მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560741.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგ მურა წყალმცენარეს აქვს “ტივტივა”, რომლის საშუალებით ფირფიტები წყლის ზედაპირთან ახლოს ჩერდებიან.
Some brown algae are equipped with floats, which keep the blades near the water surface.
560742.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიმოქცევის ზონიდან მოშორებით, ღრმა წყლებში, გიგანტური წყალმცენარე ლამინარია ბინადრობს.
Beyond the intertidal zone in deeper waters live giant seaweeds known as kelps.
560743.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ მურა წყალმცენარის ღერძმა შეიძლება სიგრძეში 60 მეტრს მიაღწიოს.
The stipes of these brown algae may be as long as 60 m.
560744.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიმოქცევის ზონაში მობინადრე წყალმცენარეებმა უნდა ტალღების დარტყმის ძალას და უკუქცევას გაუძლონ (დღეში ორჯერ), რომლის შედეგად წყალმცენარე მშრალი ატმოსფეროსა და ინტენსიური გამოსხივების გავლენის ქვეშ ექცევა.
Seaweeds that inhabit the intertidal zone must cope with water churned by waves and wind, along with twice-daily low tides that expose the algae to the drying atmosphere and intense rays of the sun.
560745.
ბიოლოგია | თავი XXVIII
უნიკალური ადაპტაციები ხელს უწყობს წყალმცენარეების გადარჩენას.
Unique adaptations enable these seaweeds to survive.
560746.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, მათი უჯრედების გარსი ცელულოზისგან და ჟელეს მაგვარი პოლისაქარიდებისგან შედგება, რაც თალუსზე ტალღების დარტყმას ამცირებს და უკუქცევისას წყალმცენარეს ამოშრობისგან იცავს.
For example, their cell walls are composed of cellulose and gel-forming polysaccharides that help cushion the thalli from waves and reduce drying when the algae are exposed.
560747.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ადამიანის მიერ წყალმცენარეების გამოყენება.
Human Uses of Seaweeds.
560748.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წყალმცენარეები – მურა და მრავალუჯრედიანი ძოწეული და მწვანე წყალმცენარეები - ადამიანისთვის მნიშვნელოვანი რესურსია.
Seaweeds-brown algae as well as large, multicellular red and green algae, which we discuss later in the chapter-are important commodities for humans.
560749.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მრავალ წყალმცენარეს საკვებად იყენებენ.
Many seaweeds are harvested for food.
560750.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგალითად, მურა წყალმცენარე ლამინარიას (იაპონურად ,,კომბუ”) წვნიანის მოსამზადებლად იყენებენ, ძოწეული წყალმცენარე პორფირასგან (იაპონურად ,,ნორი”) ხრაშუნა ფირფიტებს ამზადებენ ან მის ფირფიტებში სუშის ახვევენ.
For example, the brown alga Laminaria (Japanese "kombu") is used in soups, and the red alga Porphyra (Japanese "nori") is eaten as crispy sheets or used to wrap sushi.
560751.
ბიოლოგია | თავი XXVIII
წყალმცენარის უჯრედის გარსის ჟელესმაგვარ ნივთიერებას (მურა წყალმცენარეებში - ალგინი, ძოწეულ წყალმცენარეებში - აგარი და კარაგინანი) მრავალი საკვების მომზადებისას იყენებენ, მაგალითად: პუდინგის, ნაყინისა და სალათის საწებლების.
The gel-forming substances in the cell walls of algae (algin in brown algae, agar and carrageenan in red algae) are also used to thicken many processed foods, such as pudding, ice cream, and salad dressing.
560752.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თაობათა მონაცვლეობა.
Alternation of Generations.
560753.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მრავალუჯრედიან წყალმცენარეებში სხვადასხვა სასიცოცხლო ციკლი განვითარდა.
A variety of life cycles have evolved among the multicellular algae.
560754.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველაზე რთულია სასიცოცხლო ციკლი, რომელსაც თაობათა მონაცვლეობა ახლავს ანუ ჰაპლოიდური და დიპლოიდური ფორმები ერთმანეთს ენაცვლება.
The most complex life cycles include an alternation of generations, the alternation of multicellular haploid and diploid forms.
560755.
ბიოლოგია | თავი XXVIII
როგორც 29-ე თავში ნახავთ, თაობათა მონაცვლეობა ყველა მცენარის სასიცოცხლო ციკლში განვითარდა.
As you will read in Chapter 29, alternation of generations also evolved in the life cycles of all plants.
560756.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მურა წყალმცენარის - ლამინარიას რთული სასიცოცხლო ციკლი თაობათა მონაცვლეობის მაგალითია.
The complex life cycle of the brown alga Laminaria is an example of alternation of generations.
560757.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დიპლოიდურ ინდივიდს სპოროფიტი დაარქვეს, ვინაიდან ის რეპროდუქციულ უჯრედებს - ზოოსპორებს იძლევა.
The diploid individual is called the sporophyte because it produces reproductive cells called zoospores.
560758.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოოსპორა მდედრ და მამრ ჰაპლოიდ გამეტოფიტად ვითარდება, რომლებიც გამეტებს ქმნიან.
The zoospores develop into haploid male and female gametophytes, which produce gametes.
560759.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ორი გამეტას შერწყმის შედეგად (განაყოფიერება ან სინგამია) დიპლოიდურ ზიგოტას ვიღებთ, რომელიც ახალ სპოროფიტს აძლევს დასაბამს.
The union of two gametes (fertilization, or syngamy) results in a diploid zygote, which gives rise to a new sporophyte.
560760.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ლამინარიის შემთხვევაში ორი თაობა ჰეტერომორფულია, ანუ სპოროფიტი და გამეტოფიტი სტრუქტურულად განსხვავდება.
In Laminaria, the two generations are heteromorphic, meaning that the sporophytes and gametophytes are structurally different.