მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560441.
ბიოლოგია | თავი XXVII
1996 წელს მკვლევრებმა იელოუვსტონის ნაციონალური პარკის ცხელი ნაკადულებიდან ნიმუშები აიღეს და აღმოაჩინეს არქეა, რომელიც არც ერთ კლადაში არ შედის.
In 1996, researchers sampling a hot spring in Yellowstone National Park discovered archaea that do not appear to belong to either Euryarchaeota or Crenarchaeota.
560442.
ბიოლოგია | თავი XXVII
მკვლევრებმა ის ახალ კლადაში Korarchaeota-ში მოათავსეს (ბერძნულად koron – ახალგაზრდა კაცი).
They placed these archaea in a new clade, Korarchaeota (from the Greek koron, young man).
560443.
ბიოლოგია | თავი XXVII
დომენ არქეაში Koararchaeota ყველაზე ძველი ევოლუციური შტოა და მისი შესწავლის შედეგად შეიძლება დედამიწის მთელი სიცოცხლის ევოლუციას უკეთ ჩავწვდეთ.
The oldest lineage in the domain Archaea, Korarchaeota may offer clues to the early evolution of life on Earth.
560444.
ბიოლოგია | თავი XXVII
2002 წელს მკვლევრებმა, რომლებიც ისლანდიის სანაპიროსთან მდებარე ჰიდროთერმულ წყლებს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს მხოლოდ 0.4 μმ დიამეტრის არქეას უჯრედები, რომლებიც გაცილებით უფრო დიდ crenarchaeotes ემაგრებიან.
In 2002, researchers exploring hydrothermal vents off the coast of Iceland discovered archaean cells only 0.4 μm in diameter attached to a much larger crenarchaeote.
560445.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ პატარა არქეებს სხვა ორგანიზმებთან შედარებით ყველაზე მცირე გენომი აქვს. მასში მხოლოდ 500 000 ფუძე წყვილია.
The genome of the tiny archaean is one of the smallest known of any organism, containing only 500,000 base pairs.
560446.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენომის ანალიზი აჩვენებს, რომ ეს პროკარიოტები არქეების მეოთხე კლადას ეკუთვნის, რომელსაც ახლა Nanoarchaeotas უწოდებენ (ბერძნულად nanos - ჯუჯა).
Analysis of the genome indicates that this prokaryote belongs to a fourth archaean clade, now called Nanoarchaeota (from the Greek nanos, dwarf).
560447.
ბიოლოგია | თავი XXVII
ამ კლადას დარქმევიდან ერთ წელიწადში Nanoarchaeote-ს სხვა სამი სახეობის დნმ-ის თანმიმდევრობა გამოყვეს: ერთი იელოუსტონის ცხელი ნაკადულებიდან, ესთო ციმბირის ცხელი ნაკადულებიდან და ერთი წყნარ ოკეანეში ჰიდროთერმული გასასვლელიდან.
Within a year after this clade was named, three other DNA sequences from nanoarchaeote species were isolated: one from Yellowstone's hot springs, one from hot springs in Siberia, and one from a hydrothermal vent in the Pacific.
560448.
ბიოლოგია | თავი XXVII
კვლევა გრძელდება, და 27.12 სურათზე გამოსახული ხე, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში ისევ შეიცვლება.
As prospecting continues, it seems likely that the tree in Figure 27.12 will undergo further change in years to come.
560449.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტები ბიოსფეროში უდიდეს როლს თამაშობენ.
Prokaryotes play crucial roles in the biosphere.
560450.
ბიოლოგია | თავი XXVII
თუ ადამიანი დედამიწის ზურგიდან დღესვე გაქრება, სახეობების უმეტესობა არსებობას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს.
If humans were to disappear from the planet tomorrow, life on Earth would go on for most other species.
560451.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების მნიშვნელობა ბიოსფეროსთვის კი იმდენად დიდია, რომ მათი გადაშენების შემთხვევაში ყველა სხვა სახეობაც გაქრება.
But prokaryotes are so important to the biosphere that if they were to disappear, the prospects for any other life surviving would be dim.
560452.
ბიოლოგია | თავი XXVII
ნარჩენების ქიმიური გადამუშავება.
Chemical Recycling.
560453.
ბიოლოგია | თავი XXVII
ატომები, რომლებიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის ორგანულ მოლეკულებს ქმნიან, ერთ დროს ნიადაგის, ჰაერისა და წყლის არაორგანული კომპონენტების შემადგენლობაში შედიოდა.
The atoms that make up the organic molecules in all living things were at one time part of inorganic compounds in the soil, air, and water.
560454.
ბიოლოგია | თავი XXVII
ადრე თუ გვიან, ისინი უკან ბრუნდებიან.
Sooner or later, that is where those atoms will return.
560455.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეკოსისტემები დამოკიდებულია გარემოს ცოცხალსა და არაცოცხალ კომპონენტებს შორის ქიმიური ელემენტების მიმოქცევაზე. ამ პროცესში ძირითად როლს პროკარიოტები თამაშობენ.
Ecosystems depend on the continual recycling of chemical elements between the living and nonliving components of the environment, and prokaryotes play a major role in this process.
560456.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ქემოჰეტეროტროფული პროკარიოტები დამშლელების სახით ფუნქციონირებენ, ისინი ლეშს, აზოტსა და სხვა ელემენტებს შლიან.
For example, chemoheterotrophic prokaryotes function as decomposers, breaking down corpses, dead vegetation, and waste products, thereby unlocking supplies of carbon, nitrogen, and other elements.
560457.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტები არაორგანულ კომპონენტებს ისეთ ნაერთებად ცვლიან, რომელთა შეთვისება სხვა ორგანიზმებსაც შეუძლია.
Prokaryotes also convert inorganic compounds into forms that can be taken up by other organisms.
560458.
ბიოლოგია | თავი XXVII
მაგალითად, ავტოტროფული პროკარიოტები, ორგანული ნივთიერებების შესაქმნელად CO2-ს იყენებენ, შემდეგ ეს ნივთიერებები კვებით ჯაჭვში მაღლა გადადის.
Autotrophic prokaryotes, for example, use CO2 to make organic compounds, which are then passed up through food chains.
560459.
ბიოლოგია | თავი XXVII
ციანობაქტერიები ათავისუფლებენ ატმოსფეროში O2-ს. ზოგი სახეობა აზოტს ისეთი ფორმით აფიქსირებს, რომლის შეთვისება სხვა ორგანიზმებს ცილის სინთეზისთვის შეუძლია.
Cyanobacteria produce atmospheric O2, and some species also fix nitrogen into a form that other organisms can use to make proteins.
560460.
ბიოლოგია | თავი XXVII
სიმბიოზური ნათესაური კავშირი.
Symbiotic Relationshipsy.