მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560521.
ბიოლოგია | თავი XXVII
სამთო წარმოებაში პროკარიოტები მადნეულიდან მეტალების ექსტრაქციაში გვეხმარება.
In the mining industry, prokaryotes help recover metals from ores.
560522.
ბიოლოგია | თავი XXVII
ბაქტერია სპილენძის სულფიდებიდან ყოველ წელს 30 მილიარდი კგ სპილენძის მიღებაში გვეხმარება.
Bacteria assist in extracting over 30 billion kg of copper from copper sulfides each year.
560523.
ბიოლოგია | თავი XXVII
სხვა პროკარიოტების მონაწილეობენ მადნეულიდან ოქროს ექსტრაქციაში. განას (აფრიკა) ერთი ქარხანა 1 მილიონი კგ ოქროს კონცენტრატს აწარმოებს, რაც განას ყოველდღიური ექსპორტის ნახევრის ტოლია.
Harnessing other prokaryotes that can extract gold from ore, one factory in the African nation of Ghana processes 1 million kg of gold concentrate a day-about half of Ghana's foreign exchange.
560524.
ბიოლოგია | თავი XXVII
გენური ინჟინერიის დახმარებით ადამიანს შეუძლია პროკარიოტების გარდაქმნა ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ჰორმონებისა და სხვა პროდუქტების მისაღებად.
Through genetic engineering, humans can now modify prokaryotes to produce vitamins, antibiotics, hormones, and other products.
560525.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების მოდიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იდეა კრაიგ ვენტერს ეკუთვნის (ადამიანის გენომის პროექტის ერთ-ერთი ლიდერი), რომელმაც გამოაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები პროკარიოტების „ხელოვნური ქრომოსომები”-ს აშენებას ცდილობენ, რაც სინამდვილეში ცარიელი ადგილიდან მთლიანად ახალი სახეობების შექმნას ნიშნავს.
One of the most radical ideas for modifying prokaryotes has come from Craig Venter (one of the leaders of the Human Genome Project), who has announced that he and his colleagues are attempting to build "synthetic chromosomes" for prokaryotes-in effect, producing entirely new species from scratch.
560526.
ბიოლოგია | თავი XXVII
ვენტერი იმედოვნებს ისეთი პროკარიოტების შექმნას, რომლებიც სპეციფიკურ სამუშაოს, მაგალითად დიდი რაოდენობის წყალბადის წარმოებას, შეასრულებენ, რაც ნამარხ საწვავზე ადამიანის დამოკიდებულებას შეამცირებს.
Venter hopes to "design" prokaryotes that can perform specific tasks, such as producing large amounts of hydrogen to reduce dependence on fossil fuels.
560527.
ბიოლოგია | თავი XXVII
პროკარიოტების გამოყენების შესაძლებლობა დიდად დამოკიდებულია მათი კვებისა და მეტაბოლიზმის მრავალფეროვან ფორმაზე.
The usefulness of prokaryotes largely derives from their diverse forms of nutrition and metabolism.
560528.
ბიოლოგია | თავი XXVII
ეს მეტაბოლური მრავალფეროვნება იმ სტრუქტურული სიახლეების გაჩენამდე განვითარდა, რომლებმაც ევკარიოტული ორგანიზმების ევოლუციას წინ უძღოდა.
All this metabolic versatility evolved prior to the appearance of the structural novelties that heralded the evolution of eukaryotic organisms, the topic of the remainder of this unit.
560529.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სამყარო წყლის წვეთში.
A World in a Drop of Water.
560530.
ბიოლოგია | თავი XXVIII
გუბეს წყლის წვეთზე დაბალი სიმძლავრის სინათლის მიკროსკოპით დაკვირვებისას საოცრად მრავალფეროვან ორგანიზმებს აღმოაჩენთ.
Even a low-power light microscope can reveal an astonishing menagerie of organisms in a drop of pond water.
560531.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ პატარა ორგანიზმებიდან ზოგი შოლტის საშუალებით მოძრაობს, სხვები კი წვეთის ფორმის გამონაზარდებით.
Some of these tiny organisms propel themselves with whipping flagella, while others creep along by means of blob-like appendages.
560532.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი მინიატიურულ საიუველირო ნამუშევარს ჰგავს, სხვები კი მბრუნავ მწვანე ბურთებს.
Some resemble miniature jewelry; others look like tumbling green globes.
560533.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ მშვენიერ არსებებს მრავალ განსხვავებულ სამეფოში აერთიანებენ, სადაც ძირითადად ერთუჯრედიანი ევკარიოტები შედიან. ყველა მათგანს პროტისტებს – უმარტივესებს უწოდებენ.
These beautiful creatures belong to the many diverse kingdoms of mostly unicellular eukaryotes informally known as protists.
560534.
ბიოლოგია | თავი XXVIII
300 წლის წინათ ეს ორგანიზმები პირველმა მიკროსკოპის გამომგონებელმა, ჰოლანდიელმა, ანტონ ვან ლევენჰუკმა დაინახა.
They have been intriguing scientists for more than 300 years, ever since the Dutch microscopist Antoni van Leeuwenhoek first laid eyes on them.
560535.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამაზე ლამაზი სანახაობა მე დღემდე არ მინახია.
No more pleasant sight has met my eye than this.
560536.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ადრე სისტემატიკოსები ყველა ერთუჯრედიან ორგანიზმს ერთ სამეფოში - უმარტივესებში (Protista) აერთიანებდნენ.
In the past, taxonomists classified all protists in a single kingdom, Protista.
560537.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგრამ ევკარიოტების სისტემატიკის განვითარებასთან ერთად ეს სამეფო დაიშალა.
However, advances in eukaryotic systematics have caused the kingdom to crumble.
560538.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში უმარტივესები პარაფილეტური სამეფოა.
It has become clear that Protista is in fact paraphyletic.
560539.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი უმარტივესი უფრო ახლოს ენათესავება მცენარეებს, სოკოებს ან ცხოველებს, ვიდრე სხვა უმარტივესებს.
Some protists are more closely related to plants, fungi, or animals than they are to other protists.
560540.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამიტომ ზოგი თანამედროვე ბიოლოგი უმარტივესების სხვადასხვა ევოლუციურ შტოს დამოუკიდებელ სამეფოდ თვლის.
As a result, the kingdom Protista has been abandoned, and various lineages of protists are now recognized as kingdoms in their own right by some biologists.