მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561441.
ბიოლოგია | თავი XXX
როგორ შეიცვალა ველური მცენარეები ასე ძლიერ ასეთი მცირე დროის განმავლობაში?
How did wild plants change so dramatically in such relatively little time?
561442.
ბიოლოგია | თავი XXX
ათასწლეულების მანძილზე მიწათმოქმედები არჩევდნენ სასურველი ნიშან-თვისებების (მაგალითად, დიდი ნაყოფების) მქონე მცენარეთა თესლს მომდევნო წლის ნათესებისთვის.
For thousands of years, farmers have selected the seeds of plants with desirable traits (large fruits, for example) to plant for the next year's crops.
561443.
ბიოლოგია | თავი XXX
თუმცა ადამიანებს გაუცნობიერებლად კულტურაში შემოჰქონდათ სხვა მცენარეებიც, მაგალითად, ველური ნუში.
But humans may also be domesticating certain other plants unconsciously, as in the case of wild almonds.
561444.
ბიოლოგია | თავი XXX
ნუში შეიცავს მწარე ნივთიერებას, ე.წ. ამიგდალინს, რომელიც აფრთხობს ფრინველებსა და სხვა ცხოველებს.
Almonds contain a bitter compound called amygdalin that repels birds and other animals.
561445.
ბიოლოგია | თავი XXX
ამიგდალინის დაშლის შედეგად მიიღება ციანიდი და ამიტომ ველური ნუშის დიდი რაოდენობით მიღებას შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს.
Amygdalin breaks down into cyanide, so eating a large number of wild almonds can be fatal.
561446.
ბიოლოგია | თავი XXX
მუტაციებმა შეიძლება შეამციროს ამიგდალინის შემცველობა, რის გამოც ნუშის მწარე თესლი შედარებით ტკბილი ხდება.
But mutations can reduce the level of amygdalin, making almonds sweet rather than bitter.
561447.
ბიოლოგია | თავი XXX
ველური ფრინველები ასეთი მუტაციების შედეგად მიღებულ ნუშს ხიდან ჭამენ.
Wild birds eat almonds from trees with such mutations.
561448.
ბიოლოგია | თავი XXX
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შესაძლებელია, ადამიანებმა დაინახეს, თუ როგორ ჭამდნენ ფრინველები ასეთ ნუშს, შემდეგ თავადაც გასინჯეს იგი და გაავრცელეს ნუშის თესლი, რომლის ნაწილი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს დაუზიანებლად გადიოდა.
According to one hypothesis, humans may have observed birds eating the almonds and then eaten the almonds themselves, passing some seeds in their feces.
561449.
ბიოლოგია | თავი XXX
თესლი ღვივდებოდა ადამიანის დასახლებების გარშემო და ასე ვრცელდებოდა ხეები შედარებით ტკბილი და ნაკლებად საზიანო თესლით.
The seeds germinated around human settlements and grew into plants with sweeter, less dangerous almonds.
561450.
ბიოლოგია | თავი XXX
ძირითადი კულტურული მცენარეების გარდა, მნიშვნელოვანია ის ყვავილოვანი მცენარეებიც, რომლებიც მეორეხარისხოვან პროდუქტს იძლევა.
In addition to basic crops, flowering plants provide nonstaple foods.
561451.
ბიოლოგია | თავი XXX
მსოფლიოს ორი ყველაზე პოპულარული სასმელი – ჩაის ფოთლებისა და ყავის თესლისაგან მზადდება, ხოლო კაკაოსა და შოკოლადის წყარო, ტროპიკული კაკაოს ხეა.
Two of the world's most popular beverages come from tea leaves and coffee beans, and you can thank the tropcal cacao tree for cocoa and chocolate.
561452.
ბიოლოგია | თავი XXX
სანელებლები მცენარის სხვადასხვა ნაწილისგან მიიღება, როგორიცაა ყვავილი (მიხაკი, ზაფრანი), ნაყოფი და თესლი (ვანილი, შავი პილპილი, მდოგვი, ძირა), ფოთლები (რეჰანი, პიტნა, სალბი) და ქერქიც კი (დარიჩინი).
Spices are derived from various plant parts, such as flowers (cloves, saffron), fruits and seeds (vanilla, black pepper, mustard, cumin), leaves (basil, mint, sage), and even bark (cinnamon).
561453.
ბიოლოგია | თავი XXX
ბევრი თესლოვანი მცენარე – შიშველთესლოვანიც და ფარულთესლოვანიც – მერქნის წყაროა. უთესლო მცენარეებს მერქანი არ აქვთ.
Many seed plants, both gymnosperms and angiosperms, are sources of wood, which is absent in all living seedless plants.
561454.
ბიოლოგია | თავი XXX
მერქანი ქსილემის უხეშკედლიანი უჯრედებისგან შედგება.
Wood consists of an accumulation of tough-walled xylem cells.
561455.
ბიოლოგია | თავი XXX
მერქანი მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის არის საწვავისა და ქაღალდის დასამზადებელი მასის წყარო (ქაღალდის დასამზადებლად მეტწილად წიწვიანების, მაგალითად, ნაძვისა და ფიჭვის მერქანი გამოიყენება).
Wood is the primary source of fuel for much of the world, and wood pulp, typically derived from conifers such as fir and pine, is used to make paper.
561456.
ბიოლოგია | თავი XXX
მთელ მსოფლიოში მერქანი კვლავაც რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებულ სამშენებლო მასალად.
Worldwide, wood also remains the most widely used construction material.
561457.
ბიოლოგია | თავი XXX
საუკუნეების მანძილზე მედიცინაც მცენარეებზე იყო დამოკიდებული.
For centuries, humans have also depended on seed plants for medicines.
561458.
ბიოლოგია | თავი XXX
ბევრ კულტურას აქვს ბალახოვანი წამლების გამოყენების ძველი ტრადიციები. სამეცნიერო გამოკვლევების შედეგად კი ტრადიციულად სამკურნალოდ გამოყენებული ბევრ მცენარეში აღმოჩენილი ნაერთების მიხედვით შეიქმნა მეორადი ნაერთები, რამაც შესაძლებელი გახადა წამლების სინთეზი.
Many cultures have a long tradition of using herbal remedies, and scientific research has identified the relevant secondary compounds in many of these plants, leading to the synthesis of medicines.
561459.
ბიოლოგია | თავი XXX
მაგალითად, ტირიფის ფოთლები და ქერქი უძველესი დროიდან გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელი წამლების დასამზადებლად და ეს საშუალება ჯერ კიდევ ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს დროინდელ საბუთებშია მოხსენიებული.
Willow leaves and bark, for instance, have been used since ancient times in pain-relieving remedies, including prescriptions by the Greek physician Hippocrates.
561460.
ბიოლოგია | თავი XXX
1800-იან წლებში მეცნიერებმა ტირიფიდან გამოყვეს ნივთიერება სალიცილი.
In the 1800s, scientists traced the willow's medicinal property to the chemical salicin.