მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560881.
ბიოლოგია | თავი XXIX
გეოქიმიური მონაცემების მიხედვით ციანობაქტერიები ხმელეთზე, დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინათ, უკვე არსებობდნენ.
Geochemical evidence suggests that thin coatings of cyanobacteria existed on land about 1.2 billion years ago.
560882.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგრამ ხმელეთის პირველი მცენარეები, სოკოები და ცხოველები მათ მხოლოდ 500 მილიონი წლის წინ შეუერთდნენ.
But it was only about 500 million years ago that plants, fungi, and animals joined them ashore.
560883.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ თავში განვიხილავთ ხმელეთის მცენარეებსა და მათ წარმოშობას წყალში მობინადრე მწვანე წყალმცენარეებისგან.
In this chapter, we will focus on land plants and how they evolved from aquatic green algae.
560884.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, მცენარეების ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა ზღვის ბალახები, ევოლუციის პროცესში წყალში დაბრუნდა, მაგრამ მცენარეთა უმეტესობა ხმელეთზე დარჩა.
Although some plant species, such as sea grasses, returned to aquatic habitats during their evolution, most plants live in terrestrial environments.
560885.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამიტომ, ყველა მცენარეს, მათ შორის წყალში მობინადრეს, ხმელეთის მცენარეებს ვუწოდებთ, რითაც მათ, ფოტოსინთეზის უნარის მქონე, უმარტივესი წყალმცენარეებისგან ვასხვავებთ.
Therefore, we will refer to all plants as land plants, even those that are now aquatic, to distinguish them from algae, which are photosynthetic protists.
560886.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის კოლონიზაციის შემდეგ მცენარეების მრავალფეროვნება დაახლოებით 290,000 სახეობამდე გაიზარდა, რომლებიც ყველა ჰიტატში, მთის მწვერვალებისა და პოლარული რეგიონების გარდა, განსახლდნენ.
Since colonizing land, plants have diversified into roughly 290,000 living species inhabiting all but the harshest environments, such as some mountaintops and some desert and polar regions.
560887.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეებმა ხელი შეუწყვეს სიცოცხლის სხვა ფორმების, მათ შორის, ადამიანის ხმელეთზე არსებობას.
The presence of plants has enabled other life-forms-including humans to survive on land.
560888.
ბიოლოგია | თავი XXIX
ლანდშაფტების სტაბილიზაციით მცენარეების ფესვებმა საარსებო გარემო სხვა ორგანიზმებისთვისაც შექმნეს.
Plant roots have created habitats for other organisms by stabilizing landscapes.
560889.
ბიოლოგია | თავი XXIX
უფრო მნიშვნელოვანია, რომ მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ და ხმელეთზე მობინადრე ცხოველებისთვის საკვების პირველადი მიმწოდებლები არიან.
More importantly, plants are the source of oxygen and the ultimate provider of food for land animals.
560890.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ თავში მცენარეების ევოლუციის პირველ 100 მილიონ წელს გადავხედავთ, მათ შორის უთესლო მცენარეების, ხავსებისა და გვიმრების წარმოშობას.
of In this chapter, we will trace the first 100 million years plant evolution, including the emergence of seedless plants such as mosses and ferns.
560891.
ბიოლოგია | თავი XXIX
30-ე თავში თესლოვანი მცენარეების ევოლუციას განვიხილავთ.
In Chapter 30, we will examine the later evolution of seed plants.
560892.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეები მწვანე წყალმცენარეებისგან წარმოიშვნენ.
Land plants evolved from green algae.
560893.
ბიოლოგია | თავი XXIX
როგორც 28-ე თავში წაიკითხეთ, მეცნიერებმა აღიარეს, რომ ქაროფიტები ხმელეთის მცენარეების უახლოესი ნათესავებია.
As you read in Chapter 28, researchers have identified green algae called charophyceans as the closest relatives of land plants.
560894.
ბიოლოგია | თავი XXIX
აქ განვიხილავთ ამ კავშირის დამადასტურებელ მასალას და ჰიპოთეზას იმ ადაპტაციებზე, რომელთა საშუალებით ხმელეთის მცენარეების წინაპარი წყალმცენარეები ხმელეთზე დასახლდნენ.
Here we will examine the evidence of this relationship and consider what it suggests about how the algal ancestors of land plants might have been well suited to make the move to land.
560895.
ბიოლოგია | თავი XXIX
მორფოლოგიური და ბიოქიმიური მტკიცებულებები.
Morphological and Biochemical Evidence.
560896.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეთა მრავალი ძირითადი ნიშან-თვისება ბევრ უმარტივესს, ძირითადად წყალმცენარეებს, ახასიათებს.
Many key characteristics of land plants also appear in a variety of protists, primarily algae.
560897.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, ისევე, როგორც მურა, ძოწეული და მწვანე წყალმცენარეები, ხმელეთის მცენარეებიც მრავალუჯრედიანი, ევკარიოტული, ფოტოსინთეზის უნარის მქონე ავტოტროფებია.
For example, plants are multicellular, eukaryotic, photosynthetic autotrophs, as are brown, red, and certain green algae.
560898.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეების უჯრედის გარსი აგებულია ცელულოზისგან, უჯრედის გარსის მსგავსი აგებულება მწვანე წყალმცენარეებს, პიროფიტულ და მურა წყალმცენარეებსაც ახასიათებს.
Plants have cell walls made of cellulose, and so do green algae, dinoflagellates, and brown algae.
560899.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეების მსგავსად a და b ქლოროფილის შემცველი ქლოროპლასტები აქვს მწვანე წყალმცენარეებს, ევგლენიდებსა და რამდენიმე პიროფიტულ წყალმცენარეს (Dinoflagellate).
And chloroplasts with chlorophylls a and b are present in green algae, euglenids, and a few dinoflagellates, as well as in plants.
560900.
ბიოლოგია | თავი XXIX
ოთხი ძირითადი ნიშან-თვისება მხოლოდ ხმელეთის მცენარეებსა და ხარას მსგავს წყალმცენარეებს ახასიათებს და ამ ორი ჯგუფის ახლო ნათესაობას ადასტურებს: ცელულოზის სინთეზის როზეტისებრი კომპლექსები.
There are four key traits, however, that land plants share only with the charophyceans, strongly suggesting a close relationship between the two groups: Rose-shaped complexes for cellulose synthesis.