მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560601.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პარაზიტით დაბინძურებული ნაკადულის ან მდინარის წყალი გარეგნულად სუფთაა, მაგრამ მისი დალევის შემდეგ ვითარდება დიარეა, რომელსაც ტურისტული ლაშქრობის ჩაშლა ნამდვილად შეუძლია.
Drinking such contaminated water from a seemingly pristine stream or river can cause severe diarrhea and ruin a camping trip.
560602.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუ დალევის წინ წყალს აადუღებთ, ცისტა მოკვდება.
Boiling the water before drinking it kills the cysts.
560603.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პარაბაზალიებში უმარტივესები - ტრიქომონადები შედიან.
Parabasalids include the protists called trichomonads.
560604.
ბიოლოგია | თავი XXVIII
T. vaginalis მასპინძლის სასქესო და გამომყოფი სისტემის ლორწოვან ზედაპირზე შოლტის საშუალებით და პლაზმური მემბრანის ნაწილის ტალღისებრი მოძრაობით გადაადგილდება.
T. vaginalis travels along the mucus-coated lining of the reproductive and urinary tracts of its host by moving its flagella and by undulating part of its plasma membrane.
560605.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუ ვაგინის ნორმალური მჟავე გარემო დარღვეულია, ტრიქომონა სხვა სასარგებლო მიკრობებს ჩაგრავს და ვაგინის გარსს აავადებს.
If the normal acidity of the vagina is disturbed, T. vaginalis can outcompete beneficial microbes and infect the vaginal lining.
560606.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სქესობრივი გზით გადამდები ეს ინფექცია შეიძლება ასევე მამრის შარდსადენში განვითარდეს, თუმცა ამ შემთხვევაში დაავადება ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
Such infections, which can be sexually transmitted, can also occur in the urethra of males, though often without symptoms.
560607.
ბიოლოგია | თავი XXVIII
T. vaginalis-ის გენეტიკურმა შესწავლამ აჩვენა, რომ ეს სახეობა პათოგენური გახდა, როცა ზოგმა პარაბაზალიამ ვაგინაში მობინადრე ერთ-ერთი ბაქტერიისგან გარკვეული გენი გენების ჰორიზონტალური გადაცემის შედეგად შეიძინა.
Genetic studies of T. vaginalis suggest that the species became pathogenic when some of these parabasalids acquired a particular gene through horizontal gene transfer from bacteria that also dwell in the vagina.
560608.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ გენის საშუალებით T. vaginalis-ს ეპითელურ უჯრედებზე კვება შეუძლია, რაც ინფექციის განვითარებას იწვევს.
The gene allows T. vaginalis to feed on epithelial cells, resulting in infection.
560609.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირების შოლტი უნიკალური შინაგანი აგებულებისაა.
Euglenozoans have flagella with a unique internal structure.
560610.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირები (Euglenozoa) მრავალფეროვანი კლადაა, სადაც მტაცებელი ჰეტეროტროფები, ფოტოსინთეზის უნარის მქონე ავტოტროფები და პათოგენური პარაზიტები შედიან.
Euglenozoa (the euglenozoans) is a diverse clade that includes predatory heterotrophs, photosynthetic autotrophs, and pathogenic parasites.
560611.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მთავარი ნიშანი, რომელიც ამ კლადაში გაერთიანებულ უმარტივესებს განასხვავებს, შოლტში განლაგებული სპირალური ან კრისტალური ღერძია, რომლის ფუნქცია დღემდე უცნობია.
The main feature that distinguishes protists in this clade is the presence of a spiral or crystalline rod of unknown function inside their flagella.
560612.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ევგლენასნაირების უმეტესობას აქვს დისკის ფორმის მიტოქონდრიული კრისტა.
Most euglenozoans also have disk-shaped mitochondrial cristae.
560613.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კინეტოპლასტიდები და ევგლენები ორი ყველაზე უკეთ შესწავლილი ჯგუფია.
The two best-studied groups of euglenozoans are the kinetoplastids and the euglenids.
560614.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კინეტოპლასტიდებს აქვთ ერთი დიდი მიტოქონდრია, რომელიც დალაგებულ დნმ-ს - კინეტოპლასტს შეიცავს.
Kinetoplastids have a single, large mitochondrion that contains an organized mass of DNA called a kinetoplast.
560615.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ უმარტივესებში შედიან მტკნარი წყლის, მლაშე წყლისა და ნესტიანი ნიადაგის ეკოსისტემების თავისუფლად მცხოვრები ორგანიზმები, რომლებიც პროკარიოტებით იკვებებიან.
These protists include free-living consumers of prokaryotes in freshwater, mabrine, and moist terrestrial ecosystems.
560616.
ბიოლოგია | თავი XXVIII
აგრეთვე ცხოველების, მცენარეებისა და სხვა უმარტივესების პარაზიტები.
As well as species that parasitize animals, plants, and other protists.
560617.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, გვარი Trypanosoma-ს კინეტოპლასტიდები ადამიანში ძილის დაავადებას იწვევენ, რომელსაც აფრიკული ბუზი - ცეცე ავრცელებს.
For example, kinetoplastids in the genus Trypanosoma cause sleeping sickness in humans, a disease spread by the African tsetse fly that is invariably fatal if left untreated.
560618.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მკურნალობის გარეშე ეს დაავადება სასიკვდილოა ტრიპანოსომები ჩაგას დაავადებასაც იწვევენ, რომელიც სისხლისმწოველ მწერებს გადააქვთ და რომელმაც შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს.
Trypanosomes also cause Chagas' disease, which is transmitted by bloodsucking insects and can lead to congestive heart failure.
560619.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ტრიპანოსომებს იმუნური სისტემისგან ეფექტური სტრატეგია - „მიიზიდე და მოატყუე“ იცავს.
Trypanosomes evade immune detection with an effective "bait-and-switch" defense.
560620.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ტრიპანოსომას უჯრედის ზედაპირზე ერთი ცილის მილიონობით ასლია განლაგებული.
The surface of a trypanosome is coated with millions of copies of a single protein.