მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561101.
ბიოლოგია | თავი XXIX
ლიგნიფიცირებული ჭურჭლოვანი ქსოვილის საშუალებით ჭურჭლოვანი მცენარეები ხავსისნაირებზე მაღლა იზრდებიან.
Lignified vascular tissue permitted vascular plants to grow to greater heights than bryophytes.
561102.
ბიოლოგია | თავი XXIX
მათი ღერო გამკვრივდა და ნაკლებად იხრებოდა. შესაძლებელი გახდა ღეროს საშუალებით წყლისა და მინერალური მარილების მიწის ზედაპირიდან საკმაოდ დიდ სიმაღლემდე გადაადგილება.
Their stems became strong enough to withstand drooping, and they could transport water and mineral nutrients high above the ground.
561103.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფესვების ევოლუცია.
Evolution of Roots.
561104.
ბიოლოგია | თავი XXIX
ლიგნიფიცირებული ჭურჭლოვანი ქსოვილი მიწის ქვეშაც წარმატების მომტანია.
Lignified vascular tissue also provides benefits below-ground.
561105.
ბიოლოგია | თავი XXIX
ხავსისნაირების რიზოიდების ნაცვლად, თითქმის ყველა ჭურჭლოვან მცენარეს ფესვები განუვითარდა.
Instead of the rhizoids seen in bryophytes, roots evolved in almost all vascular plants.
561106.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფესვები ორგანოებია, რომლებიც ჭურჭლოვან მცენარეებს იკავებს და ნიადაგიდან წყალსა და საკვებ ნივთიერებებს იწოვს.
Roots are organs that anchor vascular plants and enable them to absorb water and nutrients from the soil.
561107.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფესვების საშუალებით ყლორტების სისტემა უფრო მაღლა იზრდება.
Roots also allow the shoot system to grow taller.
561108.
ბიოლოგია | თავი XXIX
თანამედროვე მცენარეების ფესვების ქსოვილები ძალიან წააგავს ნამარხების სახით შემორჩენილი უძველესი ჭურჭლოვანი მცენარეების ღეროს ქსოვილებს.
Root tissues of living plants closely resemble stem tissues of early vascular plants preserved in fossils.
561109.
ბიოლოგია | თავი XXIX
აქედან გამომდინარეობს, რომ ფესვები ალბათ უძველესი ჭურჭლოვანი მცენარეების ღეროს ქვედა, მიწისქვეშა ნაწილებისგან განვითარდა.
This suggests that roots may have evolved from the lowermost, subterranean portions of stems in ancient vascular plants.
561110.
ბიოლოგია | თავი XXIX
გაურკვეველია, ყველა ჭურჭლოვანი მცენარის საერთო წინაპარში ფესვები ერთხელ განვითარდა თუ სხვადასხვა ევოლუციურ ხაზში დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა.
It is not clear whether roots evolved only once in the common ancestor of all vascular plants or independently in different lineages.
561111.
ბიოლოგია | თავი XXIX
ჭურჭლოვანი მცენარეების ამ ხაზების თანამედროვე წარმომადგენლებს მრავალი საერთო ნიშანი აქვთ, მაგრამ ნამარხი მტკიცებულებები კონვერგენტულ ევოლუციაზე მიუთითებს.
Although the roots of living members of these lineages of vascular plants share many similarities, the fossil evidence hints at convergent evolution.
561112.
ბიოლოგია | თავი XXIX
მაგალითად, ლიკოფიტების უძველეს ნამარხებს, რომელთა ასაკი 400 მილიონი წელია, უკვე აქვთ მარტივი ფესვები, ხოლო გვიმრებისა და თესლოვანი მცენარეების წინაპრებს კი არა.
The oldest lycophyte fossils, for example, already displayed simple roots 400 million years ago, when the ancestors of ferns and seed plants still had none.
561113.
ბიოლოგია | თავი XXIX
ამ საკითხის გარკვევას ხელს შეუწყობს სხვადასხვა ჭურჭლოვანი მცენარის ფესვების განვითარების მაკონტროლებელი გენების შესწავლა.
Studying genes that control root development in different vascular plant species may help resolve this controversy.
561114.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფოთლების ევოლუცია.
Evolution of Leaves.
561115.
ბიოლოგია | თავი XXIX
ფოთლები ორგანოებია, რომლებიც ჭურჭლოვანი მცენარეების ზედაპირის ფართობს ზრდის, რაც ფოტოსინთეზისათვის საჭირო მეტი მზის ენერგიის შთანთქმას უზრუნველყოფს.
Leaves are organs that increase the surface area of vascular plants, thereby capturing more solar energy for photosynthesis.
561116.
ბიოლოგია | თავი XXIX
ზომისა და აგებულების სირთულის მხრივ ფოთლები შეიძლება მიკროფილებად და მეგაფილებად დავყოთ.
In terms of size and complexity, leaves can be classified as either microphylls or megaphylls.
561117.
ბიოლოგია | თავი XXIX
ყველა ლიკოფიტს (თანამედროვე ჭურჭლოვანი მცენარეების უძველესი ევოლუციური ხაზი) აქვს მიკროფილები, პატარა, ჩვეულებრივ, ეკლის ფორმის ერთძარღვიანი ფოთლები.
All lycophytes (the oldest lineage of modern vascular plants) have microphylls, small, usually spine-shaped leaves with a single vein.
561118.
ბიოლოგია | თავი XXIX
თითქმის ყველა სხვა ჭურჭლოვან მცენარეს აქვს მეგაფილები, Lძლიერ დაძარღვული ფოთლები.
Almost all other vascular plants have megaphylls, leaves with a highly branched vascular system.
561119.
ბიოლოგია | თავი XXIX
მეგაფილები ჩვეულებრივ მიკროფილებზე დიდია და მათი სახელიც იმავეს მოწმობს. მეგაფილები მიკროფილებზე უკეთ უზრუნველყოფს ფოტოსინთეზის გასავლიანობას, ზედაპირის მეტი ფართობის გამო, რომელსაც ძარღვების ქსელი „ემსახურება”.
So named because they are typically larger than microphylls, megaphylls support greater photosynthetic productivity than microphylls as a result of their greater surface area served by a network of veins.
561120.
ბიოლოგია | თავი XXIX
მიკროფილები ნამარხებში პირველად 410 მილიონი წლის წინ ჩნდება, ხოლო მეგაფილები – მხოლოდ 370 მილიონი წლის წინ, დევონური პერიოდის დასასრულისკენ.
Microphylls first appear in the fossil record 410 million years ago, but megaphylls do not emerge until about 370 million years ago, near the end of the Devonian period.