მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560681.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტები (წყლის ობი და ნათესავები).
Oomycetes (Water Molds and Their Relatives).
560682.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტებში შედის წყლის ობი, თეთრი ჟანგი და ვაზის ჭრაქი.
Oomycetes include water molds, white rusts, and downy mildews.
560683.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ადრეული მორფოლოგიური კვლევებიდან გამომდინარეობდა, რომ ეს ორგანიზმები სოკოებია (oomyce ,,სოკოს კვერცხს” ნიშნავს).
Early morphological studies suggested that these organisms were fungi (in fact, oomycete means "egg fungus").
560684.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტების უმეტესობას აქვს მრავალბირთვიანი ძაფები (ჰიფები) რომლებიც სოკოების ჰიფებს ჰგვანან.
For example, many oomycetes have multinucleate filaments (hyphae) that resemble fungal filaments.
560685.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუმცა ოომიცეტებსა და სოკოებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.
However, there are many differences between oomycetes and fungi.
560686.
ბიოლოგია | თავი XXVIII
როგორც წესი, ოომიცეტების უჯრედის კედელი ცელულოზისგან შედგება, სოკოების უჯრედის კედელი კი სხვა პოლისაქარიდისგან - ქიტინისგან.
Oomycetes typically have cell walls made of cellulose, whereas the walls of fungi consist mainly of another polysaccharide, chitin.
560687.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტების უმეტესობის სასიცოცხლო ციკლში დიპლოიდური მდგომარეობა ჭარბობს, რომელიც სოკოებში რედუცირებულია.
The diploid condition, which is reduced in fungi, predominates in most oomycete life cycles.
560688.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტებს აქვს შოლტიანი უჯრედები, თითქმის ყველა სოკოს კი შოლტი არა აქვს.
Oomycetes also have flagellated cells, whereas almost all fungi lack flagella.
560689.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მოლეკულური სისტემატიკის საშუალებით დადგინდა, რომ ოომიცეტები სოკოების ახლო ნათესავები არ არიან.
Molecular systematics has confirmed that oomycetes are not closely related to fungi.
560690.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათი გარეგნული მსგავსება კი კონვერგენტული ევოლუციის შედეგია.
Their superficial similarity is a case of convergent evolution.
560691.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ორივეში, ოომიცეტებსა და სოკოებშიც, ძაფისმაგვარი სტრუქტურების ზედაპირის მოცულობასთან შეფარდების მაღალი კოეფიციენტი ზრდის ორგანიზმის გარემოდან საკვების ათვისების უნარს.
In both oomycetes and fungi, the high surface-to-volume ratio of filamentous structures enhances the uptake of nutrients from the organisms' environments.
560692.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუმცა ოომიცეტები პლასტიდების მატარებელი წინაპრების შთამომავლებია, მათ არც პლასტიდები და არც ფოტოსინთეზის უნარი აღარ აქვთ.
Although oomycetes descended from plastid-bearing ancestors, they no longer have plastids and no longer carry out photosynthesis.
560693.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ისინი ძირითადად პარაზიტებია ან რედუცენტები.
Instead, they acquire nutrients mainly as decomposers or parasites.
560694.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წყლის ობის სახეობების უმეტესობა რედუცენტია, ისინი ძირითადად მტკნარ წყალში, მკვდარ წყალმცენარეებსა და ცხოველებზე ბუსუსებიანი მასის სახით იზრდებიან.
Most water molds are decomposers that grow as cottony masses on dead algae and animals, mainly in fresh water.
560695.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თეთრი ჟანგი და ვაზის ჭრაქი ხმელეთზე მობინადრე მცენარეების პარაზიტებია.
White rusts and downy mildews generally live on land as parasites of plants.
560696.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათი სპორები ძირითადად ქარით ვრცელდება, თუმცა სასიცოცხლო ციკლის გარკვეულ მომენტში ისინი შოლტიან ზოოსპორებს ქმნიან.
They are dispersed primarily by windblown spores, although they also form flagellated zoospores at some point during their life cycles.
560697.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოომიცეტების ეკოლოგიური გავლენა შეიძლება ძალიან დიდი იყოს.
The ecological impact of oomycetes can be significant.
560698.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, ოომიცეტა phytophthora infestans კარტოფილის დაავადებას, ფიტოფტოროზს იწვევს, რომლის შედეგად კარტოფილის ღერო და ყუნწი შავ ლორწოდ გადაიქცევა.
For example, the oomycete Phytophthora infestans causes potato late blight, which turns the stalk and stem of potato plants to black slime.
560699.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფიტოფტოროზი იყო მეცხრამეტე საუკუნეში ირლანდიაში მომხდარი გამანადგურებელი შიმშილის მიზეზი, რომლის შედეგად მილიონი ადამიანი დაიღუპა და თითქმის ამდენივემ ირლანდია დატოვა.
Late blight contributed to the devastating Irish famine of the 19th century, in which a million people died and at least that many were forced to leave Ireland.
560700.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ეს დაავადება დღესაც დიდი პრობლემაა. ის იწვევს შეერთებულ შტატებში მოსავლის 15%- იან დანაკარგს. რუსეთის იმ ნაწილებში, სადაც პესტიციდებს არ იყენებენ კი 70%-ანს.
The disease remains a major problem today, causing typical crop losses of 15% in North America and 70% in some parts of Russia where pesticides are unavailable.