მოიძებნა 668042 ჩანაწერი
561961.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ის გამოდის მშობლიური ღრუბლისგან და იქამდე დაცურავს, სანამ შესაბამის სუბსტრატს მიემაგრება. მისგან ვითარდება მოზრდილი, მიმაგრებული ღრუბელა.
Upon settling on a suitable substrate, a larva develops into the sessile adult.
561962.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელა სხვადასხვა დამცველ სტრუქტურებსა და ანტიბიოტიკებს ასინთეზებს.
Sponges produce a variety of antibiotics and other defensive compounds.
561963.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მკვლევრები იმ ნივთიერებების გამოყოფაზე მუშაობენ, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დაავადებებთან ბრძოლა.
Researchers are now isolating these compounds, which hold promise for fighting human diseases.
561964.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, რობერტ პეტიტმა და მისმა კოლეგებმა, ზღვის ღრუბელებში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც კრიბროსტატინი დაარქვეს. კრიბროსტატინი კლავს პენიცილინის მიმართ მდგრად სტრეპტოკოკის ბაქტერიებს.
For example, Robert Pettit and his colleagues at Arizona State University have found a compound called cribrostatin in marine sponges that can kill penicillin-resistant strains of the bacterium Streptococcus.
561965.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მეცნიერები ღრუბელებისგან გამოყოფილ სხვა ნივთიერებებსაც სწავლობენ და მათ გამოყენებას კიბოსთან საბრძოლველად აპირებენ.
The team is studying other spongederived compounds as anti-cancer agents.
561966.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებისთვის დამახასიათებელია რადიალური სიმეტრია, გასტროვასკულარული ღრუ და კნიდოციტი.
Cnidarians have radial symmetry, a gastrovascular cavity, and cnidocytes.
561967.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუბელების გარდა ყველა სხვა ცხოველი ეუმეტაზოას (ნამდვილი ქსოვილების მქონე ცხოველების) კლადას მიეკუთვნება.
All animals except sponges belong to the clade Eumetazoa, the animals with true tissues.
561968.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ კლადაში შემავალი ცხოველთა ჯგუფის ერთ-ერთი უძველესი ტიპი მსუსხავებია (Cnidaria).
One of the oldest animal groups in this clade is the phylum Cnidaria.
561969.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებს ახასიათებს მრავალფეროვანი ფორმები: მიმაგრებული (მარჯნები და ჰიდრები) და მოტივტივე (მედუზების ჩათვლით).
Cnidarians have diversified into a wide range of both sessile and floating forms, including jellies (commonly called "jellyfish"), corals, and hydras.
561970.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებს აქვთ შედარებით მარტივი, დიპლობლასტური (ორი ჩანასახოვანი შრის მქონე), რადიალური სიმეტრიის მქონე სხეული. მსუსხავები ბოლო 570 მილიონი წლის განმავლობაში არსებობენ.
Yet cnidarians continue to exhibit a relatively simple, diploblastic, radial body plan that existed some 570 million years ago.
561971.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავების სხეულის ძირითადი ნაწილია ცენტრალური საჭმლის მომნელებელი განყოფილების ანუ გასტროვასკულარული ღრუს მქონე ტომარა.
The basic body plan of a cnidarian is a sac with a central digestive compartment, the gastrovascular cavity.
561972.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ღრუ ერთი მხრიდან იხსნება. ამ გასასვლელს ერთდროულად პირის და ანუსის ფუნქცია აქვს.
A single opening to this cavity functions as both mouth and anus.
561973.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მსუსხავებს სხეულის აგებულების ორი ტიპი ახასიათებს. ერთი - მიმაგრებული პოლიპია, მეორე - მოტივტივე მედუზაა.
There are two variations on this body plan: the sessile polyp and the floating medusa.
561974.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პოლიპი ფორმაა, რომელიც სუბსტრატს სხეულის აბორალური ნაწილით (პირის მოპირდაპირე მხარით) ემაგრება. პოლიპის საცეცები, მსხვერპლის მოლოდინში, სხვადასხვა მხარეს გაჭიმულია.
Polyps are cylindrical forms that adhere to the substrate by the aboral end of the body (the end opposite the mouth) and extend their tentacles, waiting for prey.
561975.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ჰიდრები და ზღვის ანემონები პოლიპის ფორმის ცხოველებია.
Examples of the polyp form include hydras and sea anemones.
561976.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მედუზა პოლიპის შებრტყელებული ფორმაა. პირი ფსკერის მხარეს აქვს.
A medusa is a flattened, mouth-down version of the polyp.
561977.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პასიური ტივტივისა და ზარის მსგავსი სხეულის შეკუმშვის საშუალებით წყალში თავისუფლად გადაადგილდება.
It moves freely in the water by a combination of passive drifting and contractions of its bell-shaped body.
561978.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მედუზებს თავისუფლად მცურავი ჟელესმაგვარი ცხოველები მიეკუთვნება.
Medusae include free-swimming jellies.
561979.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ ცხოველებს ორალურ (პირის) მხარეს განლაგებული და ფსკერისკენ ჩამოშვებული საცეცები აქვთ.
The tentacles of a jelly dangle from the oral surface, which points downward.
561980.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზოგი მსუსხავი მხოლოდ მიმაგრებული ფორმით (პოლიპის სახით) არსებობს, ზოგი მხოლოდ მედუზის ფორმით (მოცურავე).
Some cnidarians exist only as polyps or only as medusae; others have both a medusa stage and a polyp stage in their life cycle.