მოიძებნა 668041 ჩანაწერი
560321.
ბიოლოგია | თავი XXVII
რეპროდუქცია და ადაპტაცია.
Reproduction and Adaptation.
560322.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების უმრავლესობა ყოველ 1-3 საათში ერთხელ იყოფა. კარგ პირობებში ზოგი სახეობა ახალ თაობას ყოველ 20 წუთში ერთხელ იძლევა.
While most prokaryotes can divide every 1-3 hours, some species can produce a new generation in only 20 minutes under optimal conditions.
560323.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუ ერთი პროკარიოტული უჯრედი ასეთი სისწრაფით დაბრკოლების გარეშე გამრავლდება, მისი კოლონია დედამიწას სამ დღეში დაფარავს!.
If reproduction continued unchecked at this rate, a single prokaryote could give rise to a colony outweighing Earth in only three days!
560324.
ბიოლოგია | თავი XXVII
სინამდვილეში პროკარიოტების გამრავლება შეზღუდულია. პროკარიოტულ უჯრედს საკვებით მომარაგება სჭირდება, საკვები კი მილევადი რესურსია. ამის გარდა, უჯრედი ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით იწამლება, ან მას სხვა ორგანიზმები ანადგურებენ.
In reality, of course, prokaryotic reproduction is limited, as the cells eventually exhaust their nutrient supply, poison themselves with metabolic wastes, or are consumed by other organisms.
560325.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბუნებაში პროკარიოტებთან სხვა მიკროორგანიზმები კონკურირებს. ბევრი მათგანი თვითონ ასინთეზებს ანტიბიოტიკებს, რომლებიც პროკარიოტების რეპროდუქციას ანელებენ.
Prokaryotes in nature also face competition from other microorganisms, many of which produce antibiotic chemicals that slow prokaryotic reproduction.
560326.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგი პროკარიოტი საკმაოდ მძიმე პირობებს უძლევს, რაც ასევე ზრდის მათ წარმატებას.
The ability of some prokaryotes to withstand harsh conditions also contributes to their success.
560327.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, კონკრეტული ბაქტერიები რეზისტენტულ უჯრედს – ენდოსპორას ქმნიან, როცა გარემოში ბაქტერიისთვის საჭირო საკვები არ არის.
Certain bacteria, for example, can form resistant cells called endospores when an essential nutrient is lacking in the environment.
560328.
ბიოლოგია | თავი XXVII
ენდოსპორის ჩამოყალიბებისას ბაქტერია მკვრივი გარსით დაცული, საკუთარი ქრომოსომების ასლებს წარმოქმნის.
The original cell produces a copy of its chromosome and surrounds it with a tough wall, forming the endospore.
560329.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ პროცესში უჯრედი წყალს კარგავს, ნივთიერებათა ცვლა მასში წყდება, მისი დანარჩენი ნაწილი იშლება და საკუთარი თავის მაგივრად უჯრედი ენდოსპორას ტოვებს.
Water is removed from the endospore, and metabolism inside it comes to a halt. The rest of the original cell then disintegrates, leaving the endospore behind.
560330.
ბიოლოგია | თავი XXVII
ენდოსპორების უმეტესობა იმდენად მდგრადია, რომ მდუღარე წყალს უძლევს.
Most endospores are so durable that they can survive in boiling water.
560331.
ბიოლოგია | თავი XXVII
მათ მოსაკლავად მიკრობიოლოგები ლაბორატორიულ ინსტრუმენტებს 121°C - ზე გაცხელებული ორთქლით მაღალი წნევის ქვეშ ამუშავებენ.
To kill endospores, microbiologists must heat their lab equipment with steam at 121°C under high pressure.
560332.
ბიოლოგია | თავი XXVII
ცუდ პირობებში ენდოსპორა საუკუნეების განმავლობაში შეიძლება მიძინებული, მაგრამ ცოცხალი იყოს და რეჰიდრატაციის უნარს ინარჩუნებდეს. ხელსაყრელ გარემო პირობებში მისი ნივთიერებათა ცვლა აღდგება.
In less hostile environments, endospores can remain dormant but viable for centuries, able to rehydrate and resume metabolism when they receive cues that their environment has become more benign.
560333.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტებს ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გარემო პირობების ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია შეუძლია.
Prokaryotes can adapt quickly to changes in their environment through evolution by natural selection.
560334.
ბიოლოგია | თავი XXVII
ისინი სწრაფად მრავლდებიან, ამიტომ პოპულაციაში სწრაფად ვრცელდება მუტაციები, რომლებიც ზრდიან მათ წარმატებას გარემოს ახალ პირობებში.
Because of prokaryotes' rapid reproduction, mutations that confer greater fitness can swiftly become more common in a population.
560335.
ბიოლოგია | თავი XXVII
ლაბორატორიულ პირობებში ევოლუციის შემსწავლელი მეცნიერებებისთვის პროკარიოტები შესანიშნავი მოდელია.
Prokaryotes are important model organisms for scientists who study evolution in the laboratory.
560336.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, რიჩარდ ლენსკი და მისი გუნდი (მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი) E. coli-ს კოლონიებს 988 წლიდან, 1 20 000-ზე მეტი თაობის განმავლობაში აკვირდებიან.
At Michigan State University, for example, Richard Lenski and his team have maintained colonies of E. coli through more than 20,000 generations since 1988.
560337.
ბიოლოგია | თავი XXVII
მკვლევრები კოლონიების ნიმუშებს რეგულარულად ყინავენ, შემდეგ ალღობენ და მათ თვისებებს შემდგომი თაობების თვისებებს ადარებენ.
The researchers regularly freeze samples of the colonies and later thaw them to compare their characteristics with those of later generations.
560338.
ბიოლოგია | თავი XXVII
შედარებამ აჩვენა, რომ ერთსა და იმავე პირობებში, დღევანდელი კოლონია 1988 წლის კოლონიაზე 60%-ით სწრაფად იზრდება.
Such comparisons have revealed that the colonies today can grow 60% faster than the 1988 colonies under the same environmental conditions.
560339.
ბიოლოგია | თავი XXVII
ლენსკის გუნდი იმ გენეტიკურ ცვლილებებს სწავლობს, რომლებიც კოლონიის გარემოსთან ევოლუციური ადაპტაციის საფუძველია.
Lenski's team is exploring the genetic changes underlying the colonies' evolutionary adaptation to their environment.
560340.
ბიოლოგია | თავი XXVII
2003 წელს მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ორ კოლონიაში, საწყის კოლონიებთან შედარებით, ერთი და იგივე 59 გენის ექსპრესიის პარალელური ცვლილებები მოხდა.
In 2003, they reported that two colonies showed parallel changes in expression for the same 59 genes compared to the original colonies.