მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561381.
ბიოლოგია | თავი XXX
Archaefructus აღმოაჩინეს თევზის ნამარხებთან ერთად და ამ მცენარეს ჰქონდა ბოლქვისებრი წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ადაპტაცია წყალში არსებობასთან. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფარულთესლოვნები წარმოიშვნენ, როგორც წყლის მცენარეები.
Archaefructus was discovered along with fish fossils and has bulbous structures that might be aquatic adaptations, implying that perhaps angiosperms originated as aquatic plants.
561382.
ბიოლოგია | თავი XXX
მკვლევრებმა, რომლებმაც Archaefructus აღმოაჩინეს, ივარაუდეს, რომ სწრაფად მზარდი ბალახოვანი მცენარე, შესაძლებელია, დაბრუნდა წყალში და იქ ბინადრობდა, გაურბოდა რა კონკურენციას სხვა თესლოვან მცენარეებთან და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ხმელეთზე.
The discoverers of Archaefructus have suggested that fast-growing herbaceous plants could have returned to water and thrived there, escaping competition with other seed plants and then later taking over the land.
561383.
ბიოლოგია | თავი XXX
მცირე ხნის წინ ზოგიერთმა პალეობოტანიკოსმა ეს ინტერპრეტაცია გააკრიტიკა.
More recently, however, some paleobotantists have disputed this interpretation.
561384.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა უფრო გვიანდელი ევოლუციური ხაზები ასევე წყალში დაბრუნდნენ და ამასთან ერთად მათი ყვავილები გამარტივდა და Archaefructus-ის „პრიმიტიულ“ ყვავილებს დაემსგავსა.
More derived lineages of angiosperms also became aquatic, and along the way their flowers became simpler, resembling the "primitive" flowers of Archaefructus.
561385.
ბიოლოგია | თავი XXX
ასეთი კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა გარდამავალ ნამარხს პოულობენ და ეს კამათი შეიძლება გადაწყდეს მაშინ, როცა აღმოაჩენენ მეტ ნამარხს და სხვა ტიპის მტკიცებულებებს.
Such debates, typical whenever a seemingly transitional fossil is discovered, may be resolved when more fossils and other types of evidence emerge.
561386.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილის წარმოშობის „ევოლუციური/ განვითარების“ (,,Evo-Devo”) ჰიპოთეზა.
An "Evo-Devo" Hypothesis of Flower Origins.
561387.
ბიოლოგია | თავი XXX
24-ე თავში განვიხილეთ, როგორ ყალიბდება ცხოველთა წარმოშობის შესახებ ჰიპოთეზები განვითარებასთან დაკავშირებული გენების შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე.
Chapter 24 discussed how studying developmental genes informs hypotheses about animal evolution.
561388.
ბიოლოგია | თავი XXX
ასეა ყვავილოვანი მცენარეების შემთხვევაშიც.
The same holds true for flowering plants.
561389.
ბიოლოგია | თავი XXX
ბოტანიკოსმა მაიკლ ფროლიჩმა ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან ჩამოაყალიბა ,,ევოლუციური /განვითარების” (,,Evo-Devo”) ჰიპოთეზა – ევოლუციური და განვითარების ბიოლოგიის სინთეზი, რომელიც ხსნის, როგორ მოხდა მტვრის წარმომშობი და თესლკვირტების წარმომშობი სტრუქტურების კომბინირება ერთ ყვავილში.
Botanist Michael Frohlich of the Natural History Museum in London has used the "evo-devo" approach-the synthesis of evolutionary and developmental biology-in hypothesizing how pollen-producing and ovule-producing structures were combined into a single flower.
561390.
ბიოლოგია | თავი XXX
ავტორი ვარაუდობს, რომ ფარულთესლოვანთა წინაპარს ჰქონდა განცალკევებული მტვრის წარმომშობი და თესლკვირტების წარმომშობი სტრუქტურები.
He proposes that the ancestor of angiosperms had separate pollen-producing and ovuleproducing structures.
561391.
ბიოლოგია | თავი XXX
შემდეგ მუტაციის გამო ზოგიერთ მიკროსპოროფილზე განვითარდა თესლკვირტები და ეს მიკროსპოროფილები ნაყოფფოთლებად ჩამოყალიბდა.
Then, as a result of a mutation, ovules developed on some microsporophylls, which evolved into carpels.
561392.
ბიოლოგია | თავი XXX
ვინაიდან ფროლიჩი ამტკიცებს, რომ ყვავილი განვითარდა შიშველთესლოვანი წინაპრის მტვრის წარმომშობი („მამრობითი“) რეპროდუქციული სტრუქტურებისგან, მისი მოსაზრება ცნობილია, როგორც „მეტწილად მამრობითი“ ჰიპოთეზა.
Because Frohlich asserts that the flower evolved mainly from the pollen-producing ("male") reproductive structure of a gymnosperm ancestor, his view is known as the "mostly male" hypothesis.
561393.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ჰიპოთეზის მხარდამჭერი მტკიცებულებები მიღებულია იმ გენების შედარების შედეგად, რომლებიც ყვავილებისა და გირჩების განვითარებას უდევს საფუძვლად.
Supporting evidence includes comparisons of genes that give rise to flowers and cones.
561394.
ბიოლოგია | თავი XXX
ყვავილის განვითარებასთან დაკავშირებული გენები ჩვეულებრივ ენათესავება შიშველთესლოვანთა მტვრის წარმოქმნასთან დაკავშირებულ გენებს.
Flower-development genes are usually related to pollen-producing gymnosperm genes.
561395.
ბიოლოგია | თავი XXX
გარდა ამისა, გარკვეული მუტაციები იწვევს ყვავილოვან მცენარეთა თესლკვირტების განვითარებას ჯამის ფოთოლაკებსა და გვირგვინის ფურცლებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თესლკვირტების მდებარეობა შეიძლება იოლად შეიცვალოს.
Also, certain mutations cause flowering plants to grow ovules on sepals and petals, which demonstrates that the position of ovules can easily be changed.
561396.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა და შიშველთესლოვანთა გენების შედარებით ბოტანიკოსები ამოწმებენ ფროლიჩის ჰიპოთეზას და ყვავილის წარმოშობის სხვა ,,ევოლუციურ/განვითარების” (,,Evo-Devo”) მოდელებს.
By comparing angiosperm and gymnosperm genes, botanists are testing Frohlich's hypothesis and other evo-devo models for the origin of flowers.
561397.
ბიოლოგია | თავი XXX
ფარულთესლოვანთა მრავალფეროვნება.
Angiosperm Diversity.
561398.
ბიოლოგია | თავი XXX
მეზოზოური ერიდან მოყოლებული ფარულთესლოვანთა მრავალფეროვნება ძლიერ გაიზარდა და სახეობათა რიცხვი ამჟამად 250,000-ზე მეტია. ფარულთესლოვნები დომინირებენ ხმელეთის ეკოსისტემების უმეტესობაში.
From humble beginnings in the Mesozoic, angiosperms diversified into more than 250,000 species that now dominate most terrestrial ecosystems.
561399.
ბიოლოგია | თავი XXX
1990-იანი წლების დასასრულამდე სისტემატიკოსების უმრავლესობა ყვავილოვან მცენარეებს ყოფდა ორ ჯგუფად, რაც ნაწილობრივ ეფუძნებოდა ჩანასახის ლებნების რაოდენობას; ეს ჯგუფებია: ერთლებნიანები და ორლებნიანები.
Until the late 1990s, most systematists divided flowering plants into two groups, based partly on the number of cotyledons, or seed leaves, in the embryo. Species with one cotyledon were called monocots, and those with two were called dicots.
561400.
ბიოლოგია | თავი XXX
ამ ორი ჯგუფის გამოყოფისას ეყრდნობოდნენ სხვა ნიშან-თვისებებსაც, როგორიცაა ყვავილისა და ფოთლის აგებულება.
Other features, such as flower and leaf structure, were also used to define the two groups.