მოიძებნა 668042 ჩანაწერი
562001.
ბიოლოგია | თავი XXXIII
როგორც მათი სახელიდან (კუბის ფორმის ცხოველები) გამომდინარეობს, ეს კუბისმაგვარი მედუზებია.
As their name (which means "cube animals") suggests, cubozoans have a box-shaped medusa stage.
562002.
ბიოლოგია | თავი XXXIII
კუბომედუზები სციფომედუზებისგან სხვა მნიშვნელოვანი ნიშნებითაც განსხვავდება. მაგალითად, რთული თვალებით (თვალები განლაგებულია გამონაზარდებში).
They can be distinguished from scyphozoans in other significant ways, such as having complex eyes embedded in the fringe of their medusae.
562003.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტროპიკულ ოკეანეებში მობინადრე კუბომედუზებს ხშირად აქვს ძლიერი შხამის შემცველი კნიდოციტები.
Cubozoans, which generally live in tropical oceans, are often equipped with highly toxic cnidocytes.
562004.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მაგალითად, ჩრდილოეთი ავსტრალიის სანაპიროსგან მოშორებით მობინადრე კუბომედუზა - ზღვის ბზიკი (Chironex fleckeri), ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ცხოველია დედამიწაზე.
The sea wasp (Chironex fleckeri), a cubozoan that lives off the coast of northern Australia, is one of the deadliest organisms on Earth.
562005.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამ მედუზით დასუსხული ადამიანი ძლიერ ტკივილს გრძნობს, შეიძლება სუნთქვის უკმარისობა განუვითარდეს, რასაც წუთების განმავლობაში გულის გაჩერება და სიკვდილი მოჰყვება.
Its sting causes intense pain and can lead to respiratory failure, cardiac arrest, and death within minutes.
562006.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ერთი ბზიკი 60 ადამიანის მოსაკლავად საკმარის შხამს შეიცავს .
The amount of poison in one sea wasp is enough to kill 60 people.
562007.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ბზიკის შხამი ყველა ცხოველისთვის სასიკვდილო არ არის. მაგალითად: ზღვის კუ ამ შხამის მიმართ მდგრადია და ამიტომ ამ ცხოველებით იკვებება.
The poison of sea wasps isn't universally fatal, however; sea turtles have defenses against it, allowing them to eat the cubozoan in great quantities.
562008.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ზღვის ანემონები და მარჯნები მიეკუთვნება მარჯნის პოლიპების - Anthozoa-ს (,,ყვავილისმაგვარი ცხოველები”) კლასს.
Sea anemones and corals belong to the class Anthozoa ("flower animals").
562009.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ეს ცხოველები მარტო პოლიპის ფორმით გვხვდება.
They occur only as polyps.
562010.
ბიოლოგია | თავი XXXIII
მარჯნები ან ერთმანეთისგან განცალკევებულად ცხოვრობენ ან კოლონიებს ქმნიან. მათ აქვთ კალციუმის კარბონატისგან შემდგარი მაგარი გარეგანი ჩონჩხი.
Corals live as solitary or colonial forms and secrete a hard external skeleton of calcium carbonate.
562011.
ბიოლოგია | თავი XXXIII
პოლიპების ახალი თაობა ძველი თაობის ჩონჩხებზე სახლდება. სხვადასხვა სახეობები მათთვის დამახასიათებელი ფორმის ,,კლდეებს” - მარჯნის რიფებს აშენებენ.
Each polyp generation builds on the skeletal remains of earlier generations, constructing "rocks" with shapes characteristic of their species.
562012.
ბიოლოგია | თავი XXXIII
რასაც ჩვენ მარჯანს ვეძახით, სინამდვილეში მარჯნის პოლიპის ჩონჩხია.
It is these skeletons that we call coral.
562013.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ტროპიკული ზღვებისთვის მარჯნის რიფებს იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ტენიან ტყეებს დედამიწის ტროპიკული ნაწილისთვის. მარჯნის რიფებში ბინადრობს ცხოველთა უამრავი სახეობა.
Coral reefs are to tropical seas what rain forests are to tropical land: They provide habitat for a wealth of other species.
562014.
ბიოლოგია | თავი XXXIII
საუბედუროდ, ადამიანის ცხოველმოქმედების შედეგად მარჯნის რიფები ისეთივე დეგრადაციას განიცდის, როგორსაც ტენიანი ტყეები.
Unfortunately, like rain forests, coral reefs are being destroyed at an alarming rate by human activity.
562015.
ბიოლოგია | თავი XXXIII
გადაჭარბებული თევზჭერა და დაბინძურება მარჯნის პოლიპებს დიდ საშიშროებას უქმნის. მათ გადაშენებას ხელს უწყობს გლობალური დათბობაც.
Pollution and overfishing are major threats, and global warming may also be contributing to their demise.
562016.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ამაზე უფრო დაწვრილებით 54 თავში ვისაუბრებთ.
We'll examine this problem in more detail in Chapter 54.
562017.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ცხოველთა უმეტესობა ორმხრივსიმეტრიულია.
Most animals have bilateral symmetry.
562018.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ცხოველთა სახეობების უმეტესობა ორმხრივი სიმეტრიის მქონე ცხოველთა კლადას ანუ მონოფილეტურ შტოს (ერთი წინაპრის მქონე ცხოველებს) მიეკუთვნება. ეს კლადა შედგება ორმხრივი სიმეტრიისა და ტრიპლობლასტური (სამი ჩანასახოვანი შრის) განვითარების მქონე ცხოველებისგან.
The vast majority of animal species belong to the clade Bilateria, which consists of animals with bilateral symmetry and triploblastic development.
562019.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორმხრივსიმეტრიანების უმრავლესობას აქვს ცელომი (ღრუ).
Most bilaterians are doma also coelomates.
562020.
ბიოლოგია | თავი XXXIII
ორმხრივსიმეტრიანების ევოლუცია დღესაც აქტიური კვლევის საგანია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ თანამედროვე ორმხრივსიმეტრიანების უახლოესი საერთო წინაპარი გვიან პროტეროზოულ ერაში არსებობდა.
While the sequence of bilaterian evolution is still a subject of active investigation, researchers generally agree that the most recent common ancestor of living bilaterians probably existed in the late Proterozoic.