მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561021.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირების ორგანოების ნატიფი აგებულების გამო შესაძლებელია ნივთიერებების გადაადგილება სპეციალიზებული ჭურჭლოვანი ქსოვილის გარეშეც.
The thin structure of bryophyte organs makes it possible to distribute materials without specialized vascular tissue.
561022.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუმცა ზოგიერთ ხავსს, მათ შორის გუგულის სელს (Polytrichum) გამტარი ქსოვილები „ღეროს“ცენტრში აქვს და მხოლოდ რამდენიმე სახებას შეუძლია 2მ სიმაღლემდე გაზრდა.
Some mosses, however, including the genus Polytrichum, have conducting tissues in the center of their "stems," and a few of these mosses can grow as tall as 2 m as a result.
561023.
ბიოლოგია | თავი XXIX
ბოტანიკოსები ცდილობენ დაადგინონ ჰომოლოგიურია თუ არა გადამტანი და ჭურჭლოვანი ქსოვილები თუ კონვერგენტული ევოლუციის შედეგად განვითარდნენ.
Plant biologists are trying to determine whether these conducting tissues are homologous with vascular plant tissues or are the result of convergent evolution.
561024.
ბიოლოგია | თავი XXIX
გამეტოფიტებს სუბსტრატზე თხელი რიზოიდები აკავებს, რომლებიც ცალკეული გრძელი, მილისებრი უჯრედებია (ღვიძლის ხავსებსა და რქაფოთოლა ხავსებში) ან უჯრედების ძაფებია (საკუთრივ ხავსებში).
The gametophytes are anchored by delicate rhizoids, which are long, tubular single cells (in liverworts and hornworts) or filaments of cells (in mosses).
561025.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების ფესვებისგან განსხვავებით, რიზოიდები არ შედგება ქსოვილებისგან, არ აქვს სპეციალიზებული გამტარი უჯრედები და არ არის წამყვანი წყლისა და მინერალური მარილების აბსორბციაში.
Unlike roots, which are characteristic of vascular plants, rhizoids are not composed of tissues, lack specialized conducting cells, and do not play a primary role in water and mineral absorption.
561026.
ბიოლოგია | თავი XXIX
მომწიფებული გამეტოფიტები გამეტებს დამცავი ქსოვილით დაფარულ გამეტანგიუმებში წარმოშობენ.
Mature gametophytes produce gametes in gametangia covered by protective tissue.
561027.
ბიოლოგია | თავი XXIX
გამეტოფიტზე შეიძლება მრავალი გამეტანგიუმი განლაგდეს.
A gametophyte may have multiple gametangia.
561028.
ბიოლოგია | თავი XXIX
კვერცხუჯრედები სათითაოდ ლარნაკისებრ არქეგონიუმებში წარმოიქმნება, ყოველი ანთერიდიუმი კი მრავალ სპერმატოზოიდს წარმოშობს.
Eggs are produced singly in vase-shaped archegonia, whereas antheridia each produce many sperm.
561029.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგიერთი ხავსისნაირის გამეტოფიტები ორსქესიანია, მაგრამ საკუთრივ ხავსებში არქეგონიუმი და ანთერიდიუმი ჩვეულებრივ განცალკევებულ მდედრობით და მამრობით გამეტოფიტებზეა განლაგებული.
Some bryophyte gametophytes are bisexual, but in mosses the archegonia and antheridia are typically carried on separate female and male gametophytes.
561030.
ბიოლოგია | თავი XXIX
შოლტიანი სპერმატოზოიდი წყლის აპკში კვერცხუჯრედისკენ მიცურავს და ქიმიური მიმზიდველი ნივთიერებების ანუ ატრაქტანტების გავლენით არქეგონიუმის ყელში შედის.
Flagellated sperm swin through a film of water toward eggs, entering the archegonia in response to chemical attractants.
561031.
ბიოლოგია | თავი XXIX
კვერცხუჯრედი რჩება არქეგონიუმის ფსკერზე.
Eggs are not released but instead remain within the bases of archegonia.
561032.
ბიოლოგია | თავი XXIX
განაყოფიერების შემდეგ ჩანასახი არქეგონიუმში აგრძელებს განვითარებას.
After fertilization, embryos are retained within the archegonia.
561033.
ბიოლოგია | თავი XXIX
პლაცენტის გადამტანი უჯრედების შრეებს საკვები ნივთიერებები ჩანასახისაკენ გადააქვს, რომელიც სპოროფიტად ვითარდება.
Layers of placental transfer cells help transport nutrients to the embryos as they develop into sporophytes.
561034.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირების სპოროფიტები.
Bryophyte Sporophytes.
561035.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნარიების ახალგაზრდა სპოროფიტები ჩვეულებრივ მწვანეა და ფოტოსინთეზის უნარი აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია.
Although bryophyte sporophytes are usually green and photosynthetic when young, they cannot live independently.
561036.
ბიოლოგია | თავი XXIX
ისინი მშობლის გამეტოფიტზე მიმაგრებულნი რჩებიან, და იქიდან შაქრებს, ამინომჟავებს, მინერალურ მარილებსა და წყალს იწოვენ.
They remain attached to their parental gametophytes, from which they absorb sugars, amino acids, minerals, and water.
561037.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირებს მცენარეების ყველა სხვა თანამედროვე ჯგუფთან შედარებით, ყველაზე პატარა და მარტივი სპოროფიტები აქვს, რაც შეესაბამება ჰიპოთეზას, რომ დიდი და უფრო რთული სპოროფიტების ევოლუცია უფრო გვიან – ჭურჭლოვან მცენარეებში მოხდა.
Bryophytes have the smallest and simplest sporophytes of all extant plant groups, consistent with the hypothesis that larger and more complex sporophytes evolved only later in vascular plants.
561038.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჩვეულებრივ სპოროფიტი ფეხის, ღეროსა და სპორანგიუმისგან შედგება.
A typical sporophyte consists of a foot, a seta, and a sporangium.
561039.
ბიოლოგია | თავი XXIX
არქეგონიუმში ჩამჯდარი ფეხი გამეტოფიტიდან საკვებ ნივთიერებებს იწოვს.
Embedded in the archegonium, the foot absorbs nutrients from the gametophyte.
561040.
ბიოლოგია | თავი XXIX
ღეროს გავლით ნივთიერებები სპორანგიუმისკენ ანუ კაფსულისკენ მოძრაობს, რომელიც მათ სპორების (მეიოზით) წარმოსაქმნელად იყენებს.
The seta (plural, setae), or stalk, conducts these materials to the sporangium, also called a capsule, which uses them to produce spores by meiosis.