მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560821.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ სტადიისას “ღეროს” შემქმნელი უჯრედები გაშრობისას კვდებიან, მაშინ, როცა კენწეროში განლაგებული სპორის უჯრედები გადარჩებიან და გამრავლების შესაძლებლობა აქვთ.
During this stage, the cells that form the stalk die as they dry out, while the spore cells at the top survive and have the potential to reproduce.
560822.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ გენში მომხდარი მუტაციის შედეგად Dictyostelium-ის ზოგი უჯრედი “მატყუარად” გადაიქცევა და ღეროს შემადგენლობაში არასდროს არ შედის.
Scientists have found that mutations to a single gene can turn individual Dictyostelium cells into "cheaters" that never become part of the stalk.
560823.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ უჯრედებს “პატიოსნებთან” შედარებით დიდი რეპროდუქციული უპირატესობა აქვთ, ამიტომ გასაკვირია, რომ Dictyostelium-ის ყველა უჯრედი არ არის მატყუარა.
Since these mutants gain a strong reproductive advantage over noncheaters, it is puzzling that all Dictyostelium cells are not cheaters.
560824.
ბიოლოგია | თავი XXVIII
2003 წელს რაისისა და ტურინის უნივერსიტეტების მეცნიერებმა (იტალია) აღმოაჩინეს, თუ რატომ არ არიან სხვა უჯრედებიც მატყუარები.
In 2003, scientists at Rice University and the University of Turin, Italy, discovered why most of the cells do not cheat.
560825.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მატყუარა მუტანტებს უჯრედის ზედაპირზე არა აქვთ ცილა და პატიოსან უჯრედებს შეუძლიათ მათი ამოცნობა.
Cheating mutants lack a protein on their cell surface, and noncheating cells can recognize this difference.
560826.
ბიოლოგია | თავი XXVIII
პატიოსნები უპირატესობას სხვა პატიოსნებთან გაერთიანებას ანიჭებენ და მატყუარებს თავისი ექსპლუატაციის საშუალებას არ აძლევენ.
Noncheaters preferentially aggregate with other noncheaters, thus depriving cheaters of the opportunity to exploit them.
560827.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამოცნობის ასეთი სისტემა მრავალუჯრედიანი ევკარიოტების, მაგალითად მცენარეებისა და ცხოველების, ევოლუციისას ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
Such a recognition system may have been important in the evolution of multicellular eukaryotes such as animals and plants.
560828.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეული და მწვანე წყალმცენარეები ხმელეთის მცენარეების უახლოესი ნათესავებია.
Red algae and green algae are the closest relatives of land plants.
560829.
ბიოლოგია | თავი XXVIII
როგორც 26-ე თავში აღვწერეთ, მოლეკულური სისტემატიკისა და უჯრედის აგებულების შესწავლის შედეგები შემდეგ ფილოგენეტიკურ სურათს ადასტურებს.
As we described in Chapter 26, molecular systematics and studies of cell structure support this phylogenetic scenario.
560830.
ბიოლოგია | თავი XXVIII
მილიარდ წელზე მეტი გავიდა, რაც ლურჯ-მწვანე წყალმცენარე (ციანობაქტერია) ჰეტეროტროფულ უმარტივესში სიმბიონტის სახით დამკვიდრდა.
More than a billion years ago, a heterotrophic protist acquired a cyanobacterial endosymbiont.
560831.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ უმარტივესის ფოტოსინთეზის უნარის მქონე შთამომავლობა ძოწეულ და მწვანე წყალმცენარეებად განვითარდა.
The photosynthetic descendants of this ancient protist evolved into red algae and green algae.
560832.
ბიოლოგია | თავი XXVIII
დაახლოებით 475 მილიონი წლის წინათ, მწვანე წყალმცენარეების ევოლუციურმა შტომ დასაბამი მისცა ხმელეთის მცენარეების განვითარებას.
At least 475 million years ago, the lineage that produced green algae gave rise to land plants.
560833.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ხმელეთის მცენარეებზე 29 და 30 თავებში ვისაუბრებთ.
We will examine land plants in Chapters 29 and 30.
560834.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამ თავში კი განვიხილავთ მათი უახლოესი ნათესავების, ძოწეული და მწვანე წყალმცენარეების მრავალფეროვნებას.
Here we will look at the diversity of their closest algal relatives, red algae and green algae.
560835.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეული წყალმცენარეები.
Red Algae.
560836.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეული წყალმცენარეების (ბერძნულად rhodophytes– rhodos - წითელია) 6 000 ცნობილი სახეობიდან ბევრი მოწითალო შეფერილობისაა, რაც გამოწვეულია დამატებითი პიგმენტით - ფიკოერითრინით, რომელიც ქლოროფილის მწვანე ფერს ფარავს.
Many of the 6,000 known species of red algae (rhodophytes, from the Greek rhodos, red) are reddish, owing to an accessory pigment called phycoerythrin, which masks the green of chlorophyll.
560837.
ბიოლოგია | თავი XXVIII
თუმცა, წყალმარჩხ ადგილებში ცხოვრებას ადაპტირებული სახეობები ფიკოერითრინს ნაკლები რაოდენობით შეიცავს.
However, species adapted to shallower water have less phycoerythrin.
560838.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ამიტომ ძოწეული წყალმცენარეების სახეობები ღრმა წყალში თითქმის შავი ფერის შთაბეჭდილებას ტოვებენ, საშუალო სიღრმის წყალში - მკვეთრი წითლისა და წყალმარჩხ ადგილებში - მომწვანოსი.
As a result, red algae species may be almost black in deep water, bright red at more moderate depths, and greenish in very shallow water.
560839.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ზოგიერთი სახეობა საერთოდ არ არის პიგმენტირებული და სხვა ძოწეული წყალმცენარეების ჰეტეროტროფი პარაზიტია.
Some species lack pigmentation altogether and function heterotrophically as parasites on other red algae.
560840.
ბიოლოგია | თავი XXVIII
ძოწეული წყალმცენარე ტროპიკული ოკეანის თბილ სანაპიროს წყლებში ყველაზე გავრცელებული დიდი წყალმცენარეა.
Red algae are the most abundant large algae in the warm coastal waters of tropical oceans.