მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560561.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათი უმეტესობა წყალში თითქმის ყველგან ბინადრობს. ისინი ხმელეთზეც, ტენიან ადგილებში ბინადრობენ, მაგალითად სველ ნიადაგში და დაცვენილ, ლპობად ფოთლებში.
Most protists are aquatic, and they are found almost anywhere there is water, including moist terrestrial habitats such as damp soil and leaf litter.
560562.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოკეანეებში, წყალსატევებში და ტბებში გავრცელებული უმარტივესების უმეტესობა ფსკერის ბინადარია. ისინი კლდეებსა და სხვა სუბსტრატს ემაგრებიან, ან სილასა და შლამში დახოხავენ.
In oceans, ponds, and lakes, many protists are bottomdwellers that attach themselves to rocks and other substrates or creep through the sand and silt.
560563.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პლანქტონიც ძირითადად უმარტივესებისგან შედგება (ბერძნულად planktos - მოხეტიალეა). პლანქტონი ორგანიზმების ერთობლიობაა, რომლებიც წყლის ზედაპირთან ახლოს პასიურად ტივტივებენ.
Protists are also important constituents of plankton (from the Greek planktos, wandering), the communities of organisms that drift passively near the water's surface.
560564.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფიტოპლანქტონი (პლანქტონური წყალმცენარეები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები-cyanobacteria) ზღვისა და მტკნარი წყლის უმეტესი კვებითი ჯაჭვის საფუძველია.
Phytoplankton (planktonic algae and cyanobacteria) form the foundation of most marine and freshwater food webs.
560565.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თავისუფლად მცხოვრები სახეობების გარდა, გვხვდება მრავალი უმარტივესი, რომელიც სხვა ორგანიზმებში სიმბიონტის სახით ბინადრობს.
In addition to these free-living species, many protists live as symbionts in other organisms.
560566.
ბიოლოგია | თავი XXVIII
უმარტივესების გამრავლება და სასიცოცხლო ციკლი ასევე ძალიან მრავალფეროვანია.
Reproduction and life cycles are highly varied among protists.
560567.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი მხოლოდ უსქესოდ მრავლდება.
Some protists are exclusively asexual.
560568.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სხვები სქესობრივად მრავლდებიან ან როგორც მინიმუმ, მეიოზისა და სინგამიის სქესობრივ მექანიზმებს იყენებენ.
Others can also reproduce sexually or at least employ the sexual processes of meiosis and syngamy.
560569.
ბიოლოგია | თავი XXVIII
უმარტივესებში ვხვდებით სქესობრივი სასიცოცხლო ციკლის სამივე ძირითად ტიპს და ამასთან ერთად რამდენიმე ვარიაციას, რომელიც სამიდან არც ერთ ტიპს არ უხდება.
All three basic types of sexual life cycles are represented among protists, along with some variations that do not quite fit any of these types.
560570.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ თავში უმარტივესების რამდენიმე ჯგუფის სასიცოცხლო ციკლს განვიხილავთ.
We will investigate the life cycles of several protist groups in this chapter.
560571.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ენდოსიმბიოზი ევკარიოტების ევოლუციაში.
Endosymbiosis in Eukaryotic Evolution.
560572.
ბიოლოგია | თავი XXVIII
რამ განაპირობა უმარტივესების საოცარი მრავალფეროვნება?
What gave rise to the enormous diversity of protists that exist today?
560573.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დღეს მრავალი მტკიცებულება გაგვაჩნია, რომ უმარტივესების მრავალფეროვნებას დასაბამი ენდოსიმბიოზმა დაუდო.
There is now considerable evidence that much of protist diversity has its origins in endosymbiosis.
560574.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ეს პროცესია, როცა ზოგი ერთუჯრედიანი ორგანიზმი სხვა უჯრედებს შთანთქავს, რომლებიც შემდგომში მასპინძელ უჯრედებში ენდოსიმბიონტებად, საბოლოოდ კი ორგანელებად გადაიქცევა.
A process in which certain unicellular organisms engulfed other cells, which became endosymbionts and ultimately organelles in the host cell.
560575.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, როგორც 26 თავში ვთქვით, მიტოქონდრია უძველესმა ევკარიოტებმა ალბათ ალფა პროტეობაქტერიების შთანთქმის შედეგად შეიძინეს.
For example, as we discussed in Chapter 26, the earliest eukaryotes probably acquired mitochondria by engulfing alpha proteobacteria.
560576.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დღეისთვის ყველა შესწავლილ ევკარიოტში მიტოქონდრია ან გვხვდება, ან გვაქვს იმის ნიშნები, რომ წარსულში არსებობდა. ეს მიტოქონდრიის ძალიან ძველ წარმოშობას ადასტურებს.
The early origin of mitochondria is supported by the fact that all eukaryotes studied so far either have mitochondria or show signs that they had them in the past.
560577.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ მოგვიანებით ჰეტეროტროფული ევკარიოტების ევოლუციურმა შტომ დამატებითი ენდოსიმბიონტები – ფოტოსინთეზის უნარის მქონე ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებიც შეიძინა, რომლებიც შემდგომში პლასტიდებად განვითარდნენ.
Biologists postulate that later in eukaryotic history, one lineage of heterotrophic eukaryotes acquired an additional endosymbiont-a photosynthetic cyanobacterium-that then evolved into plastids.
560578.
ბიოლოგია | თავი XXVIII
28.3 სურათზე მოცემულ მოდელზე ნაჩვენებია პლასტიდების მატარებელი ევოლუციური შტო, რომელმაც საბოლოოდ დასაბამი მწვანე და ძოწეულ წყალმცენარეებს მისცა.
In the model illustrated in Figure 28.3, this plastid-bearing lineage eventually gave rise to red algae and green algae.
560579.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ ჰიპოთეზას ადასტურებს მონაცემი, რომ ძოწეული და მწვანე წყალმცენარეების პლასტიდების გენების დნმ ძალიან ჰგავს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების დნმ-ს.
These hypotheses are supported by the observation that the DNA of plastid genes in red algae and green algae closely resembles the DNA of cyanobacteria.
560580.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამასთან ერთად, ძოწეული და მწვანე წყალმცენარეების პლასტიდებს აქვს ორი მემბრანა, რომლებიც გრამ-უარყოფითი ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების ენდოსიმბიონტების შიდა და გარე მემბრანებს შეესაბამება.
In addition, plastids in red algae and green algae are surrounded by two membranes, which correspond to the inner and outer membranes of the gram-negative cyanobacterial endosymbionts.