მოიძებნა 668040 ჩანაწერი
560341.
ბიოლოგია | თავი XXVII
E. coli სწრაფად მრავლდება და მეცნიერებს ადაპტაციური ევოლუციის დაფიქსირება შეუძლიათ.
The rapid reproduction of E. coli enabled the scientists to document this example of adaptive evolution.
560342.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენების ჰორიზონტალური გადატანა პროკარიოტების სწრაფ ევოლუციას ასევე აადვილებს.
Horizontal gene transfer also facilitates rapid evolution in prokaryotes.
560343.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, კონიუგაციის შედეგად პლაზმიდების გაცვლა ხდება. პლაზმიდები რამდენიმე გენს, ან თუნდაც გენების უფრო ფართო ჯგუფს შეიცავენ.
For example, conjugation can permit the exchange of a plasmid containing a few genes or even large groups of genes.
560344.
ბიოლოგია | თავი XXVII
გადატანილი გენები პროკარიოტის გენომში აღწევს. დაყოფის სერიების მსვლელობისას ისინი ბუნებრივი გადარჩევის სუბიექტები ხდებიან.
Once the transferred genes are incorporated into a prokaryote's genome, they are subject to natural selection during subsequent rounds of binary fission.
560345.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენების ჰორიზონტალური გადატანა პათოგენური ბაქტერიების გრძელვადიანი ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. ამ თემას მოგვიანებით განვიხილავთ.
Horizontal gene transfer is a major force in the long-term evolution of pathogenic bacteria, a topic explored later in this chapter.
560346.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტებში განვითარდა მრავალფეროვანი კვებითი და მეტაბოლური ადაპტაციები.
A great diversity of nutritional and metabolic adaptations have evolved in prokaryotes.
560347.
ბიოლოგია | თავი XXVII
ყველა ორგანიზმის კლასიფიკაცია კვების ტიპის მიხედვით შეიძლება, ანუ მათ მიერ ენერგიისა და ნახშირბადის მიღების საშუალების მიხედვით. ენერგია და ნახშირბადი ორგანული მოლეკულების ასაშენებლად საჭიროა, რომლებისგანაც უჯრედი შედგება.
All organisms can be categorized by nutrition-how they obtain energy and carbon used in building the organic molecules that make up cells.
560348.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების კვებითი ტიპების მრავალფეროვნება ევკარიოტებთან შედარებით მეტია: ევკარიოტების კვების ყველა ტიპი პროკარიოტებშიც არსებობს. მაგრამ არის მხოლოდ პროკარიოტებისთვის დამახასიათებელი კვების ტიპებიც.
Nutritional diversity is greater among prokaryotes than among all eukaryotes: Every type of nutrition observed in eukaryotes is represented among prokaryotes, along with some nutritional modes unique to prokaryotes.
560349.
ბიოლოგია | თავი XXVII
ფოტოტროფები ორგანიზმებია, რომლებიც ენერგიას სინათლიდან იღებენ. ქემოტროფები კი ენერგიას ქიმიური ნივთიერებებისგან იღებენ.
Organisms that obtain energy from light are called phototrophs, and those that obtain energy from chemicals are called chemotrophs.
560350.
ბიოლოგია | თავი XXVII
ორგანიზმები, რომლებსაც ნახშირბადის წყაროდ მხოლოდ არაორგანული კომპონენტი CO2 სჭირდება, ავტოტროფებია.
Organisms that need only the inorganic compound CO2 as a carbon source are called autotrophs.
560351.
ბიოლოგია | თავი XXVII
ჰეტეროტროფებს კი, როგორც მინიმუმ, ერთი ორგანული საკვები, მაგალითად გლუკოზა სჭირდება, სხვანაირად ისინი ორგანულ ნაერთებს ვერ შექმნიან.
In contrast, heterotrophs require at least one organic nutrientsuch as glucose-to make other organic compounds.
560352.
ბიოლოგია | თავი XXVII
ენერგიისა და ნახშირბადის წყაროს მიხედვით კვების ოთხ ძირითად მეთოდს გამოყოფენ. 27.1 ცხრილში ეს მეთოდები აღწერილია და შეჯამებული.
Combining these possibilities for energy sources and carbon sources results in four major modes of nutrition, described here and summarized in Table 27.1.
560353.
ბიოლოგია | თავი XXVII
ფოტოავტოტროფები ფოტოსინთეზის უნარის მქონე ორგანიზმებია. ისინი სინათლის ენერგიას „იჭერენ“ და CO2-სგან ორგანული ნაერთების სინთეზისთვის იყენებენ.
Photoautotrophs are photosynthetic organisms that capture light energy and use it to drive the synthesis of organic compounds from CO2.
560354.
ბიოლოგია | თავი XXVII
ციანობაქტერიები და მრავალი სხვა პროკარიოტი ფოტოავტოტროფია. ფოტოავტოტროფებია მცენარეებიც და წყალმცენარეებიც.
Cyanobacteria and many other groups of prokaryotes are photoautotrophs, as are plants and algae.
560355.
ბიოლოგია | თავი XXVII
ქემოავტოტროფები ნახშირბადის რესურსის სახით მხოლოდ CO2-ს საჭიროებენ.
Chemoautotrophs also need only CO2 as a carbon source.
560356.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუმცა ენერგიის წყაროდ სინათლეს არ იყენებენ. ისინი არაორგანულ ნივთიერებებს ჟანგავენ, მაგალითად, გოგირდწყალბადს, ამიაკს ან რკინის იონებს.
However, instead of using light for energy, they oxidize inorganic substances, such as hydrogen sulfide (H2S), ammonia (NH3), or ferrous ions (Fe).
560357.
ბიოლოგია | თავი XXVII
კვების ეს ტიპი უნიკალურია კონკრეტული პროკარიოტებისთვის.
This mode of nutrition is unique to certain prokaryotes.
560358.
ბიოლოგია | თავი XXVII
ფოტოჰეტეროტროფები სინათლეს ენერგიის წყაროდ იყენებენ, მაგრამ ნახშირბადი უნდა ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში მიიღონ.
Photoheterotrophs use light for energy but must obtain their carbon in organic form.
560359.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზღვის პროკარიოტების ნაწილი ასე იკვებება.
A number of marine prokaryotes use this mode of nutrition.
560360.
ბიოლოგია | თავი XXVII
ქემოჰეტეროტროფები ორგანული მოლეკულების გამოიყენება როგორც ენერგიისთვის, ასევე ნახშირბადის წყაროს სახით შეუძლია.
Chemoheterotrophs must consume organic molecules for both energy and carbon.