მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560841.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დამატებითი პიგმენტების საშუალებით მას შეუძლია ცისფერი და მწვანე სინათლის შთანთქმა, რომელიც წყალში შედარებით ღრმად აღწევს.
Their accessory pigments allow them to absorb blue and green light, which penetrate relatively far into the water.
560842.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ახლახან აღმოაჩინეს, რომ ბაჰამას ახლოს მობინადრე ძოწეული წყალმცენარეების სახეობები 260 მეტრის სიღრმეზეც ცხოვრობენ.
A species of red alga has recently been discovered living near the Bahamas at a depth of more than 260 m.
560843.
ბიოლოგია | თავი XXVIII
იდენტიფიცირებულია მტკნარი წყლისა და ხმელეთის სახეობებიც.
There are also some freshwater and terrestrial species.
560844.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეული წყალმცენარეების უმეტესობა მრავალუჯრედიანია, ყველაზე დიდებს უბრალოდ “წყალმცენარეებს” ეძახიან, თუმცა ვერც ერთი ძოწეული წყალმცენარე გიგანტური მურა ლამინარიის ზომას ვერ აღწევს.
Most red algae are multicellular, and the largest are included in the informal designation "seaweeds", although no red algae are as big as the giant brown kelps.
560845.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მრავალი ძოწეული წყალმცენარის თალუსი ბოჭკოვანია, ხშირად დატოტვილია და ტოტები ერთმანეთში გადახლართულია.
The thalli of many red algae are filamentous, often branched and interwoven in lacy patterns.
560846.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თალუსის ფუძე ხშირად უბრალო კავივით გამოიყურება.
The base of the thallus is usually differentiated as a simple holdfast.
560847.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეულ წყალმცენარეს განსაკუთრებით მრავალფეროვანი სასიცოცხლო ციკლი ახასიათებს, სადაც თაობების მონაცვლეობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
Red algae have especially diverse life cycles, and alternation of generations is common.
560848.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მაგრამ სხვა წყალმცენარეებისგან განსხვავებით, მათ სასიცოცხლო ციკლში შოლტიანი სტადია არ არის. გამრავლებისას მათი გამეტების დაახლოება წყლის ნაკადზეა დამოკიდებული.
But unlike other algae, they have no flagellated stages in their life cycle and depend on water currents to bring gametes together for fertilization.
560849.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მწვანე წყალმცენარეები.
Green Algae.
560850.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მწვანე წყალმცენარეებს სახელი მწვანე ქლოროპლასტების გამო დაერქვათ.
Green algae are named for their grass-green chloroplasts.
560851.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ულტრასტრუქტურითა და პიგმენტის შემადგენლობით ისინი იმ ორგანიზმების ქლოროპლასტებს ძალიან ჰგვანან, რომლებსაც ჩვენ ტრადიციულად უბრალოდ მცენარეებს ვეძახით.
In their ultrastructure and pigment composition, these chloroplasts are much like those of organisms we traditionally call plants.
560852.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მოლეკულური სისტემატიკისა და უჯრედული მორფოლოგიის გამოკვლევების შედეგად ცხადი გახდა, რომ მწვანე წყალმცენარეები და ხმელეთის მცენარეები ახლო ნათესავებია.
Molecular systematics and cellular morphology leave little doubt that green algae and land plants are closely related.
560853.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი სისტემატიკოსი მოითხოვს კიდევაც მწვანე წყალმცენარეების ,,მცენარეების” სამეფოში, Viridiplantae-ში ჩართვას (ლათინურად viridis – მწვანეა).
In fact, some systematists now advocate the inclusion of green algae in an expanded "plant" kingdom, Viridiplantae (from the Latin viridis, green).
560854.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მწვანე წყალმცენარეები ორ მთავარ ჯგუფად – მწვანე წყალმცენარეებად - chlorophyta (ბერძნულიდან chloros - მწვანე) და ხაროვანებად - charophycea იყოფა.
Green algae are divided into two main groups, chlorophytes (from the Greek chloros, green) and charophyceans.
560855.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დღეისთვის იდენტიფიცირებულია chlorophyta-ს 7 000 სახეობაზე მეტი.
More than 7,000 species of chlorophytes have been identified.
560856.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მათი უმეტესობა მტკნარ წყალში ბინადრობს, მაგრამ ბევრია ზღვის სახეობაც.
Most live in fresh water, but there are also many marine species.
560857.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ყველაზე მარტივი აგებულების მწვანე წყალმცენარეები ორშოლტიანი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, მაგალითად ქლამიდომონადა, რომელიც უფრო რთული აგებულების მწვანე წყალმცენარეების გამეტებსა და ზოოსპორებს წააგავს.
The simplest chlorophytes are biflagellated unicellular organisms such as Chlamydomonas, which resemble the gametes and zoospores of more complex chlorophytes.
560858.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ერთუჯრედიანი ქლოროფიტების მრავალი სახეობა პლანქტონის სახით არსებობს ან ტენიან ნიადაგში ბინადრობს.
Various species of unicellular chlorophytes exist as plankton or inhabit damp soil.
560859.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგი სხვა სახეობა ევკარიოტებში სიმბიოზის სახით არსებობს და ფოტოსინთეზის შედეგად მიღებული პროდუქტის ნაწილს მასპინძელს საკვებად უწილადებს.
Some live symbiotically within other eukaryotes, contributing part of their photosynthetic output to the food supply of their hosts.
560860.
ბიოლოგია | თავი XXVIII
სოკოების სიმბიონტები, სხვა წყალმცენარეების გარდა, მწვანე წყალმცენარეებიც არიან. ასეთი სიმბიოზის პროდუქტს ლიქენებს ეძახიან.
Chlorophytes are among the algae that live symbiotically with fungi in the associations called lichens.