მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560781.
ბიოლოგია | თავი XXVIII
რადიოლარიების ფსევდოპოდიები – აქსოპოდიები - ცენტრალური სხეულიდან იტოტება. სიმტკიცეს მათ მიკრომილაკების შეკვრები ანიჭებს.
The pseudopodia of radiolarians, known as axopodia, radiate from the central body and are reinforced by bundles of microtubules.
560782.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიკრომილაკები დაფარულია ციტოპლაზმის თხელი ფენით. ფაგოციტოზისას ციტოპლაზმა გარს ერტყმის მცირე მიკროორგანიზმებს, რომლებიც აქსოპოდიას ეხებიან.
The microtubules are covered by a thin layer of cytoplasm, which surrounds through phagocytosis smaller microorganisms that become attached to the axopodia.
560783.
ბიოლოგია | თავი XXVIII
შთანთქმული მსხვერპლი ციტოპლაზმის ნაკადს უჯრედის მთავარი ნაწილისკენ მიაქვს.
Cytoplasmic streaming then carries the engulfed prey into the main part of the cell.
560784.
ბიოლოგია | თავი XXVIII
რადიოლარიების სიკვდილის შემდეგ მათი ნიჟარები ზღვის ფსკერზე ილექება და შლამის მასას ქმნის. ზოგიერთ ადგილას შლამის სისქე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს.
After radiolarians die, their tests settle to the seafloor, where they have accumulated as an ooze that is hundreds of meters thick in some locations.
560785.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამებისნაირების ფსევდოპოდია მომრგვალოა.
Amoebozoans have lobe-shaped pseudopodia.
560786.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამებას მრავალი სახეობა, რომელსაც უფრო მომრგვალებული, ვიდრე ძაფისმაგვარი ფსევდოპოდიები აქვს, კლადა ამებოზოაში (Amoebozoa) შედის.
Many species of amoebas that have lobe-shaped, rather than threadlike, pseudopodia belong to the clade Amoebozoa (the amoebozoans).
560787.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ კლადაში გაერთიანებულია შიშველი ლობოზური ამებები (Gymnamoeba), ამებიაზის გამომწვევი ამებები (Entamoeba) და მიქსომიცეტები.
Amoebozoans include gymnamoebas, entamoebas, and slime molds.
560788.
ბიოლოგია | თავი XXVIII
Gymnamoeba ამებების დიდი და მრავალფეროვანი ჯგუფია.
Gymnamoebas constitute a large and varied group of amoebozoans.
560789.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ეს ერთუჯრედიანი უმარტივესები ნიადაგში, მტკნარ წყალში და ზღვაშიც გვხვდება.
These unicellular protists are ubiquitous in soil as well as freshwater and marine environments.
560790.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათი უმეტესობა ჰეტეროტროფია, რომლებიც ბაქტერიებსა და სხვა უმარტივესებს აქტიურად ეძებენ და სპობენ.
Most are heterotrophs that actively seek and consume bacteria and other protists.
560791.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი შიშველი ამება დეტრიტით (მკვდარი ორგანიზმებით) იკვებება.
Some gymnamoebas also feed on detritus (nonliving organic matter).
560792.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამებების უმეტესობა თავისუფლად მცხოვრები ორგანიზმია, გვარ Entamoeba-ში კი შედიან პარაზიტები, რომლებიც როგორც ხერხემლიანების ყველა კლასის წარმომადგენლებს, ასევე უხერხემლოებსაც აინფიცირებენ.
Whereas most amoebozoans are free-living, those that belong to the genus Entamoeba are parasites that infect all classes of vertebrates as well as some invertebrates.
560793.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ადამიანი, როგორც მინიმუმ, Entamoeba-ს ექვსი სახეობის მასპინძელია, მაგრამ პათოგენად მხოლოდ ერთია - E. histolytica აღიარებული.
Humans host at least six species of Entamoeba, but only one, E. histolytica, is known to be pathogenic.
560794.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ დაავადებით მსოფლიოში ყოველ წელს 100000 ადამიანი იღუპება. პარაზიტებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით ის, მალარიისა და შისტოსომოზის შემდეგ, მესამე ადგილზე იმყოფება.
Responsible for up to 100,000 deaths worldwide every year, the disease is the third-leading cause of death due to parasites, after malaria and schistosomiasis.
560795.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიქსომიცეტები ან mycetozoa (რაც ლათინურად "სოკო ცხოველს” ნიშნავს) ადრე სოკოდ ითვლებოდა, ვინაიდან სოკოს მსგავსად ნაყოფსხეულს წარმოქმნის, რომელიც სპორების გავრცელებას ეხმარება.
Slime molds, or mycetozoans (from the Latin meaning "fungus animals"), were once thought to be fungi because, like fungi, they produce fruiting bodies that aid in spore dispersal.
560796.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუმცა მსგავსება მიქსომიცეტებსა და სოკოებს შორის ევოლუციური კონვერგენციის კიდევ ერთი მაგალითია.
However, the resemblance between mycetozoans and fungi appears to be another example of evolutionary convergence.
560797.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მოლეკულურმა სისტემატიკოსებმა მოათავსეს მიქსომიცეტები კლადა Amoebozoa–ში და თვლიან, რომ ისინი ერთუჯრედიანი -ს მსგავსი წინაპრების შთამომავლებია.
Molecular systematics places slime molds in the clade Amoebozoa and suggests that they descended from unicellular, gymnamoebalike ancestors.
560798.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მიქსომიცეტები ორ მთავარ შტოდ, პლაზმოდიურ მიქსომიცეტებად და უჯრედულ მიქსომიცეტებად დაითიშნენ, რომლებსაც ნაწილობრივ სასიცოცხლო ციკლის პლაზმოდიური მიქსომიცეტები.
Slime molds have diverged into two main branches, plasmodial slime molds and cellular slime molds, which are distinguished in part by their distinctive life cycles.
560799.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პლაზმოდიური მიქსომიცეტების მრავალი სახეობა მკვეთრად პიგმენტირებულია და ხშირად ყვითელი ან ნარინჯისფერია.
Many species of plasmodial slime molds are brightly pigmented, usually yellow or orange.
560800.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სასიცოცხლო ციკლის ერთ-ერთ სტადიაზე ისინი მასას - პლაზმოდიუმს ქმნიან, რომელმაც დიამეტრში შეიძლება მრავალ სანტიმეტრს მიაღწიოს.
At one stage in their life cycle, they form a mass called a plasmodium, which may grow to a diameter of many centimeters.