მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561061.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების მხოლოდ მცირე ნაწილს ასეთი ძლიერი გამოშრობის ანუ დესიკაციის გადატანა შეუძლია.
Few vascular plants can survive the same degree of desiccation.
561062.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეტიც, ხავსის უჯრედების ფენოლური ნაერთები უდაბნოში, დიდ სიმაღლეებზე ან მაღალ განედებზე მზის ჭარბ გამოსხივებას შთანთქავს.
Moreover, phenolic compounds in moss cell walls absorb damaging levels of radiation present in deserts or at high altitudes and latitudes.
561063.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭაობის ხავსების გვარი სფაგნუმი (Sphagnum) ანუ „ტორფის ხავსი“ განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია და ნაწილობრივ გახრწნილი ორგანული მასალის უზარმაზარ საბადოებს ქმნის, რომლებიც ცნობილია ტორფის სახელით.
One wetland moss genus, Sphagnum, or "peat moss," is especially widespread, forming extensive deposits of partially decayed organic material known as peat.
561064.
ბიოლოგია | თავი XXIX
დაჭაობებულ ადგილებს, სადაც ეს ხავსი დომინირებს, ტორფიანი ჭაობები ეწოდება.
Boggy regions dominated by this moss are called peat bogs.
561065.
ბიოლოგია | თავი XXIX
უჯრედის გარსის რეზისტენტული ფენოლური ნაერთების წყალობით სფაგნუმი ნელა იხრწნება.
Because of the resistant phenolic compounds embedded in its cell walls, Sphagnum does not decay readily.
561066.
ბიოლოგია | თავი XXIX
გარდა ამისა, იგი გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ბაქტერიულ აქტივობას აქვეითებენ.
In addition, it secretes compounds that may reduce bacterial activity.
561067.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტორფიან ჭაობებში ხრწნის პროცესს დაბალი ტემპერატურა და საკვები ნივთიერებების სიმცირეც თრგუნავს.
Low temperatures and nutrient levels in peat bogs also inhibit decay.
561068.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამის შედეგად, ტორფიან ჭაობებში მუმიფიცირებული სხეული შეიძლება ათასობით წლის მანძილზე ინახებოდეს.
As a result, peat bogs can preserve mummified corpses for thousands of years.
561069.
ბიოლოგია | თავი XXIX
მთელ მსოფლიოში ტორფის სახით დაახლოებით 400 მილიარდი ტონა ორგანული ნახშირბადია.
Worldwide, an estimated 400 billion tons of organic carbon are stored in peat.
561070.
ბიოლოგია | თავი XXIX
ნახშირბადის რეზერვუარები ხელს უწყობს ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის სტაბილიზაციას.
These carbon reservoirs help stabilize global atmospheric CO2 concentrations.
561071.
ბიოლოგია | თავი XXIX
ევროპასა და აზიაში ტორფს დიდი ხნის მანძილზე საწვავად გამოიყენებდნენ. ირლანდიასა და კანადაში იგივე მიზნით მას დღესაც აგროვებენ.
Peat has long been a fuel source in Europe and Asia, and it is still harvested for fuel today, notably in Ireland and Canada.
561072.
ბიოლოგია | თავი XXIX
ტორფის ხავსის მკვდარ უჯრედებს შეუძლია ხავსის მასაზე დაახლოებით 20-ჯერ მეტი წყლის შეწოვა, ამიტომ იგი ნიადაგსაც აუმჯობესებს. მას ასევე იყენებენ მცენარეების ფესვების შესაფუთად მათი ტრანსპორტირების დროს.
Because peat moss has large dead cells that can absorb some 20 times the moss's weight in water, it also serves as a soil conditioner and is used for packing plant roots during shipment.
561073.
ბიოლოგია | თავი XXIX
სფაგნუმის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება შეასუსტოს მისი ეკოლოგიური სარგებელი.
Current overharvesting of Sphagnum may reduce its beneficial ecological effects.
561074.
ბიოლოგია | თავი XXIX
გვიმრები და სხვა უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეები.
Ferns and other seedless vascular plants formed the first forests.
561075.
ბიოლოგია | თავი XXIX
პირველ ტყეებს ქმნიდნენ თუ ხავსისნაირები და მათი მსგავსი მცენარეები მცენარეთა ევოლუციის პირველი 100 მილიონი წლის მანძილზე ბატონობდნენ, ამჟამად უმეტეს ადგილებში ჭურჭლოვანი მცენარეები დომინირებენ.
Whereas bryophytes or bryophytelike plants were the prevalent vegetation during the first 100 million years of plant evolution, vascular plants dominate most landscapes today.
561076.
ბიოლოგია | თავი XXIX
თანამედროვე უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეების დახმარებით შეიძლება უკეთ გავიგოთ ქვანახშირის პერიოდის მცენარეების ევოლუცია. ეს ის პერიოდია, როცა ჭურჭლოვანი მცენარეების მრავალფეროვნების ჩამოყალიბება დაიწყო, თუმცა თესლოვანი მცენარეების ჯგუფების უმეტესობა ჯერ არ არსებობდა.
Living seedless vascular plants provide insights into plant evolution during the Carboniferous period, when vascular plants began to diversify but most groups of seed plants had not yet evolved.
561077.
ბიოლოგია | თავი XXIX
გვიმრებსა და ყველა სხვა უთესლო ჭურჭლოვან მცენარეებს, ხავსისნაირების მსგავსად, აქვს შოლტიანი სპერმატოზოიდები, რომლებსაც კვერცხუჯრედამდე მისაღწევად წყალი სჭირდება.
The sperm of ferns and all other seedless vascular plants are flagel lated and must swim through a film of water to reach eggs, as in bryophytes.
561078.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამიტომ და ასევე გამეტოფიტების სინატიფის გამო, თანამედროვე უთესლო ჭურჭლოვანი მცენარეები ძირითადად ჭარბტენიან ადგილებშია გავრცელებული.
Due to these swimming sperm, as well as their fragile gametophytes, living seedless vascular plants are most common in damp environments.
561079.
ბიოლოგია | თავი XXIX
თესლოვანი მცენარეების გამოჩენამდე მცენარეები დედამიწაზე ძირითადად ჭარბტენიან ადგილებზე ბინადრობდნენ.
Thus it is likely that before the emergence of seed plants, most plant life on Earth was limited to relatively damp habitats.
561080.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების წარმოშობა და ნიშან-თვისებები.
Origins and Traits of Vascular Plants.