მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560581.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევკარიოტების ევოლუციის მსვლელობისას რამდენიმე შემთხვევაში ძოწეულმა და მწვანე წყალმცენარეებმა მეორადი ენდოსიმბიოზი განიცადეს.
On several occasions during eukaryotic evolution, red algae and green algae underwent secondary endosymbiosis.
560582.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ისინი ჰეტეროტროფული ევკარიოტის საკვებ ვაკუოლში მოხვდნენ და თვითონ გახდნენ ენდოსიმბიონტები.
They were ingested in the food vacuole of a heterotrophic eukaryote and became endosymbionts themselves.
560583.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, ქლორარაქნიოფიტას სახელით ცნობილი წყალმცენარე მაშინ წარმოიქმნა, როცა ჰეტეროტროფულმა ევკარიოტმა მწვანე წყალმცენარე შთანთქა.
For example, algae known as chlorarachniophytes evolved when a heterotrophic eukaryote engulfed a green alga.
560584.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევოლუციური დროის სკალაზე ეს შედარებით ახალ მოვლენად გვეჩვენება, ვინაიდან შთანთქმული წყალმცენარის პლასტიდებში ფოტოსინთეზი ახლაც მიმდინარეობს და მას საკუთარი პატარა, რუდიმენტული ბირთვიც – ნუკლეომორფი აქვს.
This process likely occurred relatively recently in evolutionary time because the engulfed alga still carries out photosynthesis with its plastids and contains a tiny, vestigial nucleus of its own, called a nucleomorph.
560585.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ქლორარაქნიოფიტების პლასტიდებს ოთხი მემბრანა აქვს, რაც შეესაბამება იმ ჰიპოთეზის, რომ ქლორარაქნიოფიტები განვითარდნენ ევკარიოტისგან, რომელმაც სხვა ევკარიოტი შთანთქა.
Consistent with the hypothesis that chlorarachniophytes evolved from a eukaryote that engulfed another eukaryote, their plastids are surrounded by four membranes.
560586.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ორი შიდა მემბრანა წინაპარი ციანობაქტერიის შიდა და გარე მემბრანისგან წარმოიქმნა.
The two inner membranes originated as the inner and outer membranes of the ancient cyanobacterium.
560587.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მესამე შთანთქმული წყალმცენარის პლაზმური მემბრანისგან და ყველაზე გარე მემბრანა ჰეტეროტროფული ევკარიოტის საკვები ვაკუოლისგან.
The third mem brane is derived from the engulfed alga's plasma membrane, and the outermost membrane is derived from the heterotrophic eukaryote's food vacuole.
560588.
ბიოლოგია | თავი XXVIII
იმ ევოლუციურ შტოებში, სადაც მეორადი ენდოსიმბიოზი შორეულ წარსულში მოხდა, შთანთქმული წყალმცენარის ბევრი ნაწილი რედუცირდა, ან მთლიანად დაიკარგა.
Among lineages in which secondary endosymbiosis occurred in the more distant past, many parts of the engulfed alga have become reduced or have been lost completely.
560589.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, ამ შტოების უმეტესობაში ნუკლეომორფი უბრალოდ გაქრა.
In most of these lineages, for example, the nucleomorph has disappeared.
560590.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დიპლომონადებისა და პარაბაზალიების მიტოქონდრია მოდიფიცირებულია.
Diplomonads and parabasalids have modified mitochondria.
560591.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ახლა, როცა განვიხილეთ ევკარიოტების ევოლუციის ზოგი კონკრეტული თვისება, შეგვიძლია უფრო ახლოს გავეცნოთ უმარტივესების რამდენიმე მთავარ კლადას.
Now that we have examined some of the broad patterns in eukaryotic evolution, we will look more closely at several of the main clades of protists.
560592.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიმოხილვას ვიწყებთ Diplomonadida (დიპლომონადებით) და Parabasala (პარაბაზალიებით).
We begin this tour with Diplomonadida (the diplomonads) and Parabasala (the parabasalids).
560593.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ ორ კლადაში გაერთიანებულ უმარტივესებს არა აქვთ პლასტიდები, მათ მიტოქონდრიას არა აქვს დნმ, ელექტრონების გადატანის ჯაჭვი, ან კრებსის ციკლისთვის საჭირო ფერმენტები.
Protists in these two clades lack plastids, and their mitochondria do not have DNA, electron transport chains, or enzymes that are normally needed for the citric acid cycle.
560594.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგ სახეობაში მიტოქონდრია ძალიან პატარაა და იმ ფერმენტებისთვის კოფაქტორებს აწარმოებს, რომლებიც ჩართულია ციტოზოლში მიმდინარე ატფ-ის სინთეზში.
In some species, the mitochondria are very small and produce cofactors for enzymes involved in ATP production in the cytosol.
560595.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დიპლომონადებისა და პარაბაზალიების უმეტესობა ანაერობულ გარემოში ბინადრობს.
Most diplomonads and parabasalids are found in anaerobic environments.
560596.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დიპლომონადებს ორი ერთნაირი ზომის ბირთვი და მრავალი შოლტი აქვთ.
Diplomonads have two equal-sized nuclei and multiple flagella.
560597.
ბიოლოგია | თავი XXVIII
გაიხსენეთ, რომ ევკარიოტების შოლტი ციტოპლაზმის წაგრძელებაა და უჯრედის პლაზმური მემბრანით დაფარული მიკრომილაკების კონებისგან შედგება.
Recall that eukaryotic flagella are extensions of the cytoplasm, consisting of bundles of microtubules covered by the cell's plasma membrane.
560598.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ის საკმაოდ განსხვავდება პროკარიოტების შოლტისგან, რომელიც უჯრედის ზედაპირთან მიმაგრებული გლობულარული ცილა ფლაგელინისგან შემდგარი ბოჭკოებია.
They are quite different from prokaryotic flagella, which are filaments composed of the globular protein flagellin attached to the cell surface.
560599.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგ დიპლომონადას აქვს ცუდი სახელი. მაგალითად, ძუძუმწოვრების ნაწლავებში მობინადრე პარაზიტს - ნაწლავის ლამბლიას.
An infamous example of a diplomonad is Giardia intestinalis, a parasite that inhabits the intestine of mammals.
560600.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ადამიანი ლამბლიოზით ხშირად ავადდება, როცა ცისტის სტადიაში მყოფი პარაზიტის შემცველი ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს დალევს.
People most often pick up Giardia by drinking water contaminated with feces containing the parasite in a dormant cyst stage.