მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560701.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პათოგენის უკეთესი კვლევისთვის მოლეკულურმა ბიოლოგებმა 1840 წლის ირლანდიური დაავადებული კარტოფილიდან ფიტოფტორას დნმ გამოყვეს.
To understand this pathogen better, molecular biologists have isolated DNA from a specimen of P. infestans preserved from the Irish potato blight of the 1840s.
560702.
ბიოლოგია | თავი XXVIII
გენეტიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ოომიცეტამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეტი პათოგენურობის და პესტიციდების მიმართ მეტი მდგრადობის გენები შეიძინა.
Genetic studies show that in recent decades, the oomycete has acquired genes that make it more aggressive and more resistant to pesticides.
560703.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მეცნიერები დაავადების წინააღმდეგ ახალი საშუალებების შესაქმნელად როგორც ფიტოფტორას, ასევე კარტოფილის გენომს იკვლევენ..
Scientists are looking within the genomes of both Phytophthora and potatoes for new weapons against the disease.
560704.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, 2003 წელს მკვლევრების გუნდმა ფიტოფტორიზის მიმართ რეზისტენტული გარეული კარტოფილიდან გენები გადაიტანა და ფიტოფტორიზის მიმართ რეზისტენტული კარტოფილის ხაზი გამოიყვანა.
In 2003, for example, a team of researchers produced domestic potatoes that were resistant to late blight by transferring genes from a blight-resistant strain of wild potato.
560705.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კაჟოვანი წყალმცენარეები ერთუჯრედიანი წყალმცენარეებია, რომელთა უჯრედს ორგანულ მატრიქსში მოთავსებული და ჰიდრატირებული კვარცისგან შემდგარი უნიკალური, შუშის მსგავსი კედელი აქვს.
Diatoms (also called bacillariophytes) are unicellular algae that have a unique glass-like wall made of hydrated silica embedded in an organic matrix.
560706.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ის ორი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ფეხსაცმლის კოლოფისა და მისი სახურავის მსგავსად გადაიფარება.
The wall consists of two parts that overlap like a shoe box and its lid.
560707.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დიატომების ძალის უმეტეს ნაწილს უზრუნველყოფს მათი უჯრედის კედელში არსებული ნახვრეტებისა და ღარების ნატიფი ბადე. უჯრედის კედელი გლუვი რომ ყოფილიყო, მის დასამტვრევად 60%-ით ნაკლები ძალა იქნებოდა საჭირო.
Much of the strength of diatoms comes from the delicate lacework of holes and grooves in their walls-if the walls were smooth, it would take 60% less force to crush them.
560708.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში კაჟოვანი წყალმცენარეები უსქესოდ, მიტოზით მრავლდებიან. ამ დროს ყოველი შვილობილი უჯრედი მშობლიური უჯრედის კედლის ნახევარს იღებს და ახალ კედელს ქმნის, რომელიც ძველზე შიგნიდან მორგებულია.
Most of the year, diatoms reproduce asexually by mitosis, with each daughter cell receiving half of the parental cell wall and generating a new half that fits inside it.
560709.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი სახეობას ცისტის სახით რეზისტენტული სტადია ახასიათებს.
Some species form cysts as resistant stages.
560710.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კაჟოვან წყალმცენარეებში სქესობრივი გამრავლება იშვიათია.
Sexual reproduction is not common in diatoms.
560711.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ დროს წარმოიქმნება კვერცხუჯრედი და სპერმა; სხვადასხვა სახეობებში სპერმის უჯრედები შეიძლება ამებოიდური ან შოლტიანი იყოს.
When it occurs, it involves the formation of eggs and sperm; sperm cells may be amoeboid or flagellated, depending on the species.
560712.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კაჟოვანი წყალმცენარეები უმარტივესების ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფია. დღეისთვის იდენტიფიცირებულია 100,000 სახეობა.
With an estimated 100,000 living species, diatoms are a highly diverse group of protists.
560713.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ისინი როგორც ოკეანეების, ასევე ტბების ფიტოპლანქტონის ძირითადი შემადგენელი ნაწილია: ზღვის ზედაპირიდან აღებული წყლის ერთი კასრი შეიძლება მილიონობით მიკროსკოპულ წყალმცენარეს შეიცავდეს.
They are a major component of phytoplankton both in the ocean and in lakes: One bucket of water scooped from the surface of the sea may contain millions of these microscopic algae.
560714.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ოქროსფერი და მურა წყალმცენარეების მსგავსად, კაჟოვანები საკვებს გლუკოზის პოლიმერის - ლამინარიის ფორმით ინახავენ.
Like golden algae and brown algae, diatoms store their food reserves in the form of a glucose polymer called laminarin.
560715.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი კაჟოვანი წყალმცენარე საკვებს ზეთოვანი ნივთიერების სახით ინახავს.
Some diatoms also store food as oil.
560716.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დანალექი ქანების ძირითადი კომპონენტია ნამარხი კაჟოვანი წყალმცენარეების კედლების უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც ცნობილია კიზელგურის სახელით. მას ფილტრების მოსამზადებლად და სხვა მრავალი მიზნისთვის მოიპოვებენ.
Massive accumulations of fossilized diatom walls are major constituents of the sediments known as diatomaceous earth, which is mined for its quality as a filtering medium and for many other uses.
560717.
ბიოლოგია | თავი XXVIII
აღსანიშნავია კაჟოვანების შენატანი ნანოტექნოლოგიის განვითარებაში, სხვადასხვა ფორმის მიკროსკოპული დეტალების სახით.
Diatoms also have an interesting application in the field of nanotechnology-the fashioning of microscopic devices.
560718.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კაჟოვანები ნიჟარების მშენებლობისას მიკროსკოპული კომპონენტების რთულ, სამგანზომილებიან ერთობას ქმნიან.
In building their shells, diatoms perform an intricate, three-dimensional self-assembly of microscopic components.
560719.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ნანო-ინჟინრებისთვის ეს პროცესი მინიატიურული ძრავების, ლაზერებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სისტემების შექმნის ხერხია.
Nano-engineers are studying this process as a model for the manufacture of miniature motors, lasers, and medicine-delivery systems.
560720.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ისინი იმაზეც კი ფიქრობენ, რომ შეცვალონ კაჟოვანების დნმ ადამიანისთვის სპეციფიკური სტრუქტურების შესაქმნელად.
They are even exploring the idea of modifying diatom DNA to produce specific structures for humans.