მოიძებნა 668041 ჩანაწერი
560401.
ბიოლოგია | თავი XXVII
სხვა ჯგუფები, მაგალითად გრამუარყოფითი ბაქტერიები, რამდენიმე ევოლუციურ შტოს შორის გაფანტულია.
However, other groups, such as gram-negative bacteria, are scattered throughout several lineages.
560402.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ სურათზე ნაჩვენებია პროკარიოტების ზოგი ძირითადი ტაქსონის ფილოგენეზის ფრთხილი მცდელობა, რომელიც მოლეკულურ სისტემატიკას ეფუძნება).
Figure shows a tentative phylogeny of some of the major taxa of prokaryotes based on molecular systematics.
560403.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების ფილოგენეზი დღემდე კვლევის საგანია, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილი უკვე მივიღეთ.
Prokaryotic phylogeny is still a work in progress, but two important lessons have already emerged.
560404.
ბიოლოგია | თავი XXVII
პირველი: პროკარიოტების გენეტიკური მრავალფეროვნება საოცრად დიდია.
One is that the netic diversity of prokaryotes is immense.
560405.
ბიოლოგია | თავი XXVII
როცა მკვლევრებმა პროკარიოტების გენების სეკვენირება დაიწყეს, მათ მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში გამრავლებადი სახეობების გამოკვლევა შეძლეს. რა თქმა უნდა, ეს პროკარიოტული სახეობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
When researchers began to sequence the genes of prokaryotes, they could investigate only those species that could be cultured in the laboratory-a small minority of all prokaryotic species.
560406.
ბიოლოგია | თავი XXVII
ნორმან ფეისმა (კოლორადოს უნივერსიტეტი) 1980-იან წლებში შეიმუშავა მეთოდები, რომელთა საშუალებით მკვლევრებს გენეტიკური მასალის აღება პირდაპირ გარემოდან შეუძლიათ.
Methods pioneered by Norman Pace of the University of Colorado in the 1980s now allow researchers to sample genetic material directly from the environment.
560407.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ „გენეტიკური კვლევის“ საშუალებით, სიცოცხლის ხის ძირითად ნაწილს ყოველ წელს ახალი ტოტები ემატება.
Every year this "genetic prospecting" adds major new branches to the tree of life.
560408.
ბიოლოგია | თავი XXVII
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ კონკრეტული ტოტები სინამდვილეში ახალი სამეფოებია.
Some researchers suggest that certain branches represent entire new kingdoms.
560409.
ბიოლოგია | თავი XXVII
დღეისთვის მთლიანად აღწერილია პროკარიოტების მხოლოდ 4 500 სახეობა. ზოგი მონაცემების მიხედვით კი ერთი მუჭა ნიადაგი შეიძლება პროკარიოტების 10 000 სახეობას შეიცავდეს.
While only 4,500 prokaryotic species have been fully characterized, a single handful of soil could contain 10,000 prokaryotic species, according to some estimates.
560410.
ბიოლოგია | თავი XXVII
ცხადია, რომ ამ მრავალფეროვნებიდან სრული მონაცემების შეგროვებისთვის კვლევის მრავალი წელია საჭირო.
You can see why taking full stock of this diversity will require many years of research.
560411.
ბიოლოგია | თავი XXVII
მეორე მნიშვნელოვანი გაკვეთილია პროკარიოტების ევოლუციაში გენების ჰორიზონტალური გადატანის მნიშვნელობა.
Another important lesson is the apparent significance of horizontal gene transfer in the evolution of prokaryotes.
560412.
ბიოლოგია | თავი XXVII
ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში პროკარიოტები გენებს შორეულად მონათესავე სახეობებიდან იღებდნენ და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
Over hundreds of millions of years, prokaryotes have acquired genes from distantly related species, and they continue to do so today.
560413.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამიტომ მრავალი პროკარიოტის გენომის მნიშვნელოვანი წილი სხვა სახეობებიდან იმპორტირებული გენების მოზაიკაა.
As a result, significant portions of the genomes of many prokaryotes are actually mosaics of genes imported from other species.
560414.
ბიოლოგია | თავი XXVII
კვლავ დახედეთ 27.12 სურათს, რომელიც მოლეკულურ სისტემატიკას ეფუძნება: პროკარიოტების ორ მთავარ ხაზად, ბაქტერიებად და არქეად ადრეული დათიშვა.
Note again in Figure 27.12 a key inference based on molecular systematics: the very early divergence of prokaryotes into two main lineages, bacteria and archaea.
560415.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბაქტერიები.
Bacteria.
560416.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების უმეტესობა ბაქტერიებია, რომლებსაც მრავალი ადამიანი კარგად იცნობს. ეს როგორ პათოგენური სახეობებია, რომლებიც ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას და სხვა დაავადებებს იწვევს, ასევე სახეობები, რომლებსაც მაგალითად შვეიცარიული ყველის დამზადებაში იყენებენ.
Bacteria include the vast majority of prokaryotes that most people are aware of, from the pathogenic species that cause strep throat and other diseases to the beneficial species used to make Swiss cheese.
560417.
ბიოლოგია | თავი XXVII
დააკვირდით 27.13 სურათს, რომ უფრო ახლოს გაიცნოთ ბაქტერიების რამდენიმე ძირითადი ჯგუფი.
Examine Figure 27.13 on the following pages for a closer look at several major groups of bacteria.
560418.
ბიოლოგია | თავი XXVII
არქეებს ზოგი თვისება ბაქტერიის, ზოგი კი ევკარიოტის აქვს.
Archaea share certain traits with bacteria and other traits with eukaryotes.
560419.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუმცა არქეებს მრავალი უნიკალური თვისებაც ახასიათებს, როგორც ეს მოსალოდნელია გრძელი, იზოლირებული ევოლუციური გზის მქონე ტაქსონისგან.
However, archaea also have many unique characteristics, as we would expect for a taxon that has followed a separate evolutionary path for so long.
560420.
ბიოლოგია | თავი XXVII
პირველი პროკარიოტები, რომლებიც არქეას დომენში შეიყვანეს, სახეობებია, რომლებიც სხვა ორგანიზმებისთვის მომაკვდინებელ ექსტრემალურ გარემოში ბინადრობენ.
The first prokaryotes that were classified in domain Archaea are species that live in environments so extreme that few other organisms can survive there.