationships.
560232.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სისტემატიკოსები ტაქსონომიური საკითხების გადასაწყვეტად მოლეკულურ-გენეტიკურ მონაცემებს იყენებენ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სახეობათა გენეალოგიურ ხეებს, კლადოგრამებს აგებენ.
During the past three decades, systematists have applied cladistic analysis to taxonomy, including the construction of cladograms based on molecular data.
560233.
ბიოლოგია | თავი XXVI
25-ე თავში ვნახეთ, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ბიოლოგებმა სამი დომენისგან (სამფლობელოსგან) შემდგარი სისტემა შექმნეს.
We saw in Chapter 25 that these data have led biologists to adopt a three-domain system.
560234.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბაქტერიების, არქეებისა და ევკარიების დომენები ფაქტობრივად ზესამეფოებია. დომენი ტაქსონომიურად უფრო მაღალი რანგია, ვიდრე სამეფო.
The domains Bacteria, Archaea, and Eukarya are essentially superkingdoms, a taxonomic level higher than the kingdom level.
560235.
ბიოლოგია | თავი XXVI
ბაქტერიები არქეებისაგან მრავალი ძირითადი მახასიათებლით, აგებულებით, ბიოქიმიით და ფიზიოლოგიით განსხვავდება. ამ მახასიათებლებს 27-ე თავში განვიხილავთ.
Bacteria differ from archaea in many key structural, biochemical, and physiological characteristics, which will be highlighted in Chapter 27.
560236.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ სხვაობაზე დაყრდნობით ბაქტერიები და არქეები სხვადასხვა ზესამეფოში (დომენში) მოათავსეს.
These differences justify placing bacteria and archaea in separate doEsben mains.
560237.
ბიოლოგია | თავი XXVI
სამი დომენის სისტემის შემოღების შემდეგ მონერების სამეფო ამოვარდა, რადგან მისი წარმომადგენლები ორ განსხვავებულ დომენში აღმოჩნდნენ.
The three-domain system makes the kingdom Monera obsolete because it would have members in two different domains.
560238.
ბიოლოგია | თავი XXVI
დღეს მოლეკულური მონაცემების ფილოგენეზური ანალიზის საფუძველზე მრავალი მიკრობიოლოგი ორივე პროკარიოტულ დომენს მრავალ სამეფოდ ყოფს.
In fact, many microbiologists now divide each of the two prokaryotic domains into multiple kingdoms based on phylogenetic analysis of molecular data.
560239.
ბიოლოგია | თავი XXVI
ხუთი სამეფოს სისტემის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი შენიშვნები იმ სისტემატიკოსებმაც გამოთქვეს, რომლებიც უმარტივესების სამეფოში შემავალი ევკარიოტების ფილოგენეზს იკვლევენ.
Another major challenge to the five-kingdom system is being mounted by systematists who are sorting out the phylogeny of the diverse eukaryotes formerly grouped in the kingdom Protista.
560240.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამჟამად ამ ორგანიზმებს ხუთ ან მეტ სამეფოდ ყოფენ, რომლებსაც სიცოცხლის ხის ევკარიოტული შტოს ფუძეში საერთო წინაპარი ჰყავთ.
Biologists who study these organisms now split most of them into five or more newly designated kingdoms, which have a common ancestor near the base of the eukaryotic branch of the tree.