მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561041.
ბიოლოგია | თავი XXIX
ერთ კაფსულში შეიძლება 50 მილიონი სპორა წარმოიქმნას.
One capsule can generate up to 50 million spores.
561042.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსების უმეტესობას სპოროფიტის ღერო უგრძელდება, კაფსული ზევით იწევა და სპორები ასე უკეთ ვრცელდება.
In most mosses, the seta becomes elongated, enhancing spore dispersal by elevating the capsule.
561043.
ბიოლოგია | თავი XXIX
მოუმწიფებელ კაფსულს გამეტოფიტის ქსოვილისგან შექმნილი დამცავი ჩაჩი, კალიპტრა აქვს, რომელიც მომწიფებისას კაფსულს სცილდება.
An immature capsule has a protective cap of gametophyte tissue called the calyptra, which is shed when the capsule is mature.
561044.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსების სახეობათა უმეტესობაში კაფსულის ზედა ნაწილზე შემოვლებულია დაკბილული რგოლი, რომელსაც პერისტომა ეწოდება.
In most moss species, the upper part of the capsule features a ring of toothlike structures known as the peristome.
561045.
ბიოლოგია | თავი XXIX
პერისტომის ფუნქციაა ქარის ყოველი დაბერვისას სპორების თანდათანობითი განთავისუფლება, რაც სპორების დიდ მანძილზე გადატანას უზრუნველყოფს.
The peristome is specialized for gradual spore discharge, taking advantage of periodic wind gusts that can carry spores long distances.
561046.
ბიოლოგია | თავი XXIX
რქაფოთოლა ხავსებისა და საკუთრივ ხავსების სპოროფიტები ღვიძლის ხავსების სპოროფიტებზე დიდი და უფრო რთულად აგებულია.
Hornwort and moss sporophytes are larger and more complex than those of liverworts.
561047.
ბიოლოგია | თავი XXIX
რქაფოთოლა ხავსებისა და საკუთრივ ხავსების სპოროფიტებს აქვს სპეციალიზებული ფორები – ბაგეები, რომლებიც ყველა ჭურჭლოვან მცენარესაც ახასიათებს.
Both hornwort and moss sporo phytes also have specialized pores called stomata (singular, stoma), which are also found in all vascular plants.
561048.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს ფორები ფოტოსინთეზს ხელს უწყობს. მათი საშუალებით შესაძლებელია CO2-ისა და O2-ის მიმოცვლას ჰაერსა და სპოროფიტის შიდა ქსოვილებს შორის.
These pores support photosynthesis by allowing the exchange of CO2 and O2 between the outside air and the sporophyte interior.
561049.
ბიოლოგია | თავი XXIX
ცხელ და მშრალ პირობებში ბაგეები იხურება, რაც წყლის დანაკარგს მინიმუმამდე ამცირებს.
In hot, dry conditions, the stomata can close, minimizing water loss.
561050.
ბიოლოგია | თავი XXIX
საკუთრივ ხავსებსა და რქაფოთოლა ხავსებს აქვს ბაგეები ღვიძლის ხავსებს კი არა, რაც ხავსისნაირების ევოლუციის სამი ჰიპოთეზის წამოყენების საშუალებას გვაძლევს.
The fact that stomata are present in mosses and hornworts but absent in liverworts suggests three possible hypotheses for their evolution.
561051.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუ ღვიძლის ხავსები ხმელეთის მცენარეების ყველაზე ღრმად განშტოებული ევოლუციური ხაზია, მაშინ რქაფოთოლა ხავსების, საკუთრივ ხავსებისა და ჭურჭლოვანი მცენარეების წინაპარში ბაგეები ერთხელ წარმოიქმნა.
If liverworts are the deepest-branching lineage of land plants, then stomata evolved once in the ancestor of hornworts, mosses, and vascular plants.
561052.
ბიოლოგია | თავი XXIX
თუ რქაფოთოლა ხავსები ყველაზე ღრმად განშტოებული ევოლუციური ხაზია, მაშინ ბაგეები ერთხელ წარმოიქმნა და ღვიძლის ხავსების ხაზში შემდეგ დაიკარგა.
If hornworts are the deepest-branching lineage, then stomata may have evolved once and then been lost in the liverwort lineage.
561053.
ბიოლოგია | თავი XXIX
შესაძლებელია, რომ რქაფოთოლა ხავსებში ბაგეები საკუთრივ ხავსებისა და ჭურჭლოვანი მცენარეებისგან დამოუკიდებლად განვითარდა.
Or perhaps hornworts acquired stomata independently of mosses and vascular plants.
561054.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ კითხვის გადაჭრა მნიშვნელოვანია მცენარეების ევოლუციის გასარკვევად, რადგან ბაგეები ჭურჭლოვანი მცენარეების წარმატების ძირითადი ფაქტორია, რასაც 36-ე თავში ნახავთ.
This question is important to understanding plant evolution because stomata play a crucial role in the success of vascular plants, as you will see in Chapter 36.
561055.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ ნაწილის პირველ გვერდზე, 29.9 სურათზე, მოცემულია ხავსისნაირების სამი ტიპის გამეტოფიტებისა და სპოროფიტების მაგალითები.
Figure 29.9, on the facing page, illustrates examples of gametophytes and sporophytes in the three bryophyte phyla.
561056.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსების ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობა.
Ecological and Economic Importance of Mosses.
561057.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსების მსუბუქი სპორები ჰაერის ნაკადებით მთელ პლანეტაზე ვრცელდება.
Wind dispersal of lightweight spores has distributed mosses around the world.
561058.
ბიოლოგია | თავი XXIX
ეს მცენარეები განსაკუთრებით გავრცელებული და მრავალფეროვანია ტენიან ტყეებსა და დაჭაობებულ ადგილებში, სადაც ისინი პატარა ცხოველებისთვის საარსებო გარემოს ქმნიან.
These plants are particularly common and diverse in moist forests and wetlands, where they form habitats for tiny animals.
561059.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზოგიერთი ხავსი ექსტრემალურ გარემოშიც კი ბინადრობს, მაგალითად მწვერვალებზე, ტუნდრასა და უდაბნოში.
Some moss species even inhabit such extreme environments as mountaintops, tundra, and deserts.
561060.
ბიოლოგია | თავი XXIX
მრავალი ხავსი ბინადრობს ძალიან ცივ ან მშრალ გარემოში, რადგან ისინი უძლევენ სხეულის მიერ წყლის უმეტესი ნაწილის დაკარგვას. ხელსაყრელ პირობებში ხავსის სხეული წყალს ისევ იწოვს.
Many mosses exist in very cold or dry habitats because they can survive the loss of most of their body water, then rehydrate when moisture is available.