მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560721.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოქროსფერი წყალმცენარეები.
Golden Algae.
560722.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოქროსფერ წყალმცენარეებს ანუ chrysophyta-ს (ბერძნულად chrysos – ოქროსფერი), სახელი ფერის გამო დაერქვა, რომელსაც ყვითელი და ყავისფერი კაროტინოიდები განაპირობებს.
Golden algae, or chrysophytes (from the Greek chrysos, golden), are named for their color, which results from their yellow and brown carotenoids.
560723.
ბიოლოგია | თავი XXVIII
როგორც წესი, ოქროსფერი წყალმცენარეების უჯრედები ორშოლტიანია. ორივე შოლტი მიმაგრებულია უჯრედის ერთ ბოლოსთან.
The cells of golden algae are typically biflagellated, with both flagella attached near one end of the cell.
560724.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მრავალი ოქროსფერი წყალმცენარე მტკნარი წყლისა და ზღვის პლანქტონის შემადგენელი ნაწილია.
Many golden algae are components of freshwater and marine plankton.
560725.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველა ოქროსფერი წყალმცენარე ფოტოსინთეზს აწარმოებს, მაგრამ, ამავე დროს ზოგი სახეობა მიქსოტროფია. მათ გახსნილი ორგანული კომპონენტების აბსორბცია ან ფაგოციტოზის გზით საკვების ნაწილაკებისა და პროკარიოტების მონელება შეუძლია.
While all golden algae are photosynthetic, some species are mixotrophic, and can also absorb dissolved organic compounds or ingest food particles and prokaryotes by phagocytosis.
560726.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სახეობების უმეტესობა ერთუჯრედიანია, მაგრამ ზოგი, მაგალითად მტკნარი წყლის გვარი Dinobryon-ი, კოლონიურია.
Most species are unicellular, but some, such as the freshwater genus Dinobryon, are colonial.
560727.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუ უჯრედების სიმჭიდროვემ გარკვეულ დონეს გადააჭარბა, ბევრი სახეობა ქმნის რეზისტენტულ ცისტას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობს.
If cell density exceeds a certain level, many species form resistant cysts that can survive for decades.
560728.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მურა წყალმცენარეები.
Brown Algae.
560729.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველაზე დიდი და რთული აგებულების წყალმცენარეა მურა წყალმცენარე -phaeophyta (ბერძნულად phaios - მუქი, ყავისფერი).
The largest and most complex algae are brown algae, or phaeophytes (from the Greek phaios, dusky, brown).
560730.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველა მათგანი მრავალუჯრედიანია, უმეტესობა ზღვის ბინადარია.
All are multicellular, and most are marine.
560731.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მურა წყალმცენარეები ფართოდ გავრცელებულია ზომიერი სარტყლის სანაპირო ზოლის ცივ წყლებში.
Brown algae are especially common along temperate coasts, where the water is cool.
560732.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი დიდი ძოწეული და მწვანე წყალმცენარეების მრავალუჯრედიან სახეობებსაც წყალმცენარეებს მიაკუთვნებენ.
Some large, multicellular species of red and green algae are also referred to as seaweeds.
560733.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ჩვენ მათზე ამ თავში, მოგვიანებით, ვისაუბრებთ.
We will examine them later in this chapter.
560734.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ წყალმცენარეებს ყველა სხვა წყალმცენარეებთან შედარებით რთული, მრავალუჯრედიანი აგებულება ახასიათებს.
Seaweeds have the most complex multicellular anatomy of all algae.
560735.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგს სპეციალიზებული ქსოვილებიც და ორგანოებიც აქვს, რომლებიც ხმელეთის მცენარეების შესაბამის ორგანოებს წააგავს.
Some even have specialized tissues and organs that resemble those in plants.
560736.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგრამ მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ წყალმცენარეებისა და ხმელეთის მცენარეების ევოლუციურ შტოებში მსგავსება დამოუკიდებლად განვითარდა და ანალოგიას, და არა ჰომოლოგიას წარმოადგენს.
But various evidence indicates that the similarities evolved independently in the algal and plant lineages and are thus analogous, not homologous.
560737.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თალუსი (ბერძნულად thallos – ყლორტია) წყალმცენარის სხეულს დაერქვა, რომელიც ხმელეთის მცენარეების სხეულის მსგავსია.
The term thallus (plural, thalli; from the Greek thallos, sprout) refers to a seaweed body that is plant-like.
560738.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ხმელეთის მცენარის სხეულისგან განსხვავებით, თალუსს ნამდვილი ფესვები, ღეროები და ფოთლები არა აქვს.
Unlike the body of a plant, however, a thallus lacks true roots, stems, and leaves.
560739.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წყალმცენარის ტიპური თალუსი შედგება ფესვისმაგვარი “კავისგან”, რომლითაც ის ნიადაგს ემაგრება, ღეროსმაგვარი ღერძისგან, რომელსაც ემაგრება ფოთლისმაგვარი ფირფიტები.
A typical seaweed thallus consists of a rootlike holdfast, which anchors the alga, and a stemlike stipe, which supports leaflike blades.
560740.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფოტოსინთეზი ძირითადად ფოთლისმაგვარ ფირფიტებში ხდება.
The blades provide most of the surface for photosynthesis.