მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561001.
ბიოლოგია | თავი XXIX
Bryophyta და ხავსისნაირები არ არის სინონიმი.
Note that the terms Bryophyta and bryophyte are not synonymous.
561002.
ბიოლოგია | თავი XXIX
Bryophyta იმ ტიპის ფორმალური ტაქსონომიური სახელწოდებაა, რომელიც მხოლოდ ხავსებს მოიცავს.
Bryophyta is the formal taxonomic name for the phylum that consists solely of mosses.
561003.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირებს კი იყენებენ ყველა არაჭურჭლოვანი მცენარის: ღვიძლის ხავსების, რქაფოთოლას და საკუთრივ ხავსების აღსანიშნავად.
The term bryophyte is used informally to refer to all nonvascular plants-liverworts, hornworts, and mosses.
561004.
ბიოლოგია | თავი XXIX
როგორც ზემოთ ვთქვით, ეს ტერმინი არ იარსებებდა, ეს სამი ჯგუფი კლადას რომ არ ქმნიდეს.
As noted previously, it has not been established whether these three groups form a clade.
561005.
ბიოლოგია | თავი XXIX
სისტემატიკოსები განაგრძობენ კამათს ხავსისნაირების ამ სამი ტიპის ევოლუციის თანმიმდევრობაზე.
Systematists also continue to debate the sequence in which the three phyla of bryophytes evolved.
561006.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირებმა წინაპრებისგან ევოლუციური გამიჯვნის შემდეგ ბევრი უნიკალური შეგუება შეიძინეს, რომელიც თანამედროვე ჭურჭლოვან მცენარეებს ახასიათებს.
Bryophytes acquired many unique adaptations after their evolutionary split from the ancestors they share with living vascular plants.
561007.
ბიოლოგია | თავი XXIX
მიუხედავად ამისა, თანამედროვე ხავსისნაირები სავარაუდოდ უძველესი მცენარეების ზოგიერთ ნიშან-თვისებას ფლობენ.
Nevertheless, living bryophytes likely reflect some traits of the earliest plants.
561008.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, მცენარეების ფრაგმენტების უძველესი ცნობილი ნამარხები ისეთ ქსოვილებს შეიცავს, რომლებიც ძალიან ჰგავს ღვიძლის ხავსების შიდა ქსოვილებს.
The oldest known fossils of plant fragments, for example, include tissues that look very much like the interior of liverworts.
561009.
ბიოლოგია | თავი XXIX
მკვლევრებს უნდათ ამ უძველესი მცენარეების მეტი ნაწილის აღმოჩენა, რომ გაარკვიონ, რამდენად მრავლისმომცველია ეს მსგავსება.
Researchers are eager to discover more parts of these ancient plants to see if this resemblance is reflected more broadly.
561010.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირების გამეტოფიტები.
Bryophyte Gametophytes.
561011.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეებისგან განსხვავებით, ხავსისნაირების სამივე ტიპში გამეტოფიტები სპოროფიტებზე უფრო მსხვილი და სიცოცხლისუნარიანია, რაც ნაჩვენებია 29.8 სურათზე, ხავსის სასიცოცხლო ციკლის სქემაზე.
Unlike vascular plants, in all three bryophyte phyla the gametophytes are larger and longer-living than sporophytes, as shown in the moss life cycle in Figure 29.8.
561012.
ბიოლოგია | თავი XXIX
სპოროფიტები სასიცოცხლო ციკლის მხოლოდ ნაწილის განმავლობაში არსებობს.
Sporophytes are typically present only part of the time.
561013.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუ ხავსისნაირების სპორები ხელსაყრელ პირობებში მოხვდება, მაგალითად ნოტიო ნიადაგში ან ხის ქერქში, ისინი ღვივდება და გამეტოფიტებად ვითარდება.
If bryophyte spores are dispersed to a favorable habitat, such as moist soil or tree bark, they may germinate and grow into gametophytes.
561014.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსის სპორის გაღვივებისას ჩვეულებრივ მწვანე, დატოტვილი, ერთუჯრედიანი ძაფებისა გროვა, პროტონემა ვითარდება (ბერძნულად proto – პირველი, nema – ძაფი).
Germinating moss spores, for example, characteristically produce a mass of green, branched, one-cellthick filaments known as a protonema (plural, protonemata; from the Greek proto, first, and nema, threads).
561015.
ბიოლოგია | თავი XXIX
პროტონემას აქვს დიდი ზედაპირი, რომელიც ხელს უწყობს წყლისა და მინერალური მარილების აბსორბციას.
A protonema has a large surface area that enhances absorption of water and minerals.
561016.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხელსაყრელ პირობებში პროტონემა ერთ ან მეტ „კვირტს“ შობს, რომელსაც აპიკალური მერისტემა აქვს. ის კი თავის მხრივ გამეტოფორს („გამეტების მატარებელ”), გამეტების წარმომქმნელ სტრუქტურას იძლევა.
In favorable conditions, a protonema produces one or more "buds," each with an apical meristem that generates a gamete-producing structure known as a gametophore ('gamete bearer").
561017.
ბიოლოგია | თავი XXIX
პროტონემა და გამეტოფორი ხავსის გამეტოფიტის სხეულს ქმნიან.
Together, a protonema and a gametophore make up the body of a moss gametophyte.
561018.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირების გამეტოფიტი, როგორც წესი, მიწაზე მიკრულ ხალიჩებს ქმნის, რომელიც რამდენიმე უჯრედის სისქისაა.
Bryophyte gametophytes generally form ground-hugging carpets and are at most only a few cells thick.
561019.
ბიოლოგია | თავი XXIX
სხეულის ასეთი თხელი ნაწილები ვერ იკავებს მაღალ მცენარეს.
Such thin body parts could not support a tall plant.
561020.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეორე ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ხავსისნაირების სიმაღლეზე, სახეობათა უმეტესობაში წყლისა და საკვები ნივთიერებების დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის საჭირო ჭურჭლოვანი ქსოვილებია.
A second constraint on the height of bryophytes is the absence, in most species of vascular tissue, which is required for long-distance transport of water and nutrients.