მოიძებნა 668042 ჩანაწერი
560961.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, ნამარხი სპორები თანამედროვე მცენარეების სპორებს ჰგავს, მაგრამ ისინი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშნით განსხვავდება.
Although the fossil spores resemble those of living plants, they also have some striking differences.
560962.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, თანამედროვე მცენარეების სპორები ცალკეული მარცვლების სახით ვრცელდება, ნამარხი სპორები 2-4-სპორისგან შემდგარ ჯგუფში შეკრებილია.
For example, spores of living plants are typically dispersed as single grains, but the fossil spores are fused together in groups of two or four.
560963.
ბიოლოგია | თავი XXIX
შესაძლებელია, რომ ეს ნამარხი სპორები რომელიმე გადაშენებულ, ხმელეთის მცენარეს მონათესავე წყალმცენარეებს ეკუთვნის.
This difference raises the possibility that the fossil spores were not produced by plants, but by some extinct algal relative.
560964.
ბიოლოგია | თავი XXIX
გარდა ამისა, მცენარეული ქსოვილის უძველესი ცნობილი ფრაგმენტები ამოუცნობ სპორებზე 50 მილიონი წლით ახალგაზრდაა.
Furthermore, the oldest known fragments of plant tissue are 50 million years younger than the puzzling spores.
560965.
ბიოლოგია | თავი XXIX
ომანში 2003 წელს დიდი ბრიტანეთისა და ომანის მეცნიერებმა სპორები 475 მილიონი წლის ასაკის ქანიდან გამოყვეს.
In 2003, scientists from Britain and Oman shed some light on this mystery when they extracted spores from 475-millionyear-old rocks from the Middle Eastern country of Oman.
560966.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამავე ასაკის ადრე აღმოჩენილი სპორებისგან განსხვავებით, ეს სპორები მცენარის კუტიკულის მასალაში იყო, რომელიც თანამედროვე მცენარეების სპორების მატარებელი ქსოვილის მსგავსია.
Unlike previously discovered spores of this age, these were embedded in plant cuticle material that is similar to spore-bearing tissue in living plants.
560967.
ბიოლოგია | თავი XXIX
ქსოვილის სხვა მცირე ფრაგმენტების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც აშკარად მცენარეს ეკუთვნოდა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ომანში ნაპოვნი სპორები მეტი ალბათობით ხმელეთის მცენარეებს, ვიდრე წყალმცენარეებს ეკუთვნოდა.
After finding other small fragments of tissue that clearly belonged to plants, the scientists concluded that the Oman spores represent fossil plants rather than algae.
560968.
ბიოლოგია | თავი XXIX
2001 წელს მცენარეების „მოლეკულური საათის“ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თანამედროვე მცენარეების საერთო წინაპარი სავარაუდოდ 700 მილიონი წლის წინათ არსებობდა.
A 2001 "molecular clock" study of plants suggested that the common ancestor of living plants existed 700 million years ago.
560969.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუ ეს მართალია, მცენარეთა ევოლუციის პირველი 225 მილიონი წლის დამადასტურებელი ნამარხები არა გვაქვს.
If this is true, then the fossil record is missing the first 225 million years of plant evolution.
560970.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუმცა 2003 წელს მაიკლ სანდერსონმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი) მოლეკულური მონაცემების საფუძველზე გამოთვალა ომანში აღმოჩენილი სპორების ასაკი და ის დაახლოებით 490-425 მილიონი წელი აღმოჩნდა.
In 2003, however, Michael Sanderson of the University of California reported an estimate based on molecular data of 490 to 425 million years, roughly the age of the spores discovered in Oman.
560971.
ბიოლოგია | თავი XXIX
რა ასაკის არ უნდა იყოს პირველი მცენარეები, ამ წინაპარმა სახეობებმა დასაბამი მისცეს თანამედროვე მცენარეების დიდ მრავალფეროვნებას.
Whatever the precise age of the first land plants, those ancestral species gave rise to the vast diversity of living plants.
560972.
ბიოლოგია | თავი XXIX
29.1 ცხრილში შეჯამებულია ამ თავსა და 30-ე თავში გამოყენებული ტაქსონომიური სქემის 10 ტიპი.
Table 29.1 summarizes the 10 phyla in the taxonomic scheme used in this chapter and in Chapter 30.
560973.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეების მიმოხილვის გაცნობისას 29.1 ცხრილს და 29.7 სურათს ერთდროულად დააკვირდით. 29.7 სურათზე მოცემულია მცენარეების ფილოგენეზის სქემა, რომელიც დამყარებულია მათ მორფოლოგიაზე, ბიოქიმიასა და გენეტიკაზე.
As you read the following overview of land plants, look at Table 29.1 in conjunction with Figure 29.7, which reflects a view of plant phylogeny that is based on plant morphology, biochemistry, and genetics.
560974.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხმელეთის მცენარეები შეიძლება ჭურჭლოვანი ქსოვილის არსებობა-არარსებობის მიხედვით დავაჯგუფოთ. ეს ქსოვილი შედგება მილებში გაერთიანებული უჯრედებისგან, რომელთა საშუალებით მცენარეში წყალი და საკვები ნივთიერებები გადაადგილდება.
Land plants can be informally grouped based on the presence or absence of an extensive system of vascular tissue, cells joined into tubes that transport water and nutrients throughout the plant body.
560975.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეთა უმეტესობას ჭურჭლოვანი ქსოვილის რთული სისტემა აქვს და ამიტომ მათ ჭურჭლოვან მცენარეებს უწოდებენ.
Most plants have a complex vascular tissue system and are therefore called vascular plants.
560976.
ბიოლოგია | თავი XXIX
მცენარეებს, რომლებსაც ფართო სატრანსპორტო სისტემა არა აქვს – ღვიძლის ხავსებს, რქაფოთოლა ხავსებსა და საკუთრივ ხავსებს – „არაჭურჭლოვან“მცენარეებს უწოდებენ, თუმცა ზოგიერთ ხავსს მარტივი ჭურჭლოვანი ქსოვილი აქვს.
Plants that do not have an extensive transport system-liverworts, hornworts, and mosses-are described as "nonvascular" plants, even though some mosses do have simple vascular tissue.
560977.
ბიოლოგია | თავი XXIX
არაჭურჭლოვან მცენარეს ხშირად ხავსისნაირებს ანუ ბრიოფიტებს უწოდებენ (ბერძნულად bryon– ხავსი და phyton – მცენარე).
Nonvascular plants are often informally called bryophytes (from the Greek bryon, moss, and phyton, plant).
560978.
ბიოლოგია | თავი XXIX
მართალია, ტერმინ ბრიოფიტს კვლავ იყენებენ არაჭურჭლოვანი მცენარეების აღსანიშნავად, კამათი ღვიძლის ხავსებს, რქაფოთოლა ხავსებსა და საკუთრივ ხავსებსა და ჭურჭლოვან მცენარეებს შორის არსებულ ნათესაობაზე დღემდე გრძელდება.
Although the term bryophyte is still commonly used to refer to all nonvascular plants, debate continues over the relationships of liverworts, hornworts, and mosses to each other and to vascular plants.
560979.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგიერთი მოლეკულური კვლევის შედეგების მიხედვით, ხავსები არ არის მონოფილეტური ჯგუფი, თუმცა ქლოროპლასტის ამინომჟავების ბოლო პერიოდის ანალიზის მიხედვით, ხავსები ნამდვილი კლადაა.
Whereas some molecular studies have concluded that bryophytes are not monophyletic, a recent analysis of amino acid sequences in chloroplasts asserts that bryophytes form a clade.
560980.
ბიოლოგია | თავი XXIX
29.7 სურათზე წყვეტილი ხაზი ბრიფიტების ჯერ გაურკვეველ ფილოგენიას აღნიშნავს. მაგრამ ხავსებსა და ჭურჭლოვან მცენარეებს ზოგიერთი საერთო შეძენილი ნიშან-თვისება აქვს, მაგალითად მრავალუჯრედიანი ჩანასახი და აპიკალური მერისტემა, თუმცა ხავსებს არა აქვს ჭურჭლოვანი მცენარეებისთვის დამახასიათებელი სიახლეები, როგორიცაა ფესვები და ჭეშმარიტი ფოთლები.
The broken lines in Figure 29.7 reflect the current uncertainty regarding bryophyte phylogeny Whether or not bryophytes are monophyletic, they share some derived traits with vascular plants, such as multicellular embryos and apical meristems, while lacking many innovations of vascular plants, such as roots and true leaves.