მოიძებნა 668041 ჩანაწერი
560361.
ბიოლოგია | თავი XXVII
კვების ეს ტიპი ფართოდ გავრცელებულია პროკარიოტებში, უმარტივესებში, სოკოებში, ცხოველებში და ზოგ პარაზიტულ მცენარეშიც.
This nutritional mode is found widely among prokaryotes as well as protists, fungi, animals, and even some parasitic plants.
560362.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეტაბოლური კავშირი ჟანგბადთან.
Metabolic Relationships to Oxygen.
560363.
ბიოლოგია | თავი XXVII
ჟანგბადის მხრივ პროკარიოტების მეტაბოლიზმი ასევე განსხვავდება.
Prokaryotic metabolism also varies with respect to oxygen.
560364.
ბიოლოგია | თავი XXVII
ობლიგატური აერობები O2-ს უჯრედული სუნთქვისთვის იყენებენ და O2-ის გარეშე ზრდა არ შეუძლია.
Obligate aerobes use O2 for cellular respiration and cannot grow without it.
560365.
ბიოლოგია | თავი XXVII
ფაკულტატიური ანაერობები O2-ს იყენებენ, თუ ის გარემოშია, მაგრამ ფერმენტაციის შედეგად უჟანგბადო (ანაერობულ) გარემოშიც იზრდებიან.
Facultative anaerobes use O2 if it is present but can also grow by fermentation in an anaerobic environment.
560366.
ბიოლოგია | თავი XXVII
ობლიგატური ანაერობები O2-ით იწამლებიან.
Obligate anaerobes are poisoned by O2.
560367.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგი ობლიგატური ანაერობი მხოლოდ ფერმენტაციის გამო ცოცხლობს; სხვები ქიმიურ ენერგიას ანაერობული სუნთქვის გზით იღებენ. ამ დროს სხვა ნივთიერებები, და არა O2, მაგალითად ნიტრატების იონები ან სულფატის იონები, ელექტრონებს ელექტრონების სატრანსპორტო ჯაჭვის ბოლოში იძენენ.
Some obligate anaerobes live exclusively by fermentation; others extract chemical energy by anaerobic respiration, in which substances other than O2, such as nitrate ions (NO3) or sulfate ions (SO4), accept electrons at the "downhill" end of electron transport chains.
560368.
ბიოლოგია | თავი XXVII
აზოტური მეტაბოლიზმი.
Nitrogen Metabolism.
560369.
ბიოლოგია | თავი XXVII
აზოტი მთელ რიგ ორგანიზმებს ამინომჟავებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზისთვის სჭირდება.
Nitrogen is essential for the production of amino acids and nucleic acids in all organisms.
560370.
ბიოლოგია | თავი XXVII
ევკარიოტების შესაძლებლობა აზოტის სხვადასხვა ნაერთების შეთვისების შეზღუდულია. პროკარიოტები კი აზოტს მრავალი ფორმით იღებენ.
While eukaryotes are limited in the nitrogenous compounds they can use, prokaryotes can metabolize nitrogen in a wide variety of forms.
560371.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, კონკრეტული პროკარიოტები, ზოგი ციანობაქტერიის (ლურჯ-მწვანე წყალმცენარის) ჩათვლით, ატმოსფერულ აზოტს - (N2) ამიაკად (NH3) გარდაქმნიან. ამ პროცესს აზოტის ფიქსაცია ჰქვია.
For example, certain prokaryotes, including some cyanobacteria, convert atmospheric nitrogen (N2) to ammonia (NH3), a process called nitrogen fixation.
560372.
ბიოლოგია | თავი XXVII
„ფიქსირებული“ აზოტი შემდეგ უჯრედის ამინომჟავებისა და სხვა ორგანული მოლეკულების შემადგენლობაში შედის.
The cells can then incorporate this "fixed" nitrogen into amino acids and other organic molecules.
560373.
ბიოლოგია | თავი XXVII
აზოტის ფიქსირებად ციანობაქტერიებს, სხვა ორგანიზმებთან შედარებით, თვითდაკმაყოფილების ყველაზე მეტი უნარი აქვთ.
In terms of their nutrition, nitrogen-fixing cyanobacteria are the most self-sufficient of all organisms.
560374.
ბიოლოგია | თავი XXVII
მათ ზრდისთვის მხოლოდ სინათლე, CO2, O2, წყალი და ზოგი მინერალი სჭირდება.
They require only light, CO2, N2, water, and some minerals to grow.
560375.
ბიოლოგია | თავი XXVII
54 თავში განხილულია ეკოსისტემაში მიმდინარე აზოტის ციკლისთვის პროკარიოტების დიდი მნიშვნელობა.
Chapter 54 discusses the essential roles that prokaryotes play in the nitrogen cycles of ecosystems.
560376.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეტაბოლური კოოპერაცია.
Metabolic Cooperation.
560377.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტები კოოპერაციის (თანამშრომლობის) საშუალებით გარემოს იმ რესურსებს იყენებენ, რომლებსაც ცალკეული უჯრედი ვერ იყენებს.
Cooperation between prokaryotes allows them to use environmental resources they could not use as individual cells.
560378.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგ შემთხვევაში კოლონიის სპეციალიზებული უჯრედები თანამშრომლობენ.
In some cases, this cooperation takes place between specialized cells of a colony.
560379.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ციანობაქტერია Anabaena-ს აქვს გენები, რომლებიც ფოტოსინთეზისთვის და აზოტის ფიქსაციისთვის საჭირო ცილებს აკოდირებს.
For instance, the cyanobacterium Anabaena has genes encoding proteins for photosynthesis and for nitrogen fixation, but a single cell cannot carry out both processes at the same time.
560380.
ბიოლოგია | თავი XXVII
ცალკეულ უჯრედს ერთსა და იმავე დროს ორივე პროცესის შესრულება არ შეუძლია, იმიტომ, რომ ფოტოსინთეზის შედეგად O2 წარმოიქმნება, რომელიც აზოტის ფიქსაციაში მონაწილე ფერმენტებს დეზაქტივირებს.
The reason is that photosynthesis produces O2, which inactivates the enzymes involved in nitrogen fixation.