მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560301.
ბიოლოგია | თავი XXVII
2003 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის და კიურის ინსტიტუტის (პარიზი) თანამშრომლებმა აჩვენეს, რომ E. coli-ს უჯრედი მისი სახეობის სხვა წარმომადგენლების მიმართ დადებით ქემოტაქსისს ავლენს, რის გამოც კოლონიებს წარმოიქმნის.
In 2003, scientists at Princeton University and the Institut Curie in Paris demonstrated that solitary E. coli cells exhibit positive chemotaxis toward other members of their species, enabling the formation of colonies.
560302.
ბიოლოგია | თავი XXVII
შინაგანი და გენეტიკური შემადგენლობა.
Internal and Genomic Organization.
560303.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტის უჯრედის შინაგანი აგებულება და გენეტიკური შემადგენლობა უფრო მარტივია, ვიდრე ევკარიოტის.
The cells of prokaryotes are simpler than those of eukaryotes, in both their internal structure and their genomic organization.
560304.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტულ უჯრედს არ ახასიათებს ცალკეული სტრუქტურები, რომლებიც ევკარიოტულ უჯრედში არსებობს.
Prokaryotic cells lack the complex compartmentalization found in eukaryotic cells.
560305.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგ პროკარიოტულ უჯრედს აქვს სპეციალიზებული მემბრანები, რომლებიც მეტაბოლურ ფუნქციებს ასრულებს.
However, some prokaryotic cells do have specialized membranes that perform metabolic functions.
560306.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც წესი, ეს მემბრანები პლაზმური მემბრანის ნაკეცებია.
These membranes are usually infoldings of the plasma membrane.
560307.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების გენომის აგებულება ევკარიოტების გენომისგან ძალიან განსხვავებულია. მათი დნმ ევკარიოტების დნმ-ის საშუალოდ მეათასედს შეადგენს.
The genome of a prokaryote is structurally very different from a eukaryotic genome and has on average only about one-thousandth as much DNA.
560308.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების უმეტესობის გენომის უდიდესი ნაწილი რგოლოვანი დნმ-გან შედგება. მასთან დაკავშირებულია შედარებით ნაკლები რაოდენობის ცილა.
In the majority of prokaryotes, most of the genome consists of a ring of DNA that has relatively few proteins associated with it.
560309.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენეტიკური მასალის ამ რგოლს პროკარიოტულ ქრომოსომას ეძახიან.
This ring of genetic material is usually called the prokaryotic chromosome.
560310.
ბიოლოგია | თავი XXVII
ევკარიოტების ქრომოსომები განლაგებულია ბირთვში, პროკარიოტული ქრომოსომა კი ბირთვის რეგიონში. ბირთვის რეგიონი ციტოპლაზმის ადგილია, რომელიც ელექტრონულ მიკროსურათზე უფრო ღიაა, ვიდრე მის გარშემო მყოფი ციტოპლაზმა.
Unlike eukaryotic chromosomes, which are contained within the nucleus, the prokaryotic chromosome is located in a nucleoid region, a part of the cytoplasm that appears lighter than the surrounding cytoplasm in electron micrographs.
560311.
ბიოლოგია | თავი XXVII
ქრომოსომას გარდა, ტიპური პროკარიოტული უჯრედი შეიძლება დნმ-ის მცირე რგოლებსაც შეიცავდეს, რომლებსაც პლაზმიდებს უწოდებენ.
In addition to its single chromosome, a typical prokaryotic cell may also have much smaller rings of DNA called plasmids, most consisting of only a few genes.
560312.
ბიოლოგია | თავი XXVII
პლაზმიდების უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე გენისგან შედგება, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობას განაპირობებს. ისინი აგრეთვე იშვიათი საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს მართავენ, ან სხვა „იშვიათ“ ფუნქციას ასრულებენ.
The plasmid genes provide resistance to antibiotics, direct the metabolism of rarely encountered nutrients, or have other such "contingency" functions.
560313.
ბიოლოგია | თავი XXVII
ხშირად პროკარიოტულ უჯრედს პლაზმიდების გარეშეც შეუძლია არსებობა, ვინაიდან მისი ქრომოსომა ყველა მნიშვნელოვან ფუნქციას აკოდირებს.
In most environments, the prokaryotic cell can survive without its plasmids, since all essential functions are encoded by the chromosome.
560314.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგრამ, კონკრეტულ პირობებში, მაგალითად ინფექციის წინააღმდეგ ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პლაზმიდამ პროკარიოტის გადარჩენის შანსი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს.
But in certain circumstances, such as when antibiotics are used to treat an infection, the presence of a plasmid can significantly increase a prokaryote's chance of survival.
560315.
ბიოლოგია | თავი XXVII
პლაზმიდების რეპლიკაცია მთავარი ქრომოსომისგან დამოუკიდებელია. მრავალი პლაზმიდა კონიუგაციის პროცესში სხვა უჯრედში ადვილად აღწევს.
Plasmids replicate independently of the main chromosome, and many can be readily transferred between partners when prokaryotes conjugate.
560316.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე თავებში ვახსენეთ, რომ პროკარიოტებში და ევკარიოტებში დნმ-ის რეპლიკაცია, ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია ძირითადად მსგავსად მიმდინარეობს.
As explained in Chapters 16 and 17, DNA replication, transcription, and translation are fundamentally similar in prokaryotes and eukaryotes.
560317.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუმცა არის გარკვეული სხვაობაც.
Although there are some differences.
560318.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, პროკარიოტების რიბოსომები ოდნავ მცირე ზომისაა, ვიდრე ევკარიოტების. ისინი ასევე ცილებისა და რნმ-ის შემადგენლობით განსხვავდებიან.
For example, prokaryotic ribosomes are slightly smaller than eukaryotic ribosomes and differ in their protein and RNA content.
560319.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეს სხვაობა საკმარისია, რომ კონკრეტული ანტიბიოტიკი, მაგალითად ერითრომიცინი და ტეტრაციკლინი, პროკარიოტების, და არა ევკარიოტების რიბოსომას დაუკავშირდეს და ცილების სინთეზის დაბლოკოს.
These differences are great enough that certain antibiotics, such as erythromycin and tetracycline, bind to ribosomes and block protein synthesis in prokaryotes but not in eukaryotes.
560320.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამიტომ ბაქტერიების მოსაკლავად ადამიანს შეუძლია ამ ანტიბიოტიკების გამოყენება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
As a result, we can use these antibiotics to kill bacteria without harming ourselves.