მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560761.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სხვა წყალმცენარეების სასიცოცხლო ციკლში გვაქვს იზომორფული თაობების მონაცვლეობა, როცა სპოროფიტი და გამეტოფიტი გარეგნულად ერთმანეთის მსგავსია, თუმცა მათი ქრომოსომების რიცხვი განსხვავდება.
Other algal life cycles have an alternation of isomorphic generations, in which the sporophytes and gametophytes look similar to each other, although they differ in chromosome number.
560762.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ცერკოზოას და რადიოლარიების ფსევდოპოდიები ძაფისებრია.
Cercozoans and radiolarians have threadlike pseudopodia.
560763.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ახალ კლადა ცერკოზოაში (Cercozoa) შედის მრავალი სახეობა. ისინი იმ ორგანიზმებს მიეკუთვნებიან, რომელსაც ზოგადად ამებებს ვეძახით.
A newly recognized clade, Cercozoa (the cercozoans), contains a diversity of species that are among the organisms referred to as amoebas.
560764.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამებას ადრე ფსევდოპოდიების (ცრუფეხების) მეშვეობით მოძრავ და მკვებავ უმარტივესებს მიაკუთვნებდნენ. ფსევდოპოდა წაგრძელებაა, რომელიც უჯრედის ზედაპირის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს.
Amoebas were formerly defined as protists that move and feed by means of pseudopodia, extensions that may bulge from virtually anywhere on the cell surface.
560765.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამებას გადაადგილებისას ფსევდოპოდია იწელება, გარკვეულ წერტილზე ფიქსირდება და შემდეგ იქ დანარჩენი ციტოპლაზმაც გადაიღვრება.
When an amoeba moves, it extends a pseudopodium and anchors the tip, and then more cytoplasm streams into the pseudopodium.
560766.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მოლეკულურ სისტემატიკაზე დაყრდნობით ცხადი გახდა, რომ ამება არ არის მონოფილეტური ჯგუფი. ეს ორგანიზმები ევკარიოტების შორეულად მონათესავე მრავალ ტაქსონს შორის გაბნეულია.
However, based on molecular systematics, it is now clear that amoebas do not constitute a monophyletic group but are dispersed across many distantly related eukaryotic taxa.
560767.
ბიოლოგია | თავი XXVIII
კლადა ცერკოზოას წარმომადგენლები სხვა ამებებისგან ძაფისმაგვარი ფსევდოპოდიებით განსხვავდება.
Those that belong to the clade Cercozoa are distinguished morphologically from most other amoebas by their threadlike pseudopodia.
560768.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ცერკოზოაში შედიან ქლორარაქნიოფიტები (ისინი ამ თავში ადრეც ვახსენეთ, როცა მეორად ენდოსიმბიოზზე ვსაუბრობდით) და ფორამინიფერები.
Cercozoans include chlorarachniophytes (mentioned earlier in this chapter in the discussion of secondary endosymbiosis) and foraminiferans.
560769.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მეორე კლადას, რადიოლარიას (Radiolaria) წარმომადგენლებს ასევე აქვთ ძაფისმაგვარი ფსევდოპოდია და ცერკოზოას ახლო ნათესავები არიან.
Protists in another clade, Radiolaria (the radiolarians), also have threadlike pseudopodia and are closely related to cercozoans.
560770.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორამინიფერებს (ლათინურად foramen - პატარა ნახვრეტი და ferre - მატარებელი) ან ფორამებს სახელი ფორებიანი ნიჟარის - ტესტის გამო დაერქვათ.
Foraminiferans (from the Latin foramen, little hole, and ferre, to bear), or forams, are named for their porous shells, called tests.
560771.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორამების ტესტები მრავალსაკნიანია და ორგანული მასალისგან შედგება, რომელსაც სიმკვრივეს კალციუმის კარბონატი ანიჭებს.
Foram tests are generally multichambered and consist of organic material hardened with calcium carbonate.
560772.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორებიდან გაშვერილი ფსევდოპოდიები ცურვაში, ნიჟარის ფორმირებასა და კვებაში მონაწილეობს.
The pseudopodia that extend through the pores function in swimming, test formation, and feeding.
560773.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ნიჟარაში მობინადრე ფოტოსინთეზის უნარის მქონე წყალმცენარე მრავალი ფორამის სიმბიონტია და მას საკვებს ასევე აწვდის.
Many forams also derive nourishment from the photosynthesis of symbiotic algae that live within the tests.
560774.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორამინიფერები როგორც ოკეანეში, ასევე მტკნარ წყალში ბინადრობენ.
Forams are found in both the ocean and fresh water.
560775.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სახეობების უმეტესობა ქვიშაში ცხოვრობს ან კლდეებსა და წყალმცენარეებს ემაგრება, ზოგი კი პლანქტონის მრავალრიცხოვანი ბინადარია.
Most species live in the sand or attach themselves to rocks or algae, but some are abundant in plankton.
560776.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველაზე დიდი ფორამინიფერები დიამეტრში რამდენიმე სანტიმეტრს აღწევენ, თუმცა ერთუჯრედიანი ორგანიზმები არიან.
The largest forams, though single-celled, grow to a diameter of several centimeters.
560777.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორამინიფერების დადგენილი სახეობების ოთხმოცდაათი პროცენტი ცნობილია ნამარხებიდან.
Ninety percent of all identified species of forams are known from fossils.
560778.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სხვა უმარტივესების კიროვან ნამარხებთან ერთად, ფორამინიფერების ნიჟარები ზღვის დანალექი ქანების (ხმელეთზე განლაგებული დანალექი კლდეების ჩათვლით) შემადგენელი ნაწილია.
Along with the calcareous remains of other protists, the fossilized tests of forams are components of marine sediments, including sedimentary rocks that are now land formations.
560779.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ფორამინიფერების ნამარხები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას განლაგებული დანალექი ქანების ასაკის დადგენისთვის შესანიშნავი მარკერია.
Foram fossils are excellent markers for correlating the of sedimentary rocks in different parts of the world.
560780.
ბიოლოგია | თავი XXVIII
რადიოლარიები კვარცისგან შემდგარი ნატიფი აგებულების ნიჟარების მქონე ზღვის უმარტივესებია.
Radiolarians are mostly marine protists whose tests are fused into one delicate piece, which is generally made of silica.