მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560381.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამიტომ Anabaena არა იზოლირებული უჯრედების სახით არსებობს, არამედ ძაფისებრ კოლონიებს ქმნის.
Instead of living as isolated cells, Anabaena forms filamentous colonies.
560382.
ბიოლოგია | თავი XXVII
ძაფის შემადგენელი უჯრედების უმეტესობა მხოლოდ ფოტოსინთეზით დაკავებულია. რამდენიმე სპეციალიზებული უჯრედი, ჰეტეროცისტი, კი მხოლოდ აზოტს აფიქსირებს.
Most cells in a filament carry out only photosynthesis, while a few specialized cells called heterocysts carry out only nitrogen fixation.
560383.
ბიოლოგია | თავი XXVII
ჰეტეროცისტები გარშემორტყმულია უჯრედის სქელი გარსით. ეს გარსი ზღუდავს უჯრედში ფოტოსინთეზის უნარის მქონე მეზობელი უჯრედებიდან O2-ის შეღწევას.
Heterocysts are surrounded by a thickened cell wall that restricts entry of O2 produced by neighboring photosynthetic cells.
560384.
ბიოლოგია | თავი XXVII
უჯრედშორისი კავშირების საშუალებით ჰეტეროცისტებს მეზობელ უჯრედებში ფიქსირებული აზოტი გადააქვთ და ნახშირწყლებში ცვლიან.
Intercellular connections allow heterocysts to transport fixed nitrogen to neighboring cells in exchange for carbohydrates.
560385.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგ პროკარიოტულ სახეობაში მეტაბოლური კავშირი ზედაპირული შრის შემქმნელ კოლონიებში არსებობს. ზედაპირული შრე ცნობილია ბიოაპკის სახელით.
In some prokaryotic species, metabolic cooperation occurs in surface-coating colonies known as biofilms.
560386.
ბიოლოგია | თავი XXVII
კოლონიის უჯრედები ასინთეზებს სასიგნალო მოლეკულებს, რომლებიც უჯრედების ირგვლივ გროვდება და კოლონიის ზრდას ასტიმულირებს.
Cells in a colony secrete signaling molecules that recruit nearby cells, causing the colony to grow.
560387.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამის გარდა, უჯრედები ცილებს ასინთეზებს რომელთა საშუალებით უჯრედები სუბსტრატს და ერთმანეთს ემაგრება. ბიოაპკებში არსებობს არხები, რომელთა საშუალებით საკვები უჯრედის შიგნით აღწევს, ცხოველმოქმედების ნარჩენები კი გარეთ გამოიდევნება.
The cells also produce proteins that adhere the cells to the substrate and to one in the interior and wastes to be expelled.
560388.
ბიოლოგია | თავი XXVII
სხვადასხვა სახეობის პროკარიოტები ასევე თანამშრომლობენ.
Prokaryotes belonging to different species also cooperate.
560389.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ბაქტერია, რომელიც გოგირდს შთანთქავს და არქეა, რომელიც მეთანს შთანთქავს, ოკეანის ფსკერზე სფეროს ფორმის გროვას ქმნიან.
For example, sulfate-consuming bacteria and methane-consuming archaea coexist in ball-shaped aggregates on the ocean floor.
560390.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც ჩანს, ბაქტერია არქეას ნარჩენ პროდუქტებს, მაგალითად, ორგანულ კომპონენტებსა და წყალბადს იყენებს.
The bacteria appear to use the archaea's waste products, such as organic compounds and hydrogen.
560391.
ბიოლოგია | თავი XXVII
საპირისპიროდ, ბაქტერია წარმოქმნის კომპონენტებს, რომლებიც არქეას უადვილებს მეთანის გამოყენებას.
In turn, the bacteria produce compounds that facilitate methane consumption by the archaea.
560392.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ თანამშრომლობას გლობალური მნიშვნელობა აქვს: ყოველ წელს არქეები დაახლოებით 300 მილიარდ კგ მეთანს სპობენ, რომელიც სათბურის ეფექტის ძირითადი მონაწილეა.
This partnership has global ramifications: Each year, these archaea consume an estimated 300 billion kg of methane, a major contributor to the greenhouse effect.
560393.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების ფილოგენეზს მოლეკულური სისტემატიკის საფუძველზე სწავლობენ.
Molecular systematics is illuminating prokaryotic phylogeny.
560394.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეოცე საუკუნის ბოლომდე პროკარიოტების ტაქსონომიის დასადგენად სისტემატიკოსები ფენოტიპური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ, მაგალითად, ფორმით, მოძრაობის უნარით, კვების ტიპითა და გრამის მეთოდით შეღებვაზე საპასუხო რეაქციით.
Until the late 20th century, systematists based prokaryotic taxonomy on phenotypic criteria such as shape, motility, nutritional mode, and response to Gram staining.
560395.
ბიოლოგია | თავი XXVII
გარკვეული თვალსაზრისით ეს კრიტერიუმები დღემდე მნიშვნელოვანია, მაგალითად, როცა საჭიროა პაციენტის სისხლის პათოგენური ბაქტერიების კლასიფიკაცია.
These criteria are still valuable in certain contexts, such as the rapid identification of pathogenic bacteria cultured from a patient's blood.
560396.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგრამ, როცა საქმე პროკარიოტების ფილოგენეზს ეხება, მათი თვისებების შედარება ნათელ სურათს არ იძლევა.
But when it comes to prokaryotic phylogeny, comparing these characteristics does not reveal a clear history.
560397.
ბიოლოგია | თავი XXVII
მოლეკულური სისტემატიკა კი პროკარიოტების ფილოგენეზის კვლევისას საოცარ შედეგებს იძლევა.
Applying molecular systematics to the investigation of prokaryotic phylogeny, however, has produced dramatic results.
560398.
ბიოლოგია | თავი XXVII
მოლეკულური სისტემატიკის გამოყენებიდან მიღებული გაკვეთილები.
Lessons from Molecular Systematics.
560399.
ბიოლოგია | თავი XXVII
როგორც 25 თავში ვთქვით, მიკრობიოლოგებმა პროკარიოტული გენების თანმიმდევრობების შედარება 1970 წელს დაიწყეს.
As discussed in Chapter 25, microbiologists began comparing the sequences of prokaryotic genes in the 1970s.
560400.
ბიოლოგია | თავი XXVII
დღეს მიკრობიოლოგებმა გენეტიკური მონაცემების დიდი ბაზა შეისწავლეს, ზოგი ორგანიზმის მთლიანი გენომიც გაშიფრეს. მათ დაასკვნეს, რომ რამდენიმე ტრადიციული ტაქსონომიური ჯგუფი, მაგალითად ციანობაქტერიები, მართლაც მონოფილეტური ჯგუფია.
Microbiologists have since analyzed larger amounts of genetic data-in some cases, entire genomes and have concluded that a few traditional taxonomic groups, such as cyanobacteria, are in fact monophyletic.